x
მეტი
  • 28.11.2021
  • სტატია:115210
  • ვიდეო:352757
  • სურათი:489176
10 საინტერესო ფაქტი ცნობილი ფილმების შესახებ

გამოგონილი ენა «მეხუთე ელემენტში»


image


უცნაური ენა, რომელზეც ფილმის მთავარი გმირი ლილუ მეტყველებდა, ფილმის რეჟისორის, ლუკ ბესონის მიერ იყო მოგონილი. თუმცა, მილა იოვოვიჩმა ის ისე დახვეწა და ისე გაამრავალფეროვნა თავისი მეტყველება, რომ გადაღებების დასრულებისთვის, საკუთარ აზრს რეჟისორთან, ამ ენაზე თავისუფლად გამოხატავდა. ხოლო, ამ უკანასკნელს, მისი ესმოდა.


არნოლდ შვარცნეგერს «ტერმინატორის» გერმანულ ვერსიაში, საკუთარი როლის გახმოვანების უფლება არ მისცეს


image


«საქმე შენს აქცენტშია, არნოლდ, — აუხსნეს მას პროდიუსერებმა — როგორ გითხრათ, ის ძალიან… უხეშია, პროვინციული... შენი გმირი კი, სოფლელი ბიჭი არ არის».


«ბინდის» «პაუზები»


image


ფილმში სცენები, რომელშიც მისი გმირები მდუმარედ ერთმანეთს უყურებენ, ან იდულალებით მოცული სახეებით, შორს იყურებიან, ფილმის საერთო მეტრაჟის, 26 წუთს შეადგენს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მან უამრავი კრიტიკული გამოხმაურება მიიღო.


ფილმი «ის» სისხლის შედედებას იწვევს


image


სისხლიანი საშინელებათა ფილმები ადამიანის სისხლის შედედებას იწვევს. ჩვენი ტვინისთვის მნიშვნელობა არა აქვს სისხლი ნამდვილია, თუ ხელოვნური: თუ ის იღვრება, ე. ი. ორგანიზმის მთლიანობა საფრთხეშია და ტვინი ფიბრინის ცილის გამომუშავების ბრძანებას იძლევა, რომელიც სისხლის შედედებაზეა პასუხისმგებელი.


ქათმის ბულიონის დიეტა, ყავა და დღეში 80 სიგარეტი 16 წლის მსახიობისთვის



image


ჯუდი გარლანდი, რომელმაც დოროთის როლი შეასრულა «ოზის ჯადოქარში», მკაცრ დიეტას იცავდა და პროდიუსერებით თანხმობით, უამრავ ფსიქპტროპულ საშუალებებს იღებდა — მათ ის, ფაქტიურად, ნარკომანად აქციეს.


«საერთაშორისო კოცნა» ეკრანზე


image


ერთ–ერთ ეპიზოდში, სერიალის «ვარსკვლავური გზის» (1968 წ.) გმირების, კირკის და უჰურას კოცნის სცენა (როლებში უილიამ შატნერი და ნიშელ ნიკოლსი), ტელევიზიის ისტორიაში, საერთაშორისო კოცნის სტატუსით შევიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეკრანზე, ერთმანეთს სხვადასხვა რასის წარმომადგენლებმა აკოცეს.


«ბეჭდების მბრძანებელის» სცენა მდინარემ «წაიღო»


image


ფილმის სცენარის მიხედვით, ფილმის ბოლოს, სცენა უნდა ყოფილიყო, სადაც მთავარი გმირები, მდინარის სანაპიროზე, ორკებს ებრძვიან. სანაპიროზე დეკორაციები მზად იყო — იგეგმებოდა ნავების და იარაღის ამოქმედებაც... მაგრამ, უეცრად, წყალდიდობა დაიწყო, რამაც ქვინსტაუნში (ახალი ზელანდია) საგანგებო მდგომარეობა გამოიწვია, მდინარე ნაპირებიდან გამოვიდა და მთელი დეკორაცია წაიღო. ამის შემდეგ, სცენარი შეცვალეს და ის სცენა ხელახლა აღარ გადაიღეს.


«ჰარი პოტერის» გადაღების პერიოდში, დენიელ რედკლიფმა 70 ჯოხი და 160 სათვალე გამოიცვალა


image


გარდა ამისა, გადამღებმა ჯგუფმა სალაზარ სლიზერინის მედალიონის 40 ვერსია, მარმარილოს კიბისთვის 250 სურათი და გრინგოტსის ბანკისთვის 210 000 მონეტა შექმნა.


გრიმს ფილმისთვის «როგორ მოიპარა გრინჩმა შობა» 8, 5 სთ. სჭირდებოდა


image


ეს ნამდვილი ტანჯვა იყო და ჯიმ კერიმ, ამის გამო, დახმარებისთვის CIA–ის წამების ექსპერტსაც კი მიმართო, რომ მისთვის, რჩევა მიეცა, — «თავს დამტყდარ უბედურებას» როგორ გამკლავებოდა. ამის შესახებ, მსახიობმა ერთ–ერთ სატელევიზიო შოუში ისაუბრა.


«მაკულატურაში» ადრენალინის ინექციის სცენა უკუღმა იყო გადაღებული


image


ნემსით საჭირო ადგილზე მოხვედრა, მარტივი არ არის, თუნდაც ეს, მხოლოდ ფილმის გადაღების დროს იყოს — ასე გადაწყვიტა კვენტინ ტარანტინომ და ცნობილი ეპიზოდი უკუღმა გადაიღო: ჯონ ტრავოლტამ შპრიცი უმა თურმანს მკერდში ჩაარჭო, ხოლო შემდეგ, ხელის აქნევით ისე ამოიღო, თითქოს მეორედ ჩარჭობა უნდოდა. ფილმის დამონტაჟების დროს კი, კადრი უკუღმა დაატრიალეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


შეიძლება თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით კორონავირუსის დამარცხება? – პასუხობს სინგაპური


ვის ახდევინებდნენ უშვილობის გადასახადს?.. და სხვა საინტერესო ფაქტები სსრ კავშირის შესახებ


"ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია..." – ოკეანეში დაკარგულების ისტორია


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ ხდებოდა — 10 ისტორიული ფოტო


ბრძნული ფრაზები ცხოვრების გასამარტივებლად


როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)

0
560
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0