საიტზე Reddit მომხმარებელმა სახელით KittyInALabCoat გამოაქვეყნა ფოტო, რომელმაც ბევრი მნახველი დააბნია. სურათზე რამდენიმე კატაა, თუ თქვენ ერთი შეხედვით მხოლოდ სამს ხედავთ, კარგად დააკვირდით, რადგან იქ კატები ნამდვილად სამზე მეტია.
სურათი გოგონას მამამ გადაიღო, მაგრამ გადაღებისას მანაც კი არ იცოდა რომ კატები სამზე მეტი იყო. «სანამ სურათი არ ნახა, მანამდე ვერ შენიშნა კიდევ ერთი კატა», — იცინის KittyInALabCoat. ამის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა სურათი გამოექვეყნებინა.
როგორც კომენტარებიდან ჩანს, ზოგიერთმა მნახველმაც ვერ დაინახა მეოთხე კატა. მართლაც ძნელი გასარჩევია ისეა შეხამებული გარემოსთან. თქვენ თუ დაინახეთ პირველივე ცდაზე?