საზოგადოება ვაკანსია 731 900 ადამიანისთვის - კანადა თანამშრომლების დეფიციტს განიცდის.... 2021, 11 ნოემბერი, 14:18 კანადაში ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლების მოთხოვნილება მთელ ქვეყანაში იზრდება. რამოდენიმე კომპანიამ ერთდროულად ვაკანსიის შესახებ განცხადება გააკეთა. საერთო ჯამში ქვეყანაში 731 900 აქტიური ვაკანსიაა. ![]() კვლევაში ნათქვამია, რომ ეს პრობლემა ყველა პროვინციაში შეიმჩნევა, ხოლო პერსონალის ყველაზე დიდი საჭიროება დაფიქსირდა კვებეკის, ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში. ყველაზე მეტი ვაკანსია ჯანდაცვის სფეროშია! ![]() კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი კადრების დეფიციტი ჯანდაცვის სექტორშია. 2020 წლიდან მოყოლებული ამ სექტორში თანამშორმლების დეფიცინტი 59.6% გაიზარდა. ამჟამად 150 000 - 300 000 -მდე ექიმი, მედდა და სხვა ჯანდაცვის თანამშორმლის პოზიციაა თავისუფალი. მეორე პოზიციაზე მომსახურების სექტორია! ![]() მომსახურების სექტორი, რომელიც მოიცავს საცხოვრებლისა და კვების სერვისებს კანადაში, გახდა მეორე სექტორი ქვეყანაში პერსონალის ყველაზე მაღალი დეფიციტით (89, 100 ადამიანით.) BDC-ის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ კლერუმ CTV-ს განუცხადა, რომ ანდემია არ იწვევს მუშახელის დეფიციტს კანადაში, ის მხოლოდ ამძაფრებს არსებულ პრობლემას. კლერუს განცხადებით, კანადაში ძირითადად ასაკში შესული ადამიანები მუშაობენ, ამიტომ საჭიროა ახალგაზრდების დასაქმებაც. მრეწველობა, წარმოება და საცალო ვაჭრობა! ![]() მრეწველობისა და წარმოების სექტორებში პერსონალის საჭიროებამ პიკს მიაღწია. ორივე საქმიანობა კანადის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელია. ქვეყანაში ამ სექტროებში სამუშაოდ 150 000 მდე აქტიური ვაკანსიაა. სატვირთო მანქანის მძღოლები! ![]() ამჟამად ქვეყანაში ტრაილერების მძროლების 18 000 ვაკანსია, თან საკმაოდ კარგი ანაზღაურებით. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<აშშ-ს მიერ განდევნილი გენიოსი, რომელმაც ჩინეთს კოსმოსის გზა უჩვენა: ქიან ქსუესენი ![]() მკლავებისა და ფეხების გარეშე დაბადებულმა "ჭია კაცმა" შვილებს უზარმაზარი სიმდიდრე დაუტოვა! ![]() ![]() გაკვეთა თუ არა ალბერტ აინშტაინმა 5 უცხოპლანეტელის გვამი? ![]() 11 საოცარი ფაქტი დნმ-ის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ! ![]() უკიდეგანო უსასრულობა - 14 საოცარი ფაქტი კოსმოსის შესახებ ![]() ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტად სძულთ ერთმანეთი ![]() 18 საინტერესო და რთულად დასაჯერებელი რეალობა ოკეანეების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! ![]() 5 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მეცნიერებს თავგზას ურევს! ![]() 3 ყველაზე შოკისმომგვრელი სექსუალური ტრადიცია ჩვენს პლანეტაზე! ![]() 652 4-ს მოსწონს
|