ფოტოგრაფია ყველა დროის 12 ყველაზე ამაღელვებელი ფოტო (+ ისტორია) 2021, 19 ნოემბერი, 14:40 ამ ფოტოებმა მსოფლიო შეძრა და ადამიანების ტვინში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. წარმოგიდგენთ 12 ფოტოს, თავის საინტერესო და სევდიანი ისტორიებით. 1. ავღანელი გოგონა(1984 წელი) - სტივ მაკ კურის მიერ გადაღებული ფოტო რეკორდსმენი აღმოჩნდა. გოგონა 1984 წლის ავღანეთი -სსრკ-ს ომში დაობლდა. ფოტოგრაფმა გოგონა 1985 წელს პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკში აღმოაჩინა. მაშინ შარბათ გულა 13 წლის იყო. ფოტო მალევე მოხვდა National Geographic -ის გარეკანზე. 2. ომაირა სანჩესი(1985 წელი) ავტორი - ფრენკ ფურნიე 1985 წელს ნევადოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, 25 000-მდე ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი ომაირა სანჩესი იყო, რომელიც საავდმყოფოში 3 დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს. მისი ფოტო ბოლო 50 წლის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ფოტო გახდა. 3. Portrait of Winston Churchill(1941) - ფოტო კანადელმა ფოტოგრაფმა, იუსუფ ქარშმა გადაიღო. 1941 წელს ჩერჩილის ვიზიტი კანადაში. 4. კოსოვოს ლტოლვილები(1999 წელი) - ქეროლლ გაზი გახდა პირველი ქალი ფოტოგრაფი, რომელმაც პულიტცერის პრემია მიიღო. 5. ბიჭი, რომელიც საკვები ბანაკისკენ მიცოცავს (1994 წელი). ამ ისტორიული ფოტოს ავტორი კევინ კარტერია, რომელმაც ფოტო სამხრეთ აფრიკაში შმშილობის პერიოდში გადაიღო. კევინ კარტერი პულიცერით დაჯილდოვდა. ფოტოზე ჩანს პატარა შავკანიანი ბიჭუნა, რომელიც ცდილობს გაეროს სასურსათო ბანაკში ხოხვით მისვლას, რომელიც 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მასთან ახლოშივე ხედავთ სვავს, რომელიც ამ ბიჭს საჭმელის თვალით უყურებს. არავინ არ იცის ამ ბავშვის ბედი, ფოტოგრაფის ჩათვლით. 6. ცალკეული წყლის შადრევნები (1950 წელი) - ფოტო გადაღებულია ელიოტ ერვიტის მიერ Magnum Photos-დან. ჩრდილოეთ კაროლინაში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ თეთრკანიანთა და შავკანიანთა წყლის შადრევნებიც კი გამოყოფილია. 7. ბერის დაწვა (1963 წელი) - ფოტოს ავტორი მალკოლმ ბრაუნია 1963 წლის 11 ივნისს ვიეტნამელმა დურისტმა მღვდელმა, ტიჩ კუანგ დუკმა, თავი დაიწვა ქალაქ საიგონის დატვირთულ გზაჯვარედინზე, რათა ყურადღება მიექცია კათოლიკური დიემის რეჟიმის მჩაგვრელ პოლიტიკაზე. თვითმხილველების თქმით ბერმა ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და ჩამოჯდა იქვე. მან სთხოვა თავის სტუდენტებს, რომ მისთვის ბენზინი გადაესხათ და დაეწვათ. მას არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა. 8. ნეტარება, ბედნიერება(2000 წელი) - ავტორი: ჩარლზ ო'რეარი ცნობილი ფოტო Windows XP -ის თემა გახდა, რამაც უფრო უკვდავი გახადა. როორც ცნობილია, ფოტო კალიფორნიაშია გადაღებული. 9. ხანძარი Triangle -ის ტანსაცმლის მაღაზიაში (1911 წელი, აშშ) ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ხანძარი. ამ ფაბრიკაში უმეტესად ევროპელი დევნილები მუშაობდნენ, ზოგიერთის ასაკი 13 წელს არ აღემატებოდა, ყოველი მათგანი ქალი იყო და კვირაში 6-7 დოლარს გამოიმუშავებდნენ. 1911 წლის 25 მარტს გაჩენილ ხანძარს 148 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 10. 1957 წელი - პირველი შავკანიანი სტუდენტი, რომელიც ჰერი ჰერდინგის საშუალო სკოლაში ჩაეწერა. გოგონას ერქვა დოროტი, ამ უკანასკნელმა მხოლოდ 4 დღე გაძლო სკოლაში თეთრკანიანებთან ერთად. 11. ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი - სპარტა პრაღა ბრატისლავის წინააღამდეგ. ფოტო გადაღებულია 20 წლის ფოტოგრაფის მიერ. ის ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფი გახდა, რომელმაც მოახერხა და გადაიღო მსოფლიო დონის ფოტო. 12. 1960 წლის 12 იანვარი - წამებით ადრე, სანამ მემარჯვენე სტუდენტი მოკლავდა იაპონიის სოციალისტური პარტიის ლიდერს... სტატიის ავტორი : ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ რეისი 571(ურუგვაი), სადაც ყველა გადარჩენილი კანიბალი გახდა! 14 ძალიან საინტერესო ფაქტი აზიის კონტინენტის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად გაიგოთ! ისტორიაში პირველად! - სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა რეკორდულად დაეცა! ვაკანსია 731 900 ადამიანისთვის - კანადა თანამშრომლების დეფიციტს განიცდის.... 1028 5-ს მოსწონს
|