ფოტოგრაფია 17 შოკისმომგვრელი ფოტო, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაშია გადაღებული! ( I ნაწილი) 2015, 13 აგვისტო, 12:59 Reuters-ის ახალი ამბების სააგენტომ გამოავლინა ბოლო 30 წლის ყველაზე
შოკისმომგვრელი და შთამბეჭდავი ფოტოები.
ნახეთ ეს ფოტოები: 1. თარიღი: 17 მაისი, 2008 წელი ფოტოგრაფი: ჯეისონ ლი ქალაქი: მიანიანგი, ჩინეთი ფოტოზე ჩანს თვალცრემლიანი ქალი, რომელმაც მიწისძვრის შედეგად, ნამსხვრევებში ვერ იპოვა მეუღლე და შვილი. 2008 წელს ჩინეთში, სიჩუანის რეგიონში მომხდარ 7.8 ბალიან მიწისძვრას 70 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა! 2. თარიღი: 2 სექტემბერი, 2004 წელი ფოტოგრაფი: ვიქტორ კაროტაევი ქალაქი: ბესლანი, რუსეთი ფოტოში ჩანს რუსი სპეცნაზი, რომელმაც სკოლის ალყაში მოქცევის შედეგად, გადაარჩინა ჩვილი ბავშვი. ალბათ გახსოვთ 2004 წელში მომხდარი ბესლანის ტრაგედია, სადაც ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს 1 100 ზე მეტი ბავშვი და აქედან 300-მდე ადამიანი მოკლეს. 3 დღიანი კონფლიქტის შემდეგ, ცნობილი იქნა 184 ბავშვის სიკვდილი და კიდევ ბევრი დაკარგულების სია. 3. თარიღი: 11 თებერვალი 2011 ფოტოგრაფი: დაილენ მარტინეზი ქალაქი: კაირო, ეგვიპტე 2011 წლის რევოლუციის ფოტო ეგვიპტიდან. 25 იანვარს ხალხი მობილიზებურ იქნა ქუჩის აქციებისთვის, მთავრობის წინააღმდეგ. ეს აქციები პოლიციამ ვერაფრით ვერ შეაჩერა და საბოლოოდ 11 თებერვალს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი პრეზიდენტობიდან გადადგა. 4. თარიღი: 5 აპრილი, 1992 წელი ფოტოგრაფი: იანის ბეხრაკისი ქალაქი: შირნაკი, თურქეთი ქურთი დევნილები ცდილობენ ჰუმანიტარული დახმარების გუნდისგან პურის მიღებას. როგორც იცით, 1992 წლის 5 აპრილს, ერაყის პირველი ომის დროს, ქვეყნიდან 1, 5 მილიონი ქურთი გამოექცა სადამ ჰუსეინის რეჟიმს. აქედან 600 000 კაცი თურქეთის საზღვარს მიადგა, ხოლო 900 000 მთებში გაიხიზნნენ. 5. თარიღი: 18 მაისი, 2008 წელი ფოტოგრაფი: გორან ტომასევიჩი ქალაქი: გარმსტერი, ავრანეთი აშშ-ს საზღვაო კომანდოს სერჯანტი უილიამ ოლასი, თალიბებთან შეტაკებისას. ამ მომენტში ტყვია ხვდება მის ფარს, ფოტოგრაფმა ეს კადრი სასწაულებრივად დაიჭირა. ფოტოშიც კარგად ჩანს სერჟანტის ურთულესი მომენტები. 6. თარიღი: 5 მაისი, 2006 წელი ფოტოგრაფი: ხუან მედინა ქალაქი: ფუერტევენტურა, ესპანეთი ფოტოში ჩანს აფრიკელი მიგრანტი, რომელიც გამოძევებული იყო აფრიკიდან. მიგრანტების გემი ესპანეთში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჩავიდა, მიგრანტები იმდენად იყვნენ დაღლილები, რომ სიარულის თავიც არ ჰქონდათ. ეს ფოტოც ამის დასტურია. რამდენიმე ხნის შემდეგ, წითელი ჯვრის დახმარებით მიგრანტები ცოტა გონს მოვიდნენ. 7. თარიღი: 11 სექტემბერი, 2001 წელი ფოტოგრაფი: შენონ სტეპლეტონი ქალაქი: ნიუ-იორკი, აშშ ამ ფოტოში ჩანს მაშველების მიერ ნანგრევებიდან გამოყვანილი აშშ-ს მოქალაქე. ეს მოხდა 2001 წლის 11 სექემბერს, როდესაც ალ-ქაიდას ტერორისტებმა აშშ-ში მდებარე მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად აღიარებული ტყუპების კოშკს და კიდევ პენტაგონს დააჯახა აშშ-ს ორი ჩამორთმეული თვითმფრინავი. ამ ტერაქტის შედეგად, გარდაიცვალა 3000 ადამიანი, და განადგურდა ტყუპების კოშკი. 8. თარიღი: 31 ივლისი, 1994 წელი ფოტოგრაფი: ხუაკიმ ჰერმანი ქალაქი: ჰოკენჰაიმი, გერმანია შემთხვევა ფორმულა 1-დან. ბენეტონ ფორდის მძღოლის იან ვერსტაპენის სპორტულ ავტომობილს ფინიშის ხაზთან მოულოდნელად ცეცხლი მოეკიდა, ამ შემთხვევიდან პილოტი მსუბუქად დაჭრილი გამოიყვანეს. 9. თარიღი: 11 სექტემბერი, 2008 წელი ფოტოგრაფი: ქევინ კუმბსი ქალაქი: ლონდონი, ინგლისი ფოტოში ჩანს ლონდონში მდებარე Lehman Brothers-ის კომპანიაში მიმდინარე თათბირი. 11 სექტემბერს კომპანიას გამოუცხადეს შოკისმომგვრელი ამბავი დავალიანების შესახებ, კომპანიის დავალიანება 613 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს იყო ისტორიის ყველაზე დიდი დავალიანება, შემდეგში კომპანიის რაღაც ნაწილი ბრიტანულმა Barclays-ის ბანკმა შეიძინა 1.75 მილიარდ დოლარად. 10. თარიღი: 16 მარტი, 1997 წელი ფოტოგრაფი: იანის ბეხრაკისი ქალაქი: დურესი, ალბანეთი ფოტოში ჩანს ალბანეთის მოქალაქე, რომლსაც ბავშვი გადაჰყავს ვერტმფრენში. როგორც იცით 1997 წელს ალბანეთში ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზი იყო, ამ კრიზისს ასევე "პირამიდის კრიზისაც" უწოდებდნენ. ამ კრიზის 2000 კაცის სიცოცხლე შეეწირა! 11. თარიღი: 9 აპრილი, 2003 წელი ფოტოგრაფი: გორან ტომასევიჩი ქალაქი: ბაღდადი, ერაყი ფოტოში ჩანს ამერიკელი ჯარისკაცი, სადამის ქანდაკების ჩამოგდების მომენტში. როგორც ჩანს, ფოტოგრაფმა კადრი საკმაოდ კარგად დაიჭირა. ქანდაკების ჩამოგდების შემდეგ ერაყის მოქალაქეებმა ნამსხვრევებად გადააქციეს. 12. თარიღი: 7 აგვისტო, 2010 წელი ფოტოგრაფი: ადრეს ლატიფი ქალაქი: მუზაფარგარი, პაკისტანი 2010 წელს სტიქიური უბედურება მოხდა პაკისტანში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დახმარება ხდებოდა ვერტმფრენით. ამ ფოტოში ჩასნ დაზარალებულები, რომლებიც ერთი ნაჭერი პურისთვის ერთმანეთს სიცოცხლის ფასად ეჯიბრებიან. როგორც ცნობილია პაკისტანში მომხდარი სტიქიური უბედურების, წყალდიდობის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა იმდენად გაუძლურდა, რომ დაზარალებულების დახმარებასაც ვეღარ ახერხებდნენ. ამ წყალდიდობის შედეგად 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი, რთული ავადმყოფობის წინაშე დადგა. 13. თარიღი: 7 იანვარი, 2009 წელი ფოტოგრაფი: ერიკ გეილარდი ქალაქი: ბირშება, ისრაელი ისრაელის ჯარისკაცები თანამებრძოლის სიკვდილის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებენ. როგორც იცით ისრაელმა 2009 წლის 3 იანვარს დაიწყო სახმელეთო ოპერაციები ღაზას სექტორში. 14. თარიღი: 29 მაისი, 1985 წელი ფოტოგრაფი: ნიკ დიდლიკი ქალაქი: ბრიუსელი, ბელგია ფოტოში ჩანს ბელგიის მოქალაქე, რომელიც დაჭრილ მეგობარს მიარბენინებს საავადმყოფოში. 1985 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ფილანი ტარდებოდა ბრიუსელში, ერთმათს ხვდებოდნენ ინგლისური ლივერპული და იტალიური იუვენტუსი. მატჩის დაწყებიდან რამოდენიმე წუთით ადრე ქომაგებს შორის ატყდა ჩხუბი, ამ მომენტში ტრიბუნების გარეთ მდებარე კედელი ჩამოწვა. შემთხვევას 38 იტალიელის და 1 ბელგიელის სიცოცხლე შეეწირა. საფეხბურთო მატჩის ფინალი მაინც შედგა და შეხვედრაში იუვენტუსმა გაიმარჯვა 1-0. 15. თარიღი: 6 თებერვალი, 1990 წელი ფოტოგრაფი: რადუ სიგეტი ქალაქი: ბუქარეშტი, რუმინეთი რუმინელი წყვილი, რომლებიც შიდსით დაღუპული შვილის ცხედრის გამოსაყვანად მიდიან საავადმყოფოში. ამ ფოტოს ბევრი ახსნა არ სჭირდება, რადგან კარგად ჩანს მშობლების ცხოვრებისეული დრამა. 16. თარიღი: 30 ნოემბერი, 1996 წელი ფოტოგრაფი: კორინ დუფკა ქვეყანა: კონგოს რესპუბლიკა რუანდელი ბავშვი, რომელიც 1 თვეა მგზავრობს 20 000 გამოქცეულთან ერთად. ფოტოში ჩანს, თუ როგორ იცავს თავს სხვადასხვა ავადმყოფობებისგან, სადაც 20 000 კაციდან თითქმის ნახევარი დაავადებულია. 17. თარიღი: 1 აგვისტო, 2005 წელი ფოტოგრაფი: ფინბარ ო რეილი ქალაქი: ტაჰუა, ნიგერი 1 წლის ალასა გალისუ, რომელიც ხელით ეხება დედის ტუჩებს. 2005 წელს ნიგერში ძალიან დიდი გვალვები იყო, ამიტომაც საკვების და სასმელის შოვნაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 11905 22-ს მოსწონს |
პ.ს. ტერორიზმი სიმახინჯეა დღევანდელობის რბილად რომ ვთქვათ