ჰოლივუდში მრავალი ნიჭიერი მსახიობია, თუმცა მათგან ბევრს სამსახიობო სკოლაში არც არასოდეს უვლია. ისინი ცნობილები ან ძალიან დიდი შრომის შედეგად, ანაც უბრალო გამართლებით გახდნენ. წარმოგიდგენთ 14 საკმაოდ ცნობილ მსახიობს, რომლებსაც მსახიობობა პროფესიონალურად არ უსწავლიათ:
1. კამერონ დიასი
ერთ დღეს, ცნობილი ფოტოგრაფი ჯეფ დუნასი ახალგაზრდა დიასთან მივიდა და ჰკითხა აგენტი ჰყავდა თუ არა, შემდეგ კი თავისი სავიზიტო ბარათი მისცა და ურჩია, როდესაც აგენტს იშოვიდა, მას დაკავშირებოდა. ამგვარად, კამერონი სამოდელო სააგენტო Elite-ს მოდელი გახდა, შემდეგ კი პატარა, უმნიშვნელო როლების მიღება დაიწყო ფილმებში. 4 წლის შემდეგ კი ცნობილ კომედიურ ფილმში “ნიღაბი" მიიღო მნიშვნელოვანი როლი.
2. ტომ კრუზი
ტომს ყოველთვის უყვარდა ფილმები, ერთხელაც მან სპექტაკლში ითამაშა და ამ გამოცდილებამ მისი ცხოვრებაც შეცვალა. კრუზი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერის ასაწყობად, 6 თვის შემდეგ კი პირველი როლიც მიიღო, 1990 წელს კი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლებოდა.
3. ჯიმ ქერი
ჯიმ კერის საკმაოდ თავისებური ბავშვობა ჰქონდა. თინეიჯერობისას ოჯახთან ერთად ფურგონში ცხოვრობდა და წარმატებულ ცხოვრებაზე ოცნებობდა. 16 წლის ასაკში მიატოვა სწავლა ოჯახის სარჩენად, შემდეგ კი პატარა როლების მისაღებად დადიოდა ქასთინგებზე. დღეს მისი სახელი ყველამ იცის, იმისდა მიუხედავად, რომ სამსახიობო განათლება არ მიუღია.
4. მეგ რაიანი
რაიანი ნიუ-იორკში ჟურნალისტიკას სწავლობდა და თან რეკლამებისთვის და შოუებისთვის ქასთინგებზე დადიოდა, პატარა როლებიც მიიღო Burger King და AIM Toothpaste-ს რეკლამებში. პატარა წარმატების შემდეგ კოლეჯი მიატოვა და სამსახიობო კარიერაზე გადაერთო.
5. ჯონი დეპი
დეპს თავდაპირველად მუსიკოსობა სურდა, სწორედ ამისთვის გადავიდა ლოს ანჯელესში საცხოვრებლად, თავდაპირველად ტელემარკეტერად მუშაობდა და საწერ კალმებს ყიდდა. ნიკოლას კეიჯმა, რომელიც ასევე მასთან ერთად მუშაობდა, დეპი თავის აგენტს გააცნო, მალევე კი როლი მიიღო “A Nightmare on Elm Street"-ში და ცნობილიც გახდა.
6. ხოაკინ ფენიქსი
ფენიქსი იყო მსახიობიც, პროდიუსერიც, მუსიკოსიც. ის და მისი და-ძმები ქუჩაში გამოდიოდნენ თავიანთი ოჯახის შესანახად. ბავშვები შენიშნა აგენტმა, სახელად აირის ბარტონმა, რომელმაც ისინი რეკლამებსა და სატელევიზიო შოუებში დაასაქმა. ხოაკინნმა დროებით შესვენება აიღო მას შემდეგ, რაც მისი ძმა, რივერი გარდაიცვალა.
7. კრისტიან ბეილი
ბეილმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა სამსახიობო კარიერის დასაწყებად, კარიერა კი თავდაპირველად რეკლამებით მიიღო, რომელმაც შემდეგ პატარა როლებამდე მიიყვანა ფილმებში.
8. რასელ ქროუ
მსახიობს ასევე არ აქვს სამსახიობო განათლება მიღებული, თუმცა ამ ფაქტს ოსკარის მიღებაში ხელი არ შეუშლია.
9. ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერმა მშობლები დაარწმუნა მისთვის აგენტი ეპოათ ნიუ იორკში. მისი სამსახიობო დებიუტი კომედიურ სერიალში The Bill Engvall Show შედგა, რომელსაც უკვე მოჰყვა მთავარი როლი შიმშილის თამაშებში.
10. ჩენინგ ტატუმი
ტატუმმა კოლეჯი დატოვა და მუშაობდა მშენებლად, სტრიპტიზის მოცეკვავედ, გამყიდველად და იპოთეკის ბროკერად. ის სამოდელო სააგენტომ მაიამის ქუჩაში აღმოაჩინა მოდელად აიყვანა. რეკლამების შემდეგ გამოჩნდა მცირე როლებით ფილმებშიც, რამაც საბოლოოდ ვარსკვლავად აქცია.
11. შარლიზ ტერონი
ტერონმა სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, შემდეგ კი ბალეტის სწავლა განაგრძო. მუხლის რამდენიმე ტრავმის შემდეგ მან ყველაფერი მიატოვა და სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. ტერონი აგენტმა ბანკში შეამჩნია, როდესაც ოპერატორს ეჩხუბებოდა ჩეკის გამო. სწორედ ამ აგენტმა გაუღო მას კარი ჰოლივუდში.
12. ჰენრი კევილი
ჰენრის სკოლაში ძალიან უყვარდა სპექტაკლებში მონაწილეობა, ასევე სკოლაში მიიღო როლი გრაფ მონტე კრისტოში, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა სამსახიობო კარიერის დაწყება.
13. ნატალი პორტმანი
ჯერ კიდევ 11 წლის ნატალი სახლთან ახლოს გახსნილ პიცერიაში მუშაობდა, როდესაც Revlon -ის წარმომადგენელმა სამოდელო კარიერის დაწყება ურჩია, ნატალიმ ეს პროფესია მოსაწყენად ჩათვალა და მსახიობობა აირჩია. თეატრალური ხელოვნების ბანაკშიც კი წავიდა და იქ რამდენიმე სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.
14. ჰიტ ლეჯერი
ლეჯერმა 17 წლის ასაკში მიატოვა სკოლა, რათა სამსახიობო კარიერას მიჰყოლოდა. სიდნეიში საუკეთესო მეგობართან, ტრევერ დიკარლოსთან ერთად გაემგზავრა როლების მისაღებად. მისი დებიუტი იყო პატარა როლი სერიალში, სახელწოდებით Clowning Around.