x
მეტი
  • 06.10.2022
  • სტატია:122807
  • ვიდეო:355147
  • სურათი:495076
რეისი 571(ურუგვაი), სადაც ყველა გადარჩენილი კანიბალი გახდა!

1972 წელს ურუგვაის ავიახაზების რეისი 571 ჩამოვარდა. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გადარჩენილებმა შეძლეს ბოლო მომენტამდე რთულ პირობებთან გამკლავება, საბოლოოდ მაინც კანიბალიზმს მიმართეს. ვნახოთ შემზარავი დეტალები...


image






თითქმის 50 წელი გავიდა 571-ე რეისის კატასტროფიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა. 45 მგზავრისგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. მათ არგენტინის ანდებში 72 დღე გაატარეს. საკვების უქონლობის გამო იძულებული შეიქნენ, დაღუპული მეგობრების გვამები შეეჭამათ...



image







ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, თვითმფრინავი დაიქირავა. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მორაგბეებს აცნობეს, რომ თვითმფრინავში 10 ადგილი თავისუფალი იყო და ახლობლების წაყვანაც შეეძლოთ...
ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო. მეორე დღეს კი გზა განაგრძო, თუმცა კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით (მენდოზა-კურიკო-სანტიაგო) გადაწყვიტა. თვითმფრინავი 5 ათასი მეტრი სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა, მოულოდნელად ამინდი რომ გაუარესდა... შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავის წინა ნაწილი თოვლზე სრიალს განაგრძობდა და სადაცაა საბედისწერო შეჯახება უნდა მომხდარიყო, რომ თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა.

image

პირველ დღეებში გადარჩენილებს რთული პერიოდი ჰქონდათ, თუმცა საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდნენ, რათა სამაშველო სამსახურის მოსვლამდე სიცოცხლის ენერგია არ დაეკარგათ. 45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. პირველ ღამეს ვერ გაუძლო კიდევ 5 მგზავრმა. ასე გადიოდა დღეები და ჯერ დახმარება არ ჩანდა, ჯგუფს კიდევ აკლდებოდა წევრები, საბოლოოდ მხოლოდ 16 დარჩნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს გარდაცვლილი მეგობრების და პილოტების გვამები ეჭამათ, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

image

72 დღიანი ჯოჯოხეთის დასასრულის შემდეგ 16 რაგბისტი ცოცხლად გადარჩა. მათ გადარჩენაში დაეხმარა ჩილელი ფერმერი, რომელმაც ისინი შენიშნა და დახმარება გამოიძახა.

სამშობლოში დაბრუნებულებს ზიზღით ხვდებოდნენ, გაზეთებში შემზარავი სტატიები იბეჭდებოდა, სადაც მათ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ...
ყოველი წლის 22 დეკემბერს, 571-ე რეისის გადარჩენილი მგზავრები იკრიბებიან და 72 დაუსრულებელ დღეს იხსენებენ. ამით ისინი დაღუპულ მეგობრებს მიაგებენ პატივს.

1993 წელს გადაიღეს ფილმიც, რომელიც ამ მოვლენას საკმაოდ კარგად აღწერს.

image





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<




21 ფოტო ამერიკიდან, რომელიც გვიჩვენებს რასობრივი დისკრიმინაციის ტკივილს და საშინელებას

image




1870 წლის მარიას(ბეიკერის) ხოცვა ჟლეტა - თეთრკანიანი დევნილები და ინდიელების დაპირისპირება

image




ცხოვრების ახალი ეტაპი - ირანის ისლამური რევოლუცია


image




17 საინტერესო და გამაოგნებელი ფაქტი ფეხბურთის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად წაიკითხოთ!

image




წინსვლა არ არის! კიდევ ერთი დაუჯერებელი აკრძალვა ირანელი ქალებისთვის!

image




რამდენიმე ფოტო ჩრდილოეთ კორეიდან (ქვეყენას ამ ფოტოების გაქრობა სურს!)

image




უხანის ომი (იაპონია - ჩინეთი)

image








0
627
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0