x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა ხდებოდა ამერიკის კონტინენტზე, ევროპელების მისვლამდე? – კოლუმბამდელი ცივილიზაციების საიდუმლოებები

1492 წელმა ამერიკელი აბორიგენების ისტორია ორ ნაწილად გაყო: ისინი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ კოლუმბამდე, ხოლო კოლუმბის მიერ, «ახალი სამყაროს» აღმოჩენის შემდეგ, იქ მცხოვრებთათვის, ახალი, რთული და მეტად პირქუში პერიოდი დაიწყო: იყო ძარცვა და მიწების დაპყრობა, ინდიელების ამოწყვეტა და მათი ძეგლების განადგურება. ასეა თუ ისე, იმდროინდელ, მილიონობით ამერიკელის კულტურას, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. ჩვენთვის უფრო მეტად ის არის ცნობილი, რაც ესპანელების კონტინენტებზე გამოჩენის შემდეგ მოხდა. მაგრამ, რა იყო მანამდე? როგორ ცხოვრობდნენ ამ ქვეყნის ნაწილში, უძველეს დროში? მეცნიერები რაც უფრო მეტად სწავლობენ ამერიკის წარსულის ისტორიას, მით უფრო მეტ უცნაურობას და საიდუმლოს აწყდებიან მასში...


image


კოლუმბამდელი რეალობა


ვერსია, რომ კოლუმბიამდელ ამერიკაში მხოლოდ მომთაბარე ინდიელების, ნახევრად ველური ტომების ნახვა შეიძლებოდა, დიდი ხნის წინ მოძველდა. ორივე კონტინენტმა – ჩრდილოეთმაც და სამხრეთმაც, XV საუკუნის ბოლოსთვის, მდიდარი ისტორიის შეძენა მოახერხეს. ამასთან, აქ წარმოიშვა პირველი ცივილიზაციები და შესაძლოა, უფრო ადრეც, ვიდრე ეს ევროპაში მოხდა. ითვლება, რომ ამერიკის ათვისება ევრაზიის კონტინენტიდან, დაახლოებით 20–30 ათასი წლის წინ მოხდა – იმ დროს, როდესაც ჩუკოტკასა და ალასკას შორის, სახმელეთო «ხიდი» ჯერ კიდევ არსებობდა.


imageმზის კარიბჭე ტიუანაკოში – შესაძლებელია, კალენდარი ან წინაპრების თაყვანისცემის ადგილი იყოს


სამხ–აღმ. აზიიდან ჩამოსახლებულები, თანდათანობით, სამხრეთისკენ მიიწევდნენ და ადამიანთა საზოგადოების ევოლუციის ყველა წესის მიხედვით, ვითარდებოდნენ. ამერიკის კონტინენტებზე არაერთი სახელმწიფო ჩამოყალიბდა და ინკებისგან განსხვავებით, ევროპელების მისვლამდე, გაქრობაც მოასწრო. კოლონიზატორთა მოსვლამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ძირძველი ხალხების კულტურულ მემკვიდრეობაზე: ევროპაში გაჰქონდათ ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნივთები და შემდეგ, ადნობდნენ ან სხვა მეთოდებით უკეთებდნენ უტილიზირებას. არაქრისტიანული რელიგიის ზიზღის გამო, ან უბრალოდ, ძარცვის შედეგად, უამრავი ძეგლი განადგურდა.


imageატლანტები ტულაში (ტოლტეკების დედაქალაქი), იდალგო, მექსიკა


მაგრამ, XIX საუკუნეში, არქეოლოგებმა და ზოგადად, სამეცნიერო საზოგადოება, ამერიკის წარსულის შესწავლა სერიოზულად დაიწყო. გათხრების შედეგად, ისეთ არტეფაქტებს პოულობდნენ, რომ ამ ნივთების და ნაგებობების, ტომებად მცხოვრები, ინდიელებისთვის მიკუთვნება ადვილი არ იყო. ამიტომ, გაჩნდა თეორია, რომლის მიხედვით, კონტინენტებზე ადრე სხვა ცივილიზაციების არსებობის შესახებ, შესაძლოა ეს ფინიკიელები, რომაელები ან ჩინელებიც კი ყოფილიყვნენ. რადგან, მეტად დაუჯერებელი ჩანდა ვარაუდი, რომ «ველურ» ტომებს კონტინენტზე არსებულ, წარსულის ძეგლებთან რამე კავშირი ჰქონდათ.


imageმიმბრის კულტურის თასი (მეგალონი), თანამედროვე აშშ–ს სამხ–აღმოსავლეთი


მათ დაიწყეს კოლუმბიამდელ ეპოქაში არსებული კულტურების შესწავლა და რაც უფრო შორეულ საუკუნეებში გადადიოდნენ, მით უფრო მეტი საიდუმლო ჩნდებოდა. აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო წინა ცივილიზაციების დაცემის მიზეზების ზუსტად გარკვევა და ხელოვნების გარკვეული ნიმუშების ან ნაგებობების შექმნის ტექნოლოგიის ან დანიშნულების ახსნა და ყველაფერთან ერთად, ძველი ცივილიზაციების დამწერლობის გაშიფვრაც ვერ მოხერხდა – ამჟამად, მხოლოდ მაიას წერილობითი წყაროების წაკითხვა არის შესაძლებელი.

imageიყო, თუ არა უძველესი ცივილიზაციები «ზე» ცივილიზაციები, ჰგავდნენ, თუ არა, ამერიკის აბორიგენები მითიურ ატლანტებს, თუ უბრალოდ, ზოგიერთ სფეროში წარმატების მიღწევა შეძლეს? – ჯერ–ჯერობით უცნობია. მაგრამ, ასეა თუ ისე, ევროპელების ამერიკაში მოსვლამდე, მრავალი საუკუნით ადრე, იქ უკვე იყო საცარი ქანდაკებები, ფართომასშტაბიანი არქიტექტურული ნაგებობები, მრავალათასიანი ქალაქები და ქსელური წყალმომარაგებაც კი, კერამიკა და სამკაულები, რომ აღარაფერი ვთქვათ, ძველი ამერიკელების მათემატიკურ და ასტრონომიულ მიღწევებზე.


მრავალი კულტურის სამშობლო


უპირველეს ყოვლისა, იმის გარკვევაა საჭირო, რამდენად იზოლირებულები იყვნენ ამერიკელები დანარჩენი სამყაროსგან. მეცნიერების აზრი აქ ორად იყოფა – ერთი ნაწილი თვლის, რომ ამერიკა იზოლირებულად ვითარდებოდა, ხოლო სხვების ვარაუდობენ, რომ კოლუმბამდე ამერიკას სხვა კონტინენტებთან ჰქონდა კავშირი, რაც სხვა კულტურებთან მსგავსებას ახსნიდა – მზის, როგორც ღვთაების თაყვანისცემა, პირამიდების აგება, მუმიფიკაციის ტრადიციები და ა.შ. არსებობს ვერსიები, რომ ამერიკის კონტინენტებზე, არა მხოლოდ ევროპელები, არამედ იაპონელები, ჩინელები, ებრაელები, არაბები, ინდოელები და აფრიკელები ჩადიოდნენ – ეს ვარაუდი ხელოვნების ნიმუშების და პროდუქტების ანალიზის შედეგად გაჩნდა.


imageოლმეკის კულტურის გიგანტური თავები


თუმცა, დადასტურებული ფაქტი, რომ XV საუკუნემდე, ამერიკაში, ესპანელების გარდა, სხვა ერის წარმომადგენლებიც იყვნენ, მხოლოდ ნორვეგიელებთან დაკავშირებით არსებობს. ისინი კ. ნიუფაუნდლენდზე X ს. ბოლოს ჩავიდნენ და კონტაქტი თუ მართლაც შედგა, ადგილობრივებზე მას გავლენა არ მოუხდენია. ჩამოსული ვიკინგები საკუთარ თემში ცხოვრობდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან არ ურთიერთობდნენ. გარდა ამისა, გენეტიკური ანალიზით დასტურდება, რომ კოლუმბამდე, დიდი ხნით ადრე, ამერიკის კონტინენტზე პოლინეზიელებიც იყვნენ. ყველა სხვა ვერსია, ამერიკული კულტურის ჩამოყალიბებაზე, სხვა კულტურების გავლენის შესახებ, დაუდასტურებელი რჩება.


imageლა მოჯარას სტელა და კასკაჯალის ბლოკის სიმბოლოები – კოლუმბამდელი ეპოქის გაუშიფრავი წარწერები


მსოფლიოს ამ ნაწილში, ყველაზე ადრეულ კულტურად ოლმეკების კულტურა ითვლება, რომელიც ჩვენს ერამდე, III ათასწლეულის ბოლოს ჩამოყალიბდა. სწორედ ოლმეკებმა ააშენეს პირველი ქალაქები, შექმნეს არქიტექტურული ძეგლები და ზოგადად, მიმართულება მისცეს ამერიკული ტომების განვითარებას. ამ ხალხმა, სხვა არტეფაქტებთან ერთად, პირველი ამერიკული წყლის მილიც დატოვა, რომლის სიგრძე, დაახლოებით, ორი კილომეტრია.

imageგარდა ამისა, ოლმეკების მემკვიდრეობის კიდევ ერთი, შესანიშნავი ნიმუში – გიგანტური თავებია. სულ ნაპოვნია 17 თავი, რომლის სიმაღლე 117–დან – 340 სანტიმეტრამდეა. ისინი, სავარაუდოდ, ოლმეკების მმართველებს, თუ ბელადებს ასახავენ, რადგან ასეთი მონუმენტის შესაქმნელად, მეტისმეტად დიდი შრომა და ძალისხმევა იხარჯებოდა. ქვის თავებს ბაზალტიდან კვეთდნენ, რომელიც ათობით კმ–ს დაშორებით მდებარე ადგილიდან მიჰქონდათ. ხოლო, ძეგლების ნატურალიზმი გარკვეული დაბნეულობა იწვევს: არ არის გამოვლენილი, ოლმეკური ხელოვნების განვითარების შუალედური ეტაპები – რაღაც მომენტში, მათ უბრალოდ, ადამიანების მეტად «მსგავსი» სახეების კეთება დაიწყეს. ამ ძეგლების ასაკი ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ ჩვენს ერამდე, არაუგვიანეს, 900 წ. უნდა შექმნილიყო.

ტოლტეკები დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ახ. წ. აღრ. VII–XI სს ცხოვრობდნენ. მოგვიანებით იგივე ტერიტორიაზე აცტეკები გამოჩნდნენ და მათი ცივილიზაციის აყვავების პერიოდი, ესპანელების ამერიკაში ჩასვლას დაემთხვა.


imageაცტეკების მზის ქვა


საკუთარი ინდივიდუალურობით, გამორჩეული იყო პარაკასის კულტურა. არქეოლოგების მტკიცებით, პერუში, ნასკას პლატოზე, პარაკასელები ძვ. წ. აღრ. 750 - 100 წწ. (ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ისინი პლატოზე, ბევრად უფრო ადრე, ძვ. წ. აღრ. 1800 წ. გამოჩნდნენ) ცხოვრობდნენ. ხოლო, მათ შემდეგ, ეს რეგიონი ნასკას კულტურის წარმომადგენლებმა დაიკავეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე, ძვ. წ. აღრ. II საუკუნეში დასახლდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორი კულტურის წარმომადგენლები, ერთი საუკუნის მანძილზე, ერთად ცხოვრობდნენ და არც ის არის გამორიცხული, რომ საკუთარი ცოდნა პარაკასელებმა ნასკას წარმომადგენლებს გადასცეს. გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* სტალინი, თუ ლენინი – ვისი კულტი უფრო დიდი იყო?

* ჰიტლერის დაბადება XVI საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. ხოლო, სსრ კავშირის დაშლა – 1944 წელს

* პატარა სააგარაკო სახლი ბორბლებზე – ნებისმიერს მოხიბლავს!

* რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?

* ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს

* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ

* "მის სამყაროს" ყველაზე ლამაზი 10 გამარჯვებული, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე


0
762
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0