ბიოგრაფია ამ გოგონას ფოტომ ერთ დროს მილიონები გამოიმუშავა - ნახეთ როგორ ცხოვრობს ის დღეს... 2021, 13 ნოემბერი, 12:16 შარბათ გულა იყო ერთი ჩვეულებრივი ავღანელი ქალი, რომელიც ასევე ყველასთვის შეუმჩნეველი იყო იქამდე სანამ ფოტოგრაფმა მისი სახით უდიდესი აღმოჩენა გააკეთა. გულას ფოტო მალევე მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ჟურნალების გარეკანზე მოხვდა და მოიარა მთელი მსოფლიო. შარბათ გულას ყველასთვის ცნობილი ფოტო 1984 წელს გადაუღეს. ვნახოთ რა მოხდა მას შემდეგ მის ცხოვრებაში და როგორ სიტუაციაში ცხოვრობს ის დღეს? ერთ დროს მისი ცნობილი ფოტო ასი ათასობით დოლარად გაიყიდა, თუმცა ის ცხოვრებას ლტოლვითა ბანაკში აგრძელებს. მას საკმაოდ დრამატული წარსული ჰქონდა, რაზეც დღეს ვისაუბრებთ... ფოტოზე შარბათ გულა 13 წლის... ზემოთ ნაჩვენები ფოტო შარბათ გულას პირველი და უკანასკნელი ფოტო იყო იქამდე, სანამ ამერიკელმა ფოტოგრაფმა, სტივ მეკურიმ წლების შემდეგ გოგონა ისევ იპოვა პაკისტანში და კვლავ გადაუღო მას. გადაღებული პირველი ფოტოს შემდეგ 17 წელი გავიდა, როგორც ხედავთ, ამ ულამაზეს გოგონაზე ლტოლვილთა ბანაკმა ძალიან ცუდად იმოქმედა. მისი ცხოვრებისეული ტკივილი სახეზეც კარგად ემჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ შარბათს თითქმის მთელი მსოფლიო იცნობდა, მან მთელი ახალგაზრდობა პაკისტანში, ლტოლვილთა ბანაკში გაატარა. გოგონა ჯერ კიდევ 6 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მან ისიც კი არ იცოდა, რომ ის იყო ავღანელი ლტოლვილების სახე მთელ მსოფლიოში. ამ პერიოდში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ და მხოლოდ უფრო უკეთესი ლტოლვილთა ბანაკი, სადაც ძალადობის მსხვერპლი არ გახდებოდა. ავღანეთში მან ცხოვრების ურთულესი პერიოდი მოიარა. მოგვიანებით თავის ძმასთან, ბებიასთან და 3 დასთან ერთად 1 კვირის განმავლობაში თოვლიან მთებში იმოგზაურა, რათა პაკისტანში გადასულიყვნენ. ამ 1 კვირიან პერიოდში ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწიათ. გასათბობათ ისინი ერთმანეთის ხელებს, ტანს და ტანსაცმელებს იყენებდნენ, ზოგჯერ სხვა ლტოლვილებისგანაც თხოულობდნენ სხვადასხვა ნივთებს გასათბობად. ბევრად უფრო ემოციური მომენტია, ის ფაქტი, რომ შარბათ გულამ რეალურად თავისი პოპულარული ფოტოს შესახებ არაფერი იცოდა. როდესა შარბათმა ამის შესახებ შეიტყო, ფოტოგრაფს მადლობა მოუხადა და ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა. როგორც ფოტოგრაფი გვიამბობს, ის იმდენად დაიბნა, რომ საჭმლის მომზადების დროს ცხოვრებაში პირველად დაიწვა ხელი. სამწუხაროდ შარბათს პოპულარობამ უმტყუნა. ყალბი პასპოტის გამო ჯერ პაკისტანიდან განდევნეს, შემდეგ ავღანეთში ციხეში ჩასვეს, სადაც ხშირად ხდებობდა ძალადობის მსხვერპლი. მოგვიანებით, როდესაც შარბათმა თავის პოპულარულობის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა მიღებული შემოსავალის სწორად გამოყენება. მან პირველ რიგში დახმარება გაუწია მოხუცთა ლტოლვილთა ბანაკს. ააშენა სკოლა თავის რეგიონში, რათა მომვალ თაობას თუნდაც მცირე დოზით განათლება მიეღო. გულა ამ დროისთვის კვლავ ავღანეთში იმყოფება, თუმცა მას სურს, რომ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდეს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>ნამდვილად არსებობენ? - 11 გამაოგნებელი თეორია უცხოპლანეტელების შესახებ! 37 იშვიათი ფოტო, რომელიც ისტორიის მტვრიან ფურცლებმა შემოგვინახა 10 ტიკ-ტოკერი, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ 14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! აშშ-ს მიერ განდევნილი გენიოსი, რომელმაც ჩინეთს კოსმოსის გზა უჩვენა: ქიან ქსუესენი 202 5-ს მოსწონს
|