x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გლ­და­ნე­ლი ირმა უპო­ვი­ათ გარ­დაც­ვლი­ლი

image"გუშინ გლდანელი ირმა უპოვიათ გარდაცვლილი. ყველა იცნობდა ამ ქალს გლდანში. ხაჭაპურს ან ლობიანს თუ უყიდდი, დაგპირდებოდა აუცილებლად მოგიხსენიებ ლოცვებშიო. ხმამაღლა სიმღერა უყვარდა და ბავშვები თუ დასცინებდნენ, არასოდეს უბრუნებდა პასუხს. მილაპარაკია ბევრჯერ. ბავშვთა სახლში გაიზარდა და 18 წლის რომ გახდა აიღეს და ასე უბრალოდ გამოაგდეს ქუჩაში, რადგან სრულწლოვანებზე ზრუნვის ვალდებულება აღარ ჰქონდათ. ასე აღმოჩნდა ქუჩაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგო რომელმაც არ იცოდა არაფერი ცხოვრებაზე, არ იცოდა არც ერთი ხელობა რომ თავი გაეტანა. ჰოდა წლების მანძილზე ასე დაბორიალობდა ქალაქში, ეძინა მოლების ფოიეებში და სადარბაზოებში და მე თუ მკითხავთ კიდევ დიდხანს შეძლო სიცოცხლე.

სულ მინდოდა მასზე რამე დამეწერა და აუცილებლად დავწერ. მე მგონი სწორედ ასეთ ადამიანებზე წერას აქვს აზრი. ასე მაინც მივანიჭებთ ამ ხალხს მარადისობას. და მაინც, რაში გვჭირდება სახელმწიფო და საზოგადოება თუკი შშმ ადამიანებს ქუჩაში დაყრისთვის ვიმეტებთ? სულ ეს ხალხი ვართ? "-წერს სოციალურ ქსელში ლევან სებისკვერაძე.

0
65
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0