x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, გაჩნდა პატარა არსება" - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი
image

მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს 2000-იანი წლების დასწაყისში გადაღებულ ფოტოებს, რომელიც მის ფეხმძიმობის, ევას დაბადების და პატარაობის პერიოდს ასახავს.

image

"საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. გაჩნდა პატარა არსება. ვერ გამეგო მეთამაშა თუ ბავშვი გამეზარდა. და ჩემი არანორმალური მეგობრები"-წერს სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი.


image


შორენას ქალიშვილი ევა, შორენას პირველი ქმრისგან, ზურაბ ბარბაქაძესგან შეეძინა. ამჟამდ ევა დიდი გოგოა, ამ შემოდგომაზე ის 20 წლის გახდება (დაიბადა 2001 წლის 10 ნოემბერს).

image

image

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 26 მარტს, შორენა ბეგაშვილს წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდა თავს. ევა საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. გოგონა გადარჩა, მას ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდა. როგორც სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.


image

image

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი ლაშა ბარათელს დაშორდა. ეს ფაქტი ბეგაშვილმა „ინსტაგრამზე“ გამომწერებს დაუდასტურა.


ბეგაშვილის და ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა ბარათელის ურთიერთობა დაახლოებით ორი წელიწადი გაგრძელდა, ბევრს ახსოვს როგორ დაისვენა შორენა ბეგაშვილმა ესპანეთში საყვარელი მამაკაცთან ერთად ძვირადღირებულ კურორტზე.


მანამდე შორენა ბეგაშვილს რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონდა, მათ შორის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრესთან დავით მუხრანელთან, შემდეგ იყო გასაიდუმოებული ქორწინება ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან, რომელიც გაყრით დასრულდა.

1
653
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
653
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1