ბიოგრაფია 16 წლის გოგონას მიერ შექმნილი მწარმოებელი კომპანია "სიმფლი" 2021, 1 ნოემბერი, 20:17 “ სიმფლი" გახლავთ მწარმოებელი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, სხვადასხვა სახის ხის სუვენირებსა და აქსესუარებს, ყველასთვის ხელმისაწვდომ, სიმბოლურ ფასად. “ სიმფლი" აწარმოებს: ხის ბრელოკებს, კედლის დეკორებს, სადღესასწაულო საჩუქრებს, სასაჩუქრე აქსესუარებს და სხვა მრავალ ულამაზეს ნივთს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ 16 წლის გოგონა - ნინიკო შარია, რომელიც უდიდესი მონდომებითა და სიყვარულით ამზადებს თითოეულ ნივთს. ნამდვილად გასაოცარია 16 წლის ასაკში ასეთი მიზანსწრაფულობა და უკვე საკუთარი ბიზნესი. ნინიკო აღნიშნავს, რომ მშობლების, განსაკუთრებით დედის დიდი თანადგომით შეძლო, ხელნაკეთი ნივთები არამარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ ქალაქ გარეთაც გაეტანა და შეეთავაზებინა ნებისმიერი მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მის შესახებ. ის 16 წლის ასაკში უკვე გახლავთ სპონსორი და მისი კომპანიიდან დაასპონსორა ახალგაზრდული ორგანიზაცია “ გზა მომავლისკენ" და თითოეულ წევრს საჩუქრად გაუგზავნა მისი ხელნაკეთი გულსაბნევი. აუცილებლად გაეცანით მის გვერდს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც მოგინდებათ ამ უსაყვარლესი ნივთების შეძენა. 8 შეფასება არ არის
|