მხატვრობა სიურეალისტური ილუსტრაციები დაფარული აზრით იგორ მორსკისაგან 2021, 8 ნოემბერი, 17:49 სტატიაში წარმოგიდგენთ სიურეალისტურ ილუსტრაციებს, რომლებიც ნიღბავენ, ასახავენ ფარულ აზრს. პოლონელი ილუსტრატორი, მხატვარი და "მორსკის გრაფიკული დიზაინის სტუდიის" თანამფლობელი, იგორ მორსკი ქმნის ფარული მნიშვნელობით, აზრით განმსჭვალულ სიურეალისტურ ილუსტრაციებს. პოლონელი მხატვარი თავისი ილუსტრაციებით წარმოაჩენს თანამედროვე საზოგადოების ბნელ მხარეს და ამდენად, თითოეული ჩვენგანი იპოვის ამ ფოტოებზე ყველაზე აქტუალური პრობლემების ანარეკლს, როგორიცაა ადამიანისა და ბუნების, გარემოს ურთიერთობა; ადამიანის მავნე ზემოქმედება ბუნებაზე; ტექნოლოგიებით ზედმეტად გატაცება; ურთიერთობები და ა.შ. ადამიანის გონების მართვა ტექნოლოგიებით ტექნოლოგიები ამარტივებს და შესაძლებელს ხდის ადამიანის გონების მართვას, მასში მიმდინარე ფსიქიკური პროცესების კონტროლს. ადამიანი და ძალაუფლება
ძალაუფლების მფლობელი ადვილად მართავს, იმორჩილებს სხვა ადამიანებს. ეს ეხება ხელისუფლების მიერ ხალხის მართვას; ბიზნესმენების მიერ მსოფლიო ეკონომიკის მართვას; დომინანტი სახელმწიფოების მიერ სუსტი ქვეყნების მართვას და ა.შ. მარტივად რომ ითქვას, ძალაუფლებას ემორჩილებიან ადამიანები, მონობაში ამყოფებს. გონება და თუთიყუში
თუთიყუში, რასაც ვასწავლით, იმას იმეორებს. ასეა ადამიანების უმრავლესობაც, რომელსაც დამოუკიდებელი აზროვნების უნარი არ აქვს განვითარებული. დრო და ადამიანები
დრო სწრაფად გადის, რაც მხოლოდ ამცირებს ჩვენს შესაძლებლობებს, გვართმევს ენერგიას. აჩქარებული ცხოვრების რიტმი ნიშნავს, რომ დროის სწორად მენეჯმენტი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ისევ დრო და ადამიანები დროს ვერ გავაჩერებთ, ვერც შევანელებთ, უბრალოდ უნდა ავუწყოთ ფეხი, რომ გადავრჩეთ. ადამიანი და მისი შინაგანი სამყარო
თანამედროვე ადამიანი - პრობლემებით დახუნძლული.. დრო ფულია "დრო ფულია". ამიტომაც ადამიანებს ურთიერთობებისათვის არ რჩებათ დრო და ენერგია, ყველაფერი ცივ ანგარიშსწორებამდეა დასული. ფული, ფული და ფული - თანამედროვე ადამიანის უპირველესი საზრუნავი. ადამიანი და გარემო
გარემოზე მავნე ზემოქმედება აუარესებს დედამიწაზე კლიმატს, ადამიანის საცხოვრებელ გარემოს. ჰაერის, გარემოს დაბინძურება, ტყეების, ხეების გაჩეხვა ნიშნავს კაცობრიობის მიერ საკუთარი თავის მტრობას. ისევ ბუნება და ადამიანი
ტვინი იკვებება ჟანგბადით. ამიტომაც ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ მწვანე ბუნებას, ხეებს, ტყეებს. ბავშვობა და ზრდასრულობა
ადამიანი და გარემო დანგრეული ოჯახი
დანგრეული ოჯახები, მარტოხელა დედები - თანამედროვეობის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა.. ადამიანი და გარემო
ადამიანი და ტექნოლოგიები
მობილურის გამოსხივების მავნე ზემოქმედება ადამიანზე გაფრენილი ბავშვობა
39 1-ს მოსწონს
|