x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე დიდი ტყუილი ისტორიაში, რომელიც ყველამ დაიჯერა

როდესაც ისტორიული ტყუილების შესახებ ვკითხულობთ, გვიკვირს, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი რამის დაჯერება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ სიტუაციაზე, დღევანდელი დღის პოზიციიდან ვმსჯელობთ, როდესაც ტყუილის არსი უკვე გახსნილია. ხოლო მაშინ, ის მასშტაბური ტყუილი ისე იყო წარმოჩენოილი, როგორც ჭეშმარიტება და ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს მათ მოსატყუებლად მოგონილი «ფეიკი» იყო. აქ სწორედ, ერთი დიდი ტყუილის გავიხსენებთ, რომელიც ყველამ დაიჯერა... ხოლო შედეგი, ძალიან სავალალო აღმოჩნდა...


image


გასული საუკუნის 30–იან წლებში, I მსოფლიო ომის სისხლიანი სასაკლაოს გათვალისწინებით, დასავლეთის ქვეყნებმა მეტად ლოიალური პოზიცია დაიკავეს ფაშისტური გერმანიის მიმართ — ფიქრობდნენ, რომ გერმანიის სასარგებლოდ, «უმნიშვნელო» ქვეყნების ხარჯზე, ტერიტორიების დათმობით, ჰიტლერს შეაჩერებდნენ და იმ პირობებს დათანხმდნენ, რომელიც მათ გერმანელმა დიქტატორმა წამოუყენა. ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი ტყუილი ჰიტლერის დაპირება იყო, რომ ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის (ჩეხ. Sudety, გერ. Sudetenland – რუკაზე ოლქი შავი ფერით არის აღნიშნული) საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, რომელშიც ბევრი ეთნიკურად გერმანელი ცხოვრობდა, სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას არ დაარღვევდა.


image

გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს შორის შეთანხმებას ხელი, მიუნხენში, 1938 წლის 30 სექტემბერს მოეწერა, რომლის მიხედვით, სუდეტის ოლქი ნაცისტური გერმანის საკუთრებაში გადადიოდა და ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების წინ, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისთვის არაფერი უკითხავთ — მათ უბრალოდ აიღეს და ერთი ქვეყნის ტერიტორია, მეორეს აჩუქეს.

მიუნხენის შეთანხმების შემდეგ, დასავლეთის პოლიტიკისთვის ასეთი სამარცხვინო შედეგი, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელისუფლებამ და დიპლომატებმა დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს მათ ხომ, ომი აიცილეს თავიდან?! რეალური გამარჯვებული კი, ადოლფ ჰიტლერი იყო, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის ნაწილი საკუთარ ქვეყანას შეუერთა, წელიწადზე ნაკლებ ვადაში, შეთანხმება დაარღვია და 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში შეიჭრა, რითაც II მსოფლიო ომი დაიწყო.

თუმცა, მანამდე, 23 აგვისტოს, მოლოტოვმა და რიბენტროპმა, გერმანიას და სსრ კავშირს შორის, თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი. ამ საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსრ კავშირის ხელისუფლება, თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი, თავისი მოქალაქეების, უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა. მას შემდეგ, რაც გერმანია პოლონეთში შეჭრა, სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»... გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage







0
1231
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0