რაგბი საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა 2015, 3 ოქტომბერი, 11:11 საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ახალ ზელანდიას ღირსეულად ეომა და 10:43 დამარცხდა.
გუშინ(02.10.2015) საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასის მესამე ტურში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა. მოგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები რაგბში მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზეა. ღირსეულ ორთაბძოლაში რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ნახევარი 22:10, ხოლო ძირითადი დრო 43:10 წააგო. მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას ნამიბიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მიმოხილვა: ურთიერთშეხვედრაში ანგარიში “ოლ ბლექსმა” ლელოთი მალევე გახსნა, მაგრამ მე-5 წუთზე მსოფლიო თასის დებიუტანტმა ბექა წიკლაურმა საპასუხო ლელო გაიტანა. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, გიორგი ბეგაძისა და დავით კაჭარავას მიძალების შემდეგ ბექა წიკლაურმა ბურთს ფეხი ორჯერ გაკრა და მალაღურაძის გარდასახვით წონასწორობა აღდგა. ამაზე ზელანდიამ სწრაფი ლელოთი გვიპასუხა, მაგრამ ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. ამის შემდეგ მეტოქეების შეტება გახშირდა, ზელანდიელებმა ზედიზედ რამოდენიმე ლელო გაიტანეს და პირველი ნახევარი 22:10 დასრულდა. მეორე ნახევარი კვლავ ზელანდიელების უპირატესობით დაიწყო, ქართველებმა მეორე ნახევარში ვერ მოახერხეს ქულის აღება, მაგრამ არც ზელანდიას მისცემ იმის უფლება, რომ უფრო დიდი ანგარიშით დაემარცხებინათ საქართველოს ეროვნული ნაკრები. ორთაბრძოლა ზელანდიის გამარჯვებით დასრულდა 43:10. ძალიან სასიამოვნო ამბავი ის იყო, რომ ქართველი მორაგბე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. ეს უკვე მოერედ ხდება მსოფლიო თასზე. მამუკა გორგოძე ტონგასთან გამართულ ურთიერთშეხვედრაშიც საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. სტადიონი: კარდიფი "მილენიუმის მოედანი" მაყურებელი: 75 000 ახალი ზელანდია: 15. ბენ სმით, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. კონრად სმითი, 12. სონი-ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. ვაიეთ ქროქეთი, 2. დეინ ქოულზი, 3. ჩარლი ფაუმუინა, 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპიტანი), 8. ქიარან რიდი. საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. კარლენ ასიეშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპიტანი), 8. ლაშა ლომიძე. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 145 17-ს მოსწონს 1-ს არა
|