საქართველო “გიორგი, გახსოვს, სად შევხვდით ერთმანეთს? ამ სიტყვებს რომ წერ არ გრცხვენია” - ირინა სარიშვილი გიორგი გამსახურდიას 2021, 16 ოქტომბერი, 14:14 ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, გიორგი გამსახურდიას "ტვიტერზე", მიხეილ სააკაშვილისადმი მიძღვნილ ირონიულ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას მისი ასეთი სარკასტული სტატუსის გამო საჯაროდ მიმართავს."გიორგი გამსახურდია - " სააკაშვილი ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ ბუბას, დევის, სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა, ჟორიკა რურუა და ირინა სარიშვილი ჰყავს გმირებად".გიორგი, სულ პატარაობიდან გიცნობ. ეროვნულ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ არ გვქონია შეხება, თუ არ ჩავთვლით იმას რომ პერიოდულად შენ სულ პატარას დედაშენი გარეკინებდა ჩემთან და გიასთან და ისეთებს გალაპარაკებდა ტელეფონში, თავადაც რომ არ გესმოდა მნიშვნელობა. ამიტომ შენზე ვერც ვბრაზობდი. მერე, ბევრი წლის მერე, გახსოვს სად შევხვდით ერთმანეთს? სამთავრობო ვერტმფრენში – მე შევარდნაძის მთავრობის წევრი ვიყავი, შენ შევარდნაძის მილიციის თანამშრომელი. მოხვედი და გადამეხვიე. ავთოც იქ იყო ჯორბენაძე. მაშინ აღარ იყავი პატარა.არც ეხლა ხარ პატარა ამ სიტყვებს რომ წერ და არ გრცხვენია, გიორგი? " - წერს ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.ცნობისთვის, გიორგი გამსახურდია "ტვიტერზე" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თავი ზვიად გამსახურდიას შეადარა."ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევის და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვავდა. ასევე ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა, " – დაწერა გიორგი გამსახურდიამ "ტვიტერზე".883 1-ს მოსწონს |