სასარგებლო პროდუქტები რისგან მზადდება აგარი? (+ ვიდეო) 2021, 4 ნოემბერი, 17:59 კვების მრეწველობაში ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს აგარი. "აგარი" მალაიური სიტყვაა (გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლომდე წერდნენ, როგორც "აგარ-აგარ"-ს). კონდიტერებისათვის აგარი შეუცვლელი პროდუქტია, მის გარეშე არ იწარმოება ტკბილეული, როგორიცაა მარშმელოუ, მარმელადი, ჟელე, ზეფირი, პუდინგი, კრემი. აგარი მზადდება ხელოვნურად გამოყვანილი, ან ზღვის ფსკერიდან მიღებული ზღვის წითელი და ყავისფერი წყალმცენარეებისაგან. მიიჩნევა, რომ პირველად აგარი, როგორც პროდუქტი, აღმოაჩინეს ინდოეთის ოკეანის სანაპიროს რეგიონის მკვიდრებმა; ისწავლეს წყალმცენარეებისაგან ჟელატინის ფხვნილის მომზადება - შესანიშნავი საშუალებაა ჟელეს კერძების მოსამზადებლად. აგარის ფხვნილი უპრობლემოდ იხსნება ცხელ წყალში და გაციების მერე ხსნარი იქცევა უფერო ჟელედ. ესაა ძალიან მკვრივი, უფერო და უსუნო მასა. აგარის ფხვნილი გამოირჩევა ჟელირების (ჟელირება - ლაბის მისაღებად ჟელატინის შერევა) მაღალი უნარით და აღემატება ჟელატინისას. მცენარეული წარმოშობა, კალორიების ნაკლებობა, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნის უნარი.. აგარის ამ თვისებებს დიდად აფასებენ ვეგეტარიანელები და ყველა, ვინც ირჩევს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. საუკეთესოდ აღიარებულია იაპონური აგარი. აგარის მსოფლიო წარმოებისა და ვაჭრობის მთავარი ცენტრებია იაპონია და აშშ, კერძოდ, კალიფორნიის შტატი. ვიდეო: 103 1-ს მოსწონს
|