საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა აღადგინეს 70 000 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის წინაპრის გარეგნობა 2021, 13 ნოემბერი, 9:54 ახალგაზრდა ნეანდარტალელის (რომელსაც კრაინი დაარქვეს) თავის ქალის ნაწილი, აღმოჩენილ იქნა ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე, ნიდერლანდების სანაპიროსთან. მხატვარ-პალეოანთროპოლოგებმა აღადგინეს ისტორიამდელი ადამიანის რეალისტური სახე. კრაინი პირველი უძველესი ჰომინინია, რომელიც პლეისტოცენის (2, 6 მილიონიდან 11 700-მდე წლის წინ) ეპოქაში ცხოვრობდა. ის აღმოაჩინეს წყლის ქვეშ და პირველი დარეგისტრირებული ნეანდარტალელია ნიდერლანდებში. ნეანდარტალელის გარეგნობის რეკონსტრუქცია გაკეთდა ნიდერლანდების სიძველეთა სახელმწიფო მუზეუმში. ნეანდარტალელი კრაინი ცხოვრობდა დოგერლენდში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპას შორის მდებარე უზარმაზარ ხმელეთზე, რომელიც ახლა ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზეა. პალეოანთროპოლოგების აზრით, ნეანდარტალელი ხორცისმჭამელი იყო, თუმცა მის რაციონში არ შედიოდა ზღვის პროდუქტები. მის წარბთან არსებული დაზიანება მიუთითებს იმაზე, რომ სიმსივნე ჰქონდა, ცნობილი როგორც ეპიდერმოიდული კისტა. ასეთ კისტას ახასიათებს თავის ტკივილები, კრუნჩხვები, მხედველობის პრობლემები. ამ დიაგნოზის მიუხედავად, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ნეანდარტალელი საკმაოდ ბედნიერად გამოსახეს. მათ მისი სახის რეკონსტრუქცია გააკეთეს არა მხოლოდ ნაპოვნი, ხსენებული თავის ქალის საფუძველზე, არამედ ნეანდარტალელების სხვა თავის ქალების საფუძველზეც. მხედველობაში მიიღეს სხვა გამოკვლევების შედეგებიც, სადაც მოცემული იყო უძველესი ადამიანის წინაპრების თვალის, თმის და კანის ფერი. კრაინი ცხოვრობდა ტერიტორიაზე, სადაც ბინადრობდნენ მამონტები, ლომები, ბეწვიანი მარტორქები და სხვა ცხოველები. მაგრამ აქ ძალიან ციოდა, ეს კი ნიშნავს, რომ კრაინს ალბათ რთული ცხოვრება ჰქონდა, ამბობენ მეცნიერები. იხილეთ ასევე:
საინტერესო ფაქტები ლიფტების შესახებ: ძველი ეგვიპტიდან დღემდე
საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!
როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ
ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა
საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?
ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა
GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს
უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს
ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?
მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)
320 6-ს მოსწონს |