საზოგადოება "მიშა, შენ დაბადებული ხარ არა ჩემთვის, არამედ... " - ია ფარულავას მიმართვა მიხეილ სააკაშვილს 2021, 12 ნოემბერი, 0:36 "მიშა, შენ დაბადებული ხარ არა შენთვის, არა ჩემთვის, არამედ მამულისათვის", - ასე მიმართავს მსახიობი ია ფარულავა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში, რომლის პოსტსაც ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფარულავას თქმით, ეს ცნობილი ლათინური ანდაზა, ცნობილ რომაელ ორატორსა და საზოგადო მოღვაწეს მარკუს ტულიუს ციცერონს ეკუთვნის და მან ის ექს - პრეზიდენტის პიროვნებას მიუსადაგა."მიშა, შენ დაბადებული ხარ არა შენთვის, არა ჩემთვის, არამედ მამულისათვის. Tu natu est non tibi, non miki, sed patrial (ლათინური ანდაზაა ციცერონს ეკუთვნის, მე დავამატე მიშა - ახსნა განმარტება კრეტინებისთვის )." - წერს მსახიობი ია ფარულავა.შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.რუსთავის საპატიმროში გადაყვანილმა სააკაშვილმა იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა, 8 ნოემბერს კი, მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მალულად რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.ექს - პრეზიდენტი უკვე 43 დღეა რაც შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ღირსების შემლახველი მოპყრობის გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, საიდანაც უმოკლეს დროში პასუხიც მიიღეს.მიხეილ სააკაშვილის ერთ - ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.როგორც გვარამია აცხადებს, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.1955 შეფასება არ არის |