x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები
უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები


უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები / უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელი მონადირე-შემგროვებლები (Ancient North Siberians / Ancient North Siberian hunter-gatherers) 2019 წელს აღმოაჩინეს ადამიანთა ახალი მოდგმა, რომელიც უპირველესი იყო ადამიანებს შორის, რომლებიც სახლობდნენ დღევანდელი რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, ჩინეთის ჩრდილოეთით განფენილ აღმოსავლეთ ციმბირში ძვ.წ. 38, 000 წლიდან. ჯერჯერობით მათი გენეტიკა ძირეულად არაა გამოკვლეული, მაგრამ გარკვეულია, რომ ენათესავებოდნენ იმ პერიოდის დასავლეთ ევრაზიელ მონადირე-შემგროვებლებს, საუბარია კრო-მანიონებზე და ახლო აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებზე. ისინი ციმბირში სწორედ დასავლეთის მიწებიდან მივიდნენ. 2019 წელს აღმოჩენილი იქნა ამ ხალხის წარმომადგენელი 34 სხვადასხვა ინდივიდის გენომი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე. აღმოჩენილი ადამიანები ცხოვრობდნენ ძვ.წ. 29, 000 წლიდან ახ.წ. მე-14 საუკუნემდე.


უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები


ამ რეგიონში უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელების შემდეგ კიდევ ორი დიდი მიგრაცია მოხდა. მეორე მიგრაცია მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 23, 000 წლიდან აღმოსავლეთ აზიელების მონათესავე ხალხის, რომელმაც დასაბამი მისცა უძველეს პალეო-ციმბირელებს (Ancient Paleo-Siberians), რომლებიც იყვნენ იგივე გენეტიკის მატარებლები, რაც დღევანდელი შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირელების დიდი ნაწილი, მაგალითად კორიაკები და აღნიშნული პალეო-ციმბირელების შთამომავლობაა აგრეთვე ადგილობრივი ამერიკელები. ამავე რეგიონში ასევე განხორციელდა შემდგომ პერიოდში, კერძოდ ჰოლოცენში კიდევ ერთი, მესამე ახალი დიდი მიგრაცია სამხრეთიდან ძვ.წ. 8000 წლისთვის, ამ ხალხს ეწოდება ნეო-ციმბირელები, ახალი ციმბირელები (Neo-Siberians), ისინი ენათესავებოდნენ აღმოსავლეთ აზიელებს (პროტო-ჩინელ მონღოლოიდებს) და სწორედ მათი შთამომავლები არიან დღევანდელი ადგილობრივი ციმბირელი ეთნოსები. ყოველმა ამ დიდმა სამმა მიგრაციამ ჩამოაყალიბა გენეტიკური მოზაიკა, რომელიც შექმნილია დღევანდელი ციმბირის და აღმოსავლეთ რუსეთის უკიდეგანო ტერიტორიებზე და ორივე ამერიკის კონტინენტის აბორიგენებადაც იქცნენ.



უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები


ამგვარად, უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები იყვნენ დომინანტურნი ამ ტერიტორიებზე ძვ.წ. 38, 000 წლიდან ძვ.წ. 23, 000 წლამდე. დღესდღეობით უძველესი ნაშთები ამ ადამიანებისა, ეკუთვნის ერთ მამაკაცს, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. 29, 000 წლისთვის და აღმოჩენილია იანას მდინარის სანაპიროებთან იანას არქეოლოგიურ ადგილას (Yana site). ისინი საკმაოდ მკაცრ პირობებში ცხოვრობდნენ, თავს ირჩენდნენ ნადირობით და შემგროვებლობით. ნადირობდნენ ისეთ ცხოველებზე, როგორიცაა ბეწვიანი მამონტები, ბეწვიანი მარტორქები, ბიზონები, ცხენები... აქვე ბინადრობდნენ მგლები და ლომებიც კი. ლანდშაფტი იმ პერიოდის ციმბირში იყო უმეტესად სრულად მდელოებით დაფარული და ძალიან მცირედ ტყიანი. გარემო უფრო მეტად დღევანდელ აფრიკულ სავანას ჰგავდა. უდიდესი ალბათობით, სწორედ ეს ხალხი იყო პირველი, ვინც ამერიკის კონტინენტზე გადავიდა ძვ.წ. 30, 000 წლისთვის. შემდგომში კი უკვე პალეო-ციმბირელებს შეერია და უკვე როგორც მათთან შერეული ხალხი, მოგვიანებით ტალღად გადავიდნენ ამერიკის კონტინენტზე დაახლოებით ძვ.წ. 23, 000-20, 000 წლისთვის.


უძველესი ჩრდილოეთ ციმბირელები


წყარო: The population history of northeastern Siberia since the Pleistocene - nature.com;

წყარო 2: "missing link" in human evolution found after 30, 000-year-old remains are dug up - rewriting history of first American settlers - thesun.co.uk;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0