ფაქტი, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ: იაპონელი ხალხის გამოგონებები ყოველთვის არაორდინალური, უცნაური, გენიალური და სასარგებლოა. წარმოგიდგენთ საინტერესო გამოგონებებს, რომლის შექმნაზე იაპონელის გარდა სხვა არავინ იფიქრებდა:
1. სააბაზანოს ბალიში, რომელიც საშუალებას გაძლევთ წყალში მშვიდად იწვეთ და არ ინერვიულოთ იმაზე, ტელეფონი წყალში რომ არ ჩაგივარდეთ.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711225389693.jpg)
2. ეს საყვარელი ფუმფულა სათამაშო არაა, ეს არის ჭკვიანი რობოტი, რომელიც გატყობინებთ, როდის უნდა გამოიცვალოთ წინდები. თუკი წინდებს სუნი არ ასდით, ძაღლი მხიარულად აქნევს კუდს, საპირისპირო შემთხვევაში კი “გული მისდის".![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711245789693.jpg)
3. კარაქის სახეხი, ნამდვილად მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დილით საუზმე უყვარს.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711260789693.jpg)
4. იაპონელებისთვის ჩვეულებრივი კომპიუტერის მაუსიც მოსაწყენი გახდა და მის ჩანაცვლებას ჭკვიანი ხელთათმანით ცდილობენ.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711274589693.jpg)
5. იაპონელებმა ეს ჯერი კიდევ 1956 წელს გამოიგონეს, წარმოიდგინეთ რა მოსახერხებელია, იბანთ ხელს, წყალს კი უნიტაზის ჩასარეცხად იყენებთ.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711290889693.jpg)
6. არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თქვენი არყოფნის შემთხვევაში ლეპტოპი ვინმემ დაუკითხავად არ აიღოს. ამაში პორტატული სიგნალიზაცია დაგეხმარებათ.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711312389693.jpg)
7. Aasahi Power Services -მა ქუდი-ქოლგა გამოიგონა მათვის, ვისაც ქოლგის ხელში დაჭერა ეზარება.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711323689693.jpg)
8. ალბათ, არც გიფიქრიათ პატარა ნივთების გარეცხვა სარეცხ მანქანაში. ამ პატარა მანქანაში შეგიძლიათ გარეცხოთ ისეთი ნივთები, როგორებიცაა მაკიაჟის სპონჟები, წყალგაუმტარი საათები, სამკაულები...![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711341489693.jpg)
9. Panasonic-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა მძღოლების კონტროლისთვის, საჭესთან რომ არ ჩაეძინოთ. ის ამოწმებს სახის გამომეტყველებას და პოტენციური საფრთხის ამოცნობაც შეუძლია.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711365089693.jpg)
10. ამ კარის სახელურზე დამაგრებული მოწყობილობა ვიბრირებას იწყებს თუკი კარს ვინმე 3-4 მეტრში მიუახლოვდება. ამით გაიგებთ ვინმე ხომ არ ცდილობს კარის გახსნას.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711420389693.jpg)
11. ჭკვიანი სარკე ანალიზს უკეთებს თქვენს სახეს, კანის ტექსტურას, ნიშნავს ნაკლოვანებებს და მის მიხედვით ბეჭდავს მაკიაჟის ნიღაბს, თუ როგორი იქნებოდა უკეთესი თქვენი სახისთვის.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711442489693.jpg)
12. ბალიში, რომელშიც სილიკონის წერტილებია ჩამაგრებული, ამიტომ პლანშეტს, ტელეფონს ან სხვა მოწყობილობას კარგად დაიჭერს.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711453189693.jpg)
13. იაპონიაში კარაოკე-კლუბები ძალიან პოპულარულია, ამიტომაც გამოიგონეს ჯიბის მიკროფონი, რომელზეც სელფის ჯოხიცაა დამაგრებული.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711465489693.jpg)
14. ბალიში, რომელსაც დინამიკი აქვს ჩამონტაჟებული, ამიტომ, ტელევიზორის ყურებისას მასზე თავი თუ დადეთ, ამით ცალ ყურს არ დაიხშობთ.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711482389693.jpg)
15. ჭკვიანი ინდიკატორი, რომელიც გიჩვენებთ სწრადი მომზადების ლაფშა მზადაა თუ არა.![15 უცნაური ნივთი, რომლის გამოგონებაც
მხოლოდ იაპონელებს თუ შეეძლოთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102711495189693.jpg)