x
image
alex999
Mediator image
ყველა დროის 12 ყველაზე ამაღელვებელი ფოტო (+ ისტორია)

ამ ფოტოებმა მსოფლიო შეძრა და ადამიანების ტვინში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. წარმოგიდგენთ 12 ფოტოს, თავის საინტერესო და სევდიანი ისტორიებით.

image


1.

image


ავღანელი გოგონა(1984 წელი) - სტივ მაკ კურის მიერ გადაღებული ფოტო რეკორდსმენი აღმოჩნდა. გოგონა 1984 წლის ავღანეთი -სსრკ-ს ომში დაობლდა. ფოტოგრაფმა გოგონა 1985 წელს პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკში აღმოაჩინა. მაშინ შარბათ გულა 13 წლის იყო. ფოტო მალევე მოხვდა National Geographic -ის გარეკანზე.


2.

image


ომაირა სანჩესი(1985 წელი) ავტორი - ფრენკ ფურნიე


1985 წელს ნევადოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, 25 000-მდე ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი ომაირა სანჩესი იყო, რომელიც საავდმყოფოში 3 დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს. მისი ფოტო ბოლო 50 წლის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ფოტო გახდა.


3.

image


Portrait of Winston Churchill(1941) - ფოტო კანადელმა ფოტოგრაფმა, იუსუფ ქარშმა გადაიღო. 1941 წელს ჩერჩილის ვიზიტი კანადაში.


4.


image


კოსოვოს ლტოლვილები(1999 წელი) - ქეროლლ გაზი გახდა პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომელმაც პულიტცერის პრემია მიიღო.


5.

image


ბიჭი, რომელიც საკვები ბანაკისკენ მიცოცავს (1994 წელი). ამ ისტორიული ფოტოს ავტორი კევინ კარტერია, რომელმაც ფოტო სამხრეთ აფრიკაში შმშილობის პერიოდში გადაიღო. კევინ კარტერი პულიცერით დაჯილდოვდა.


ფოტოზე ჩანს პატარა შავკანიანი ბიჭუნა, რომელიც ცდილობს გაეროს სასურსათო ბანაკში ხოხვით მისვლას, რომელიც 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მასთან ახლოშივე ხედავთ სვავს, რომელიც ამ ბიჭს საჭმელის თვალით უყურებს. არავინ არ იცის ამ ბავშვის ბედი, ფოტოგრაფის ჩათვლით.


6.

image

ცალკეული წყლის შადრევნები (1950 წელი) - ფოტო გადაღებულია ელიოტ ერვიტის მიერ Magnum Photos-დან. ჩრდილოეთ კაროლინაში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ თეთრკანიანთა და შავკანიანთა წყლის შადრევნებიც კი გამოყოფილია.


7.

image


ბერის დაწვა (1963 წელი) - ფოტოს ავტორი მალკოლმ ბრაუნია


1963 წლის 11 ივნისს ვიეტნამელმა დურისტმა მღვდელმა, ტიჩ კუანგ დუკმა, თავი დაიწვა ქალაქ საიგონის დატვირთულ გზაჯვარედინზე, რათა ყურადღება მიექცია კათოლიკური დიემის რეჟიმის მჩაგვრელ პოლიტიკაზე. თვითმხილველების თქმით ბერმა ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და ჩამოჯდა იქვე. მან სთხოვა თავის სტუდენტებს, რომ მისთვის ბენზინი გადაესხათ და დაეწვათ. მას არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა.


8.

image


ნეტარება, ბედნიერება(2000 წელი) - ავტორი: ჩარლზ ო'რეარი


ცნობილი ფოტო Windows XP -ის თემა გახდა, რამაც უფრო უკვდავი გახადა. როორც ცნობილია, ფოტო კალიფორნიაშია გადაღებული.


9.

image


ხანძარი Triangle -ის ტანსაცმლის მაღაზიაში (1911 წელი, აშშ)


ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ხანძარი. ამ ფაბრიკაში უმეტესად ევროპელი დევნილები მუშაობდნენ, ზოგიერთის ასაკი 13 წელს არ აღემატებოდა, ყოველი მათგანი ქალი იყო და კვირაში 6-7 დოლარს გამოიმუშავებდნენ. 1911 წლის 25 მარტს გაჩენილ ხანძარს 148 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.


10.

image


1957 წელი - პირველი შავკანიანი სტუდენტი, რომელიც ჰერი ჰერდინგის საშუალო სკოლაში ჩაეწერა. გოგონას ერქვა დოროტი, ამ უკანასკნელმა მხოლოდ 4 დღე გაძლო სკოლაში თეთრკანიანებთან ერთად.


11.

image


ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი - სპარტა პრაღა ბრატისლავის წინააღამდეგ. ფოტო გადაღებულია 20 წლის ფოტოგრაფის მიერ. ის ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფი გახდა, რომელმაც მოახერხა და გადაიღო მსოფლიო დონის ფოტო.


12.

image


1960 წლის 12 იანვარი - წამებით ადრე, სანამ მემარჯვენე სტუდენტი მოკლავდა იაპონიის სოციალისტური პარტიის ლიდერს...













სტატიის ავტორი : ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>





სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი

image




უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ

image




რეისი 571(ურუგვაი), სადაც ყველა გადარჩენილი კანიბალი გახდა!

image



14 ძალიან საინტერესო ფაქტი აზიის კონტინენტის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად გაიგოთ!

image




ევროპის მედიკამენტების სააგენტო: კორონავირუსის მედიკამენტის მიღება 12 წლის ზემოთ ბავშვებისთვის იქნება დაშვებული

image




ისტორიაში პირველად! - სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა რეკორდულად დაეცა!

image



ვაკანსია 731 900 ადამიანისთვის - კანადა თანამშრომლების დეფიციტს განიცდის....

image







0
1023
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1023
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0