x
image
ლანა92
სალვადორ დალის მეტად უცნაური "შინაური ცხოველი" ჰყავდა

image

როგორც იტყვიან, სიგიჟე და გენიალობა წყვილად დადის. ამის თვალსაჩინო მაგალითია სალვადორ დალი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მხატვრობაში, რომ სიტყვა "დალიესკი" სიურეალიზმის განსასაზღვრადაც კი მოიფიქრეს. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ექსცენტრიკულობა მან საოჯახო ცხოვრებაშიც გამოიჩინა. კერძოდ, სალვადორ დალი შინაური ცხოველის სახით ინახავდა ოჩელოტს (გარეული კატა, ჰგავს ლეოპარდს) და სავარაუდოდ, ჭიანჭველაჭამიასაც.


image


სალვადორ დალი ერთხელ, პარიზის მეტროს გასასვლელშიც კი გადაიღეს, როცა ჭიანჭველაჭამიას ასეირნებდა (ქვემოთ ფოტოს მარცხენა მხარეს).


image

თუ კარგად დააკვირდებით, ფოტოზე დალი პირდაპირ კამერას უყურებს, ანუ შესაძლოა, შემთხვევა ინსცენირებული 9დადგმული) იყოს.

სალვადორ დალის მეორე შინაური ცხოველი იყო ოჩელოტი, რომელიც უკვე ვახსენეთ. სიცოცხლის განმავლობაში მხატვარს ბევრი კატა ჰყავდა, მაგრამ გამორჩეული შინაური ცხოველი მისთვის იყო ოჩელოტი, გარეული მტაცებელი კატა, რომელსაც "ბაბუ" უწოდა და ყვეკგან თან დაატარებდა.

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0