სხვა 12 ნატურალური და სასარგებლო სასუქი ოთახის მცენარებისთვის 2021, 16 ოქტომბერი, 12:17 ყვავილების გამოუცდელი მოყვარულები, მისი კვების პრობლემას, ახალ ქოთანში გადარგვით აგვარებენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ახალი მიწის შემადგენლობაში არსებული მინერალები, მცენარეს მხოლოდ 2 თვის მანძილზე თუ ყოფნის. ამის შემდეგ, მიწა იფიტება და მცენარე შიმშილს იწყებს.
მცენარეს ხასხასა ფოთლები და ულამაზესი ყვავილები რომ ჰქონდეს, სასუქის სწორედ შერჩევა არის საჭირო: თუ მცენარე დიდი ხნის მანძილზე განიცდის მინერალების საჭიროებას, ის ავად ხდება, რადგან მის იმუნიტეტს დაავადებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი ეკარგება. მაგრამ, როგორ უნდა შევარჩიოთ კვების რაციონი მცენარეებისთვის, – მათ ხომ ერთნაირი გემოვნება არა აქვთ? მართალია, ყველას ერთნაირი გემოვნება არა აქვს, მაგრამ არსებობს სასუქი, რომელიც მეტ–ნაკლებად ყველა მცენარისთვის მისაღებია: I. პრაქტიკულად ყველა მცენარეს უყვარს შაქარი (განსაკუთრებით კი, კაკტუსებს). შეგიძლიათ, მორწყვის წინ, გრუნტს 1 ჩ. კ. შაქრის ფხვნილი (10 სმ-იაანი დიამეტრის ქოთანზე) მოაყაროთ ან შაქარი წყალში გახსნათ და ტკბილი წყლით მორწყათ მცენარე (0, 5 ჩ. კ. შაქრის ფხვნილი 0, 5 ჭიქა წყალზე).
II. ყავის ნალექი. ამ სასუქის მომზადება საჭირო არ არის. უბრალოდ, ყავის სმის შემდეგ, მორჩენილი ნალექი მიწას შეურიეთ – შედეგად, მიწა გაფხვიერდება და ნიადაგის მჟავიანობა გაიზრდება.
III. ციტრუსები და ბანანი. ფორთოხლის ცედრით, მანდარინის ან ბანანის ქერქით, ძალიან კარგი და სასარგებლო სასუქის მომზადება შეიძლება.
ციტრუსის ქერქით სასუქის მოსამზადებლად, აიღოთ 1 ლიტრიანი ქილა, მისი სიმაღლის 1/3-ზე ჩაყარეთ ციტრუსის ქერქი და შეავსეთ მდუღარე წყლით პირამდე > გააჩერეთ ნაყენი 24 სთ. > გადაწურეთ მეორე ლიტრიან ქილაში და შეავსეთ ქილა სუფთა (წყაროს) წყლით.
თითქმის ასევე მზადდება სასუქი ბანანის ქერქითაც: დაანაწევრეთ ქერქი და მოათავსეთ ლიტრიან ქილაში ნახევრამდე > შეავსეთ ქილა წყლით > გააჩერეთ 24 სთ. > ამოიღეთ ქერქი ქილიდან და შეავსეთ წყლით.
სასუქის მომზადება ინგრედიენტების შერევითაც შეიძლება: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ბანანის და ციტრუსის დაჭრილი ქერქი > მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში, მისი სიმაღლის 1/3-ზე > დაამატეთ 2 ჩ. კ. შაქარი > დაასხით თბილი წყალი ისე, რომ ქერქი დაიფაროს > ქილა, 3 კვირის მანძილზე, მოათავსეთ თბილ ადგილზე და დროდადრო შეანჯღრიეთ > მიღებული ნაყენი მაცივარში შეინახეთ.
შერეული ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ თვეში ერთხელ: 1 წილი ნაყენი გააზავეთ 20 წილ წყალში და დაუსხით მცენარეს.
გარდა ამისა, კალიუმით, მაგნიუმით და ფოსფორით მდიდარი, ბანანის ქერქის გამოყენება, მცენარის გადარგვის დროსაც სასარგებლოა: სადრენაჟო ფენის თავზე, ჯერ წვრილად დაჭრილი ან ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული ბანანის ქერქი ფენა მოათავსეთ, მასზე – გრუნტის ფენა და მხოლოდ ამის შემდეგ, ჩარგეთ ქოთანში მცენარე.
IV. ნაცარი. კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, თუთია და არა მარტო. ამ ყვეაფერს ნაცარი შეიცავს და ის საუკეთესო სასუქია მცენარეებისთვის.
მშრალი ნაცარი გამოიყენება მცენარის გადარგვის დროს. მას ნიადაგში ურევენ და მცენარეს მასში რგავენ. ხოლო, ნაყენის მოსამზადებლად, 1 ს.კ ნაცარი გახსენით 1 ლ. ცხელ წყალში > დააყენეთ 1 კვირის მანძილზე და დროდადრო ურიეთ. ამ ხსნარით მცენარის მორწყვა 10 დღეში ერთხელ შეიძლება.
V. საფუარი. საფუარი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას გამოყოფს, რომლიც მცენარის ზრდის სტიმულირებას იწვევს.
საფუარით სასუქის მოსამზადებლად, 10 გრ. საფუარს და 1 ს. კ. შაქარს დაასხით 1 ლ. ოდნავ თბილი, წყალი (მშრალი საფუარის შემთხვევაში, 10 გრ. საფუარზე, 3 ს.კ. შაქარი და 10 ლ. წყალი არის საჭირო). საფუარის სახეობის მიუხედავად, ნაყენი 2 სთ. გააჩერეთ და შემდეგ, წყალში გააზავეთ, პროპორციით – 1:5.
VI. ხახვის კოკტეილი. ხახვის კოკტეილს, მეორენაირად «მაცოცხლებელ კოქტეილსაც» ეძახიან, რადგან მასში უამრავი მიკროელემენტია, რომელიც მცენარეებისთვის სასარგებლო და აუცილებელია.
VII. აბუსალათინის ზეთი. ეს სასუქი კარგ შედეგს იძლევა კოკრის გამონასკვის პერიოდში. ხოლო, მის მოსამზადებლად, 1 ჩ. კ. ზეთი – 1 ლ. წყალში უნდა გააზავოთ.
VIII. ბროწეულის ქერქი. ციტრუსების და ბანანის ქერქის გარდა, სასუქის მომზადება ბროწეულის ქერქითაც შეწიძლებას: ქილაში მოათავსეთ დანაწევრებული ბროწეულის ქერქი > დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფარის > გააჩერეთ 1 დღე-ღამე > შემდეგ გაფილტრეთ და მცენარეს დაუსხით.
IX. ასპირინი. მცენარის იმუნიტეტი მომენტალურად გაიზრდება, თუ მას ასპირინის ხსნარს მიასხურებთ. ხსნარის მოსამზადებლად, 1 აბი ასპირინი გახსენით 1 ლ. წყალში.
X. ალოე. ეს მცენარე არა მარტო ადამიანებისთვის, ოთახის მცენარეებისთვისაც სასარგებლოა. ალოეს ხსნარის მოსამზადებლად, 1 ჩ. კ. ალოეს წვენი გახსენით 1, 5 ლ. წყალში.
XI. სოკო. თუ გინდათ, რომ მცენარეს ჯანმრთელი და ლამაზი გარეგნობა ჰქონდეს, სოკოს ნაყენით უნდა მორწყათ: დაანაწევრეთ საკვები სოკო და დაასხით წყალი, პროპორციით – 1 : 1. ერთი დღე-ღამის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ და გადაღვარეთ, ხოლო სოკოს ისევ დაასხით იგივე რაოდენობის წყალი. ნაყენი კიდევ ერთი დღე-ღამე გააჩერეთ, გაფილტრეთ და მცენარე მორწყეთ.
XII. В12. ამ ვიტამინით მომზადებული სასუქი ძალიან სასარგებლოა იებისთვის. სასუქის მოსამზადებლად, 1 ამპულა ვიტამინი В12 გახსენით 1 ლ. წყალში (წყალი ერთი დღით ადრე აიღეთ). ასეთი ვიტამინებით მცენარეების გამოკვება თვეში 2-ჯერ შეიძლება. არხის სხვა სიახლეები:შეიძლება თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით კორონავირუსის დამარცხება? – პასუხობს სინგაპური ვის ახდევინებდნენ უშვილობის გადასახადს?.. და სხვა საინტერესო ფაქტები სსრ კავშირის შესახებ "ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია..." – ოკეანეში დაკარგულების ისტორია იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ ხდებოდა — 10 ისტორიული ფოტო ბრძნული ფრაზები ცხოვრების გასამარტივებლად როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო) 165 2-ს მოსწონს
|