x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში
თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში


პალეოანთროპოლოგიაში დღეს უკვე დომინანტურად აღიარებულია ანატომიურად თანამედროვე ადამიანის აფრიკაში წარმოშობის და შემდგომ პერიოდში ჯერ ევრაზიაში და ევრაზიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელების თეორია, რომელსაც ასევე ეწოდება "აფრიკიდან გავრცელების თეორია" (Out of Africa - OOA), თანამედროვე ცალკეული წარმოშობის ჰიპოთეზა (recent single-origin hypothesis - RSOH), ჩანაცვლების ჰიპოთეზა (Replacement hypothesis) და თანამედროვე აფრიკიდან წარმოშობის მოდელი (Recent African origin model - RAO). ეს თეორია გამყარებულია იმით, რომ ძვ.წ. 300, 000 წლისთვის არსებული, უძველესი ანატომიურად თანამედროვე ადამიანის, იგივე ჰომო საპიენსის ნარჩენები აღმოჩენილია ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. თანამედროვე ადამიანი, დიდი ალბათობით, ჩამოყალიბდა ე.წ. აფრიკის რქის რეგიონში სწორედ ძვ.წ. 300, 000 წლიდან და თანდათან მოედო ჯერ გარშემო რეგიონებს აფრიკაში, ხოლო შემდეგ რამდენიმე ტალღად გადმოვიდა ევრაზიის კონტინენტზე.


თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში


პოსთის მიხედვით (Posth et al. 2017) პირველად ეს გადმოსვლა მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 270, 000 წლისთვის. მისილიას გამოქვაბულში ნაპოვნი ჰომო საპიენსის ნარჩენები, ყბის ძვალი და 8 კბილი დაახლოებით ძვ.წ. 183, 000 წლით დათარიღდა. ამ არქეოლოგიური ადგილის შრეები კი ძვ.წ. 250, 000-დან ძვ.წ. 140, 000 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. აქვე იქნა აღმოჩენილი ლევალუას ტიპის იარაღები, რომელიც თუ იყო გამოყენებული თანამედროვე ადამიანის მიერ, მაშინ შესაძლოა აფრიკიდან გადმოსვლა უფრო ადრეც კი მომხდარიყო.



თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში


მეორე ტალღა ნავარაუდებია რომ გადმოვიდა ჩრდილოეთ აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე ძვ.წ. 150, 000 - ძვ.წ. 128, 000 წლებში, რაც დაფუძნებულია გაერთიანებულ არაბულ ემირატებში, ჯებელ ფაიას გამოქვაბულში აღმოჩენილი თანამედროვე ადამიანის ნარჩენებით, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. 125, 000 წლით. შესაძლოა ამ ტალღასთანაა დაკავშირებული ჩინეთში აღმოჩენილი ორი მომდევნო უძველესი ჰომო საპიენსის ნარჩენების აღმოჩენა, რომლიდანაც ერთი, რომელიც ნაპოვნია ჭირენდონგის გამოქვაბულში, სამხრეთ ჩინეთში, დათარიღებულია ძვ.წ. 98, 000 წლით, ხოლო მეორე "ჩინელი" უძველესი თანამედროვე ადამიანი თარიღდება ძვ.წ. 78, 000 წლით.


თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში


ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღის გადმოსვლა აფრიკიდან ევრაზიაში მოხდა ძვ.წ. 70, 000 - ძვ.წ. 50, 000 წლებში, ეგრედ წოდებულ სამხრეთის მარშრუტით და ეს გადმოსვლა დაიწყო ტობას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ და ცოტა ხნით ადრე (ტობას ამოფრქვევა მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 73, 000 წლისთვის). ყველაზე სავარაუდოა, რომ ადამიანთა სწორედ ამ ტალღამ მიაღწია ავსტრალიამდეც ძვ.წ. 63, 000-დან ძვ.წ. 50, 000 წლებში.


თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში


ამ გადმოსულმა ადამიანებმა დაიწყეს ევრაზიის კონტინენტზე უკვე მცხოვრებ ადამიანებთან შერევა, ეს ადამიანთა დიდი მოდგმები იყო ნეანდერტალელები, ჰაიდელბერგელები, დენისოველები და ა.შ. სხვადასხვა რეგიონში მომდევნო ათასწლეულებში თანდათან ამ შერევის და მეორე მხრივ სხვადასხვა გარემო ფაქტორის, როგორიცაა მაგალითად ბუნებრივი პირობები, ბუნებრივი გადარჩევა, ჩამოყალიბდა ადამიანთა სხვადასხვაგვარი რასა, ქვერასა და ფენოტიპი.


თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში


წყარო: Recent African origin of modern humans - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
208
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
208
  
2021, 11 ნოემბერი, 13:42
თანამედროვე ადამიანთა უძველესი მიგრაციები აფრიკიდან ევრაზიაში - პალეოანთროპოლოგიაში დღეს უკვე დომინანტურად აღიარებულია ანატომიურად თანამედროვე ადამიანის აფრიკაში წარმოშობის და შემდგომ პერიოდში ჯერ ევრაზიაში და ევრაზიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელების თეორია, რომელსაც ასევე ეწოდება "აფრიკიდან გავრცელების თეორია" (Out of Africa - OOA), თანამედროვე ცალკეული წარმოშობის ჰიპოთეზა (recent single-origin hypothesis - RSOH), ჩანაცვლების ჰიპოთეზა (Replacement hypothesis) ან აფრიკიდან წარმოშობის თანამედროვე მოდელი (Recent African origin model - RAO). ეს თეორია გამყარებულია იმით, რომ ძვ.წ. 300,000 წლისთვის არსებული, ანატომიურად თანამედროვე ადამიანის, იგივე ჰომო საპიენსის უძველესი ნარჩენები აღმოჩენილია ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. თანამედროვე ადამიანი, დიდი ალბათობით, ჩამოყალიბდა ე.წ. აფრიკის რქის რეგიონში სწორედ ძვ.წ. 300,000 წლიდან და თანდათან მოედო ჯერ გარშემო რეგიონებს აფრიკაში, ხოლო შემდეგ რამდენიმე ტალღად გადმოვიდა ევრაზიის კონტინენტზე.

პოსთის მიხედვით (Posth et al. 2017) პირველად ეს გადმოსვლა მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 270,000 წლისთვის. ისრაელში, მისილიას გამოქვაბულში ნაპოვნი ჰომო საპიენსის ნარჩენები, ყბის ძვალი და 8 კბილი დაახლოებით ძვ.წ. 183,000 წლით დათარიღდა. ამ არქეოლოგიური ადგილის შრეები კი ძვ.წ. 250,000-დან ძვ.წ. 140,000 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. აქვე იქნა აღმოჩენილი ლევალუას ტიპის იარაღები, რომელიც თუ იყო გამოყენებული თანამედროვე ადამიანის მიერ, მაშინ შესაძლოა აფრიკიდან გადმოსვლა უფრო ადრეც კი მომხდარიყო.
2021, 11 ნოემბერი, 13:41
მეორე ტალღა ნავარაუდებია რომ გადმოვიდა ჩრდილოეთ აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე ძვ.წ. 150,000 - ძვ.წ. 128,000 წლებში, რაც დაფუძნებულია გაერთიანებულ არაბულ ემირატებში, ჯებელ ფაიას გამოქვაბულში აღმოჩენილ თანამედროვე ადამიანის ნარჩენების კვლევაზე, რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. 125,000 წლით. შესაძლოა ამ ტალღასთანაა დაკავშირებული ჩინეთში აღმოჩენილი ორი მომდევნო უძველესი ჰომო საპიენსის ნარჩენების აღმოჩენა, რომლიდანაც ერთი, რომელიც ნაპოვნია ჭირენდონგის გამოქვაბულში, სამხრეთ ჩინეთში, დათარიღებულია ძვ.წ. 98,000 წლით, ხოლო მეორე "ჩინელი" უძველესი თანამედროვე ადამიანი თარიღდება ძვ.წ. 78,000 წლით.

ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა ყველაზე მნიშვნელოვანი ტალღის გადმოსვლა აფრიკიდან ევრაზიაში მოხდა ძვ.წ. 70,000 - ძვ.წ. 50,000 წლებში, ეგრედ წოდებულ სამხრეთის მარშრუტით და ეს გადმოსვლა დაიწყო ტობას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ან ცოტა ხნით ადრე (ტობას ამოფრქვევა მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 73, 000 წლისთვის). ყველაზე სავარაუდოა, რომ ადამიანთა სწორედ ამ ტალღამ მიაღწია ავსტრალიამდეც ძვ.წ. 63, 000-დან ძვ.წ. 50, 000 წლებში.

ამ გადმოსულმა ადამიანებმა დაიწყეს ევრაზიის კონტინენტზე უკვე მცხოვრებ ადამიანებთან შერევა, ეს ადამიანთა დიდი მოდგმები იყო ნეანდერტალელები, ჰაიდელბერგელები, დენისოველები და ა.შ. სხვადასხვა რეგიონში მომდევნო ათასწლეულებში თანდათან ამ შერევის და მეორე მხრივ სხვადასხვა გარემო ფაქტორის, როგორიცაა მაგალითად ბუნებრივი პირობები, ბუნებრივი გადარჩევა, ჩამოყალიბდა ადამიანთა სხვადასხვაგვარი რასა, ქვერასა და ფენოტიპი.
0 1 2