x
მეტი
  • 06.12.2021
  • სტატია:115425
  • ვიდეო:352817
  • სურათი:489350
17 საინტერესო და გამაოგნებელი ფაქტი ფეხბურთის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად წაიკითხოთ!

ფეხბურთი არის ყველაზე პოპულარული სპორტი მსოფლიოში. მას ჰყავს მილიონობით მაყურებელი და გულშემატკივარი. ამის საფუძველზე ჩვენ შევაგროვეთ საინტერესო ინფორმაცია ფეხბურთის შესახებ. ️წარმოგიდგენთ 17 საინტერესო და გამაოგნებელ ფაქტს ფეხბურთის შესახებ, რომელიც შესაძლოა დღეს პირველად წაიკითხოთ...


image








1. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან მოყოლებული, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიუნხენის ბაიერნისა და ინტერის მინიმუმ ერთმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა ყველა ფინალში. მსგავსი მაჩვენებელი სხვა არცერთ საფეხბურთო კლუბს არ გააჩნია.



2. 1950 წელს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდოეთის ნაკრებს ფეხშიშველი თამაში სურდა, რაზეც ფიფსგან უარი მიიღო. აქედან გამომდინარე ინდოეთმა ნახსენებ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო.



3. ბრაზილიის საშინაო ლიგაში რივერ-ოეირასის მატჩში პაულომ არაუჯომ რეკორდი მოხსნა და 5 ბარათი მიიღო. ფეხბურთელმა ეშმაკურად მოახერხა მოედანზე დარჩენა და მსაჯის მოტყუება.




4. 1957 წელს ჩარლტონმა ჰადერსფილდს 7-6 მოუგო. ამ ანგარიშის გარდა საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ჩარლტონი მატჩის 18 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, ხოლო 75 წუთისთვის 5-1 აგებდა.




5. ფრანც ბეკენბაუერი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც საიუბილეო მატჩში ავტოგოლი გაიტანა.



6. 1998 წელს კონგოს რესპუბლიკაში ჩატარებულ საფეხბურთო მატჩის დროს, მოედანზე ელვის დაცემის შედეგად 11 ფეხბუთელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საოცარი ფაქია, რომ ყოველი მათგანი სტუმარი გუნდის ფეხბურთელი იყო.



7. მარტინ პალერმომ 1999 წელს კოლუმბიასთან კოპა ამერიკას მატჩში სამი პენალტი გააფუჭა, რის გამოც იგი გახდა "ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი პენალტი გააფუჭა ერთ საერთაშორისო მატჩში".



8. 2001 წელს სიდნეიში გამართულ მატჩში ავსტრალიამ ისტორიული ანგარიშით 31-0 დაამარცხა სამოა. არჩი ტომპსონი გახდა რეკორდსმენი ერთ თამაშში გატანილი 13 გოლით.



9. მილანის ლეგენდარულმა მცველმა ალესანდრო ნესტამ საათობით PlayStation– ის თამაშის შემდეგ მარცხენა ხელის ცერა თითი დაიზიანა. რის გამოც 4 კვირა გაუცდა.



10. SV Vonderort კლუბის მეორე გუნდი, რომელიც თამაშობს გერმანიის ყველაზე დაბალ სამოყვარულო C ლიგაში, გახდა ანტირეკორდსმენი. გუნდმა ერთ თამაშში 43 გოლი გაუშვა.



11. 1986 და 1990 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალული ჰქონდათ ქათმის ხორცის ჭამა "ცუდი იღბლის" მოტივით.



12. 1998 წელს ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩში, ინგლისელმა მსაჯმა საკუთარ თავს უჩვენა წითელი ბარათი. მიზეზი ფეხბურთელისთვის ხელის გარტყმა იყო.



13. 16 წლის მეკარემ რუბენ ნესმოჰმა მატჩის დროს თავში მიიღო დარტყმა და კომაში ჩავარდა. როდესაც კომადან გაიღვიძა, ის ლაპარაკობდა ესპანურად, ისე როგორც მშობლიური ენა.



14. 2001 წლის 18 აპრილი ... მანჩესტერ იუნაიტედი, მიუნხენის ბაიერნის მატჩამდე იღებს გუნდურ ფოტოს. თუმცა კადრში 11 ის ნაცვლად 12 ფეხბურთელი ჩანს... ეს მეთორმეტე არის მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი კარლ პოუვერი, რომელმაც ჩუმად მოახერხა ამ გუნდის კადრში შესვლა.




15. ეს არ არის ყველაზე საინტერესო სატრანსფერო საფასური მსოფლიოს ისტორიაში, მაგრამ 1998 წელს რუმინელი ფეხბურთელი იონ რადუ ჯიულ პეტროსანიდან გადავიდა ვალჩეაში 1 ტონა საქონლის ხორცის სანაცვლოდ.



16. იუვენტუსისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდალური მცველი და ამავდორულად კაპიტანი ლილიან ტურამი ტანზე ნიორს ისმევდა, რათა მოწინაღმდეგები გაეღიზიანებინა.



17. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშის დროს, შემთხვევით რივალდოს დარტყმული ბურთი თანაგუნდელ ემერსონს მოხვდა მხარზე. როგორც აღმოჩნდა, ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა, იმდენად სერიოზული, რომ ემერსონი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრა.

image
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტად სძულთ ერთმანეთი

image



5 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მეცნიერებს თავგზას ურევს!

image



14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image



10 ტიკ-ტოკერი, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ


image



სლენდერმანის ნამდვილი ამბავი - რა მოხდა სინამდვილეში?

image



10 ყველაზე ძებნილი კრიმინალი FBI- ს და ინტერპოლის მიერ - მსოფლიო მათ ეძებს!

image



15 მომაჯადოვებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ საცხოვრებლად სკანდინავიაში

image



საინტერესო ფაქტები, რომლებიც ცოდნას გაგიღრმავებთ!

image



0
1039
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1039
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0