რაგბი რეისი 571(ურუგვაი), სადაც ყველა გადარჩენილი კანიბალი გახდა! 2021, 16 ნოემბერი, 15:08 1972 წელს ურუგვაის ავიახაზების რეისი 571 ჩამოვარდა. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გადარჩენილებმა შეძლეს ბოლო მომენტამდე რთულ პირობებთან გამკლავება, საბოლოოდ მაინც კანიბალიზმს მიმართეს. ვნახოთ შემზარავი დეტალები... თითქმის 50 წელი გავიდა 571-ე რეისის კატასტროფიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა. 45 მგზავრისგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. მათ არგენტინის ანდებში 72 დღე გაატარეს. საკვების უქონლობის გამო იძულებული შეიქნენ, დაღუპული მეგობრების გვამები შეეჭამათ... ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, თვითმფრინავი დაიქირავა. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მორაგბეებს აცნობეს, რომ თვითმფრინავში 10 ადგილი თავისუფალი იყო და ახლობლების წაყვანაც შეეძლოთ...
პირველ დღეებში გადარჩენილებს რთული პერიოდი ჰქონდათ, თუმცა საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდნენ, რათა სამაშველო სამსახურის მოსვლამდე სიცოცხლის ენერგია არ დაეკარგათ. 45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. პირველ ღამეს ვერ გაუძლო კიდევ 5 მგზავრმა. ასე გადიოდა დღეები და ჯერ დახმარება არ ჩანდა, ჯგუფს კიდევ აკლდებოდა წევრები, საბოლოოდ მხოლოდ 16 დარჩნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს გარდაცვლილი მეგობრების და პილოტების გვამები ეჭამათ, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ.
72 დღიანი ჯოჯოხეთის დასასრულის შემდეგ 16 რაგბისტი ცოცხლად გადარჩა. მათ გადარჩენაში დაეხმარა ჩილელი ფერმერი, რომელმაც ისინი შენიშნა და დახმარება გამოიძახა.
სამშობლოში დაბრუნებულებს ზიზღით ხვდებოდნენ, გაზეთებში შემზარავი სტატიები იბეჭდებოდა, სადაც მათ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ...
1993 წელს გადაიღეს ფილმიც, რომელიც ამ მოვლენას საკმაოდ კარგად აღწერს.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<21 ფოტო ამერიკიდან, რომელიც გვიჩვენებს რასობრივი დისკრიმინაციის ტკივილს და საშინელებას 1870 წლის მარიას(ბეიკერის) ხოცვა ჟლეტა - თეთრკანიანი დევნილები და ინდიელების დაპირისპირება ცხოვრების ახალი ეტაპი - ირანის ისლამური რევოლუცია 17 საინტერესო და გამაოგნებელი ფაქტი ფეხბურთის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად წაიკითხოთ! წინსვლა არ არის! კიდევ ერთი დაუჯერებელი აკრძალვა ირანელი ქალებისთვის! რამდენიმე ფოტო ჩრდილოეთ კორეიდან (ქვეყენას ამ ფოტოების გაქრობა სურს!) 651 5-ს მოსწონს
|