განათლება რა ხდება საქართველოს სახელგავარდნილ სკოლებში? როგორ იქცა "ვეკუას საჯარო სკოლა" დირექციის კერძო კანტორად და ფულოის საჭრელ დაწესებულებად 2021, 13 ოქტომბერი, 10:30 "აკადმიკოს ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლა კორუფციის, ნეპოტიზმის, ქრონიზმისა და თაღლითობების ბუდედაა ქცეული", - ასე წრენ სოციალურ ქსელში ამავე სკოლის მოსწავლები.
"ეს სკოლა ადრე ძალიან კარგი სკოლა იყო, დღეს კი მათთვის, ვისაც სკოლაში სქელი კონვრტები არ მიაქვს ან კიდევ სასწავლო ნაწილის გამგის შვილიშვილი არ არის და დირექტორის ძმაკაცის შვილი ან ნათლული, სკოლა ფაშისტური გაზის კამრადაა ქცეული, აქ თავისუფალ გამოხატვა საბოლოოდაა დასამარებული და ბავშვბის ნაწილი სწავლობს პირფერობასა და საკუთარი თავის გადასარჩნად ვაზელინობას", - აღნიშნავს სკოლის ერთ-ერთი მშობელი ნ. ლ. აი, რას წერს მე-10 კლასელი გოგონა თამარ ბერძენაძე, რომელსაც ამავე სკოლის მოსწავლთა არაერთი მშობელი ეხმაურება და მადლობას უხდის, რომ ერთმა მაინც გაბედა და ხმამაღლა თქვა, ამხილა სკოლის უამრავი მანკიერება. ეს გოგონა სიმართლისთვის ისე შეიძულეს და ისე დაატერორეს, რომ როგორც თვითონ ამბობს, სკოლაში ყოფნისას ელექსტროსკამზე გადაკრულივით ეწყებოდა კანკალი. ბოლოს და ბოლოს, მან სკოლა დატოვა და სხვა სკოლაში გადავიდა, სადაც მასწავლებლები და დირექცია გააოცა კიდეც საკუთარი კოგნიტური შესაძლებლობებით, ცოდნიტა და უნარებით., თამარ ბერძენაძე: "ძალიან ცუდად ვარ! ვერ ვიძინებ, ბევრი მიზეზის გამო! წამოვედი, ძლივს ადამიანურ გარემოში აღმოვჩნდი, ბედნიერად ვიგრძენი თავი და ესეც ვეღარ აუტანიათ.
ახალი სკოლიდან მოვედი დღეს, სტიმულმოცემული, მოტივაციადაბრუნებული, ღირსებააღდგენილი და სათითაოდ მირეკავენ ძველი სკოლის კლასელები! არ ჩერდება ზარები. სათითაოდ მირეკავენ, რადგან უკვე ერთმანეთისაც ეშინიათ მგონი! უსამართლობაზე ხმის ამოღების ეშინიათ, რადგან იმ ტოტს ვერ იჭრიან, რომელზეც თვითონ სხედან. ყველას არ შეუძლია გმირობა. გმირობისთვის მზად უნდა იყო, ძალიან ძლიერი უნდა იყო, თორემ მტერი ჩავარდა გადაკიდებული მასწავლებლის და დირექციის ხელში! მესმის.
მირეკავენ და მოაქვთ ამბავი, ვინ რა თქვა, რომელმა მასწავლებელმა რა თქვა, რომელმა მშობელმა რა თქვა და ზუსტად კუჭამწვარი პერსონები დაპუტუნებენ თურმე! ზუსტად იმ ბავშვების მშობლები, ვინც გამოცდა ვერ დაწერა და კონვერტებით ან ნეპოტიზმით გადაუთრევიათ კლასიდან კლასში! ...
წამოვედი სკოლიდან, რომლის ძველი ძალიან კარგი სახელიდან ნაფლეთიც აღარ დარჩენილა, უსამართლობის, ნეპოტიზმის, კორუფციის და უპასუხისმგებლობის ბუდედ ქცეული სკოლიდან! სადაც მოსწავლეებში მონებს ხედავენ და არა თავისუფალ ადამიანებს (რა თქმა უნდა, არა ყველა მასწავლებელი), მომეშვით! აღარ დამირეკოთ, აღარ მომიტანოთ ამბები!!!! თუ ასე გაღიზიანებთ ის უსამართლობა, რომ როგორც თქვით, "დებილები გადაიყვანეს და შენნაირი, თათუკასნაირი და ანასნაირი ბავშვები დაიქნიეს", მანდვე ამოგეღოთ ხმა! მე ნუღა მაღიზიანებთ! აღარ მაინტერესებს ცარიელი ადგილი, სკოლის მსგავსი დუქანი და იქვე სკოლის ახლო ხორავას სახლში გახსნილი ფულის საჭრელი კანტორა. ის სკოლა სკოლა არ არის, რომელიც მოსწავლის არც ჯანმრთელობით დაინტერესებულა ოდესმე, არც ოჯახური პირობებით და პირადით, არც იმით შეწუხებულა, პანდემიის სტრესმა როგორი დაღი დაგვასვა და არც მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგების დახმარება შემოუთავაზებია არასდროს(!), თუკი ამის საჭიროება იდგა. ინფორმირებულიც კი არ ვიყავი, რომ ასეთი სერვისი არსებობს!!! სადაც ავიწყდებათ, რომ ჩვენ სარკეები ვართ და რასაც ჩამოახედებენ, იმას დაინახავენ! ავიწყდებათ, რომ ჩვენ არ ვართ სრულწლოვანები, რომ ყველაფერი ვიცოდეთ და ყველა პრობლემას დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდეთ! ის სკოლა, სკოლა არ არის, სადაც მამონასთვის სულმიყიდული მონები არიან და მხოლოდ ფული აინტერესებთ, როგორ მოიზიდონ!
ამ სკოლამ პანდმიის ფონზეც კი დამანახა, რომ არანაირი სიკეთე არ არსებობს! რომ ჰუმანიზმი მითია! რომ ემპათია გამოგონილი ცნებაა! მართალი იყო ჰობსი, რომ ადამიანები ბუნებრივ მდგომარეობაში სასტიკნი არიან და ეს ბუნებრივი ინსტიქტი მხოლოდ კანონსა და საზოგადოებრივ წყობას შეუძლია შეაკავოს. როცა ყველაფერი მოიშალა, როცა სრული ქაოსი და ანომიაა, ადამიანებმა საკუთარი ნაღდი სახე დამანახეს! აქა-იქ თუ იპოვი თითოოროლა კეთილშობილს, მაგრამ სიმცირის გამო სამწუხაროდ ამინდს ვერ ქმნიან.
აღარ დამირეკოთ! და თუ ასე გაწუხებთ სინდისი, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ, ამოიღეთ ხმა, მე კინუ მირეკავთ და მაღიზიანებთ! როცა უსამართლობა სხვის კარზე აკაკუნებს და ხმას არ ამოიღებთ, შემდეგი კარი თქვენი იქნება!
კონვერტები და სასწავლო ნაწილის გამგე ბაბუები ყოველთვის და ყველგან ვეღარ გიშველიან! თუმცა ვაზელინები რა თქმა უნდა ყოველთვის აქტუალური იქნება თქვენს ცხოვრებაში!"
თამარს ბევრი მხარდამწერი გაუჩნდა და მეტწილად უკვე ვეკუას სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც უკვე გაბედულად წერენ კომენტარებს. რაც შეეხება მოსწავლებს, რომლებიც ისევ სკოლაში აგრძელებენ სწავლას, სხვა რა გზა აქვტ, გარდა იმისა, რომ "პოლიქროინიონ" იმღერონ. მათ ხომ მონებად ზრდიან და აყალიბებენ? ისინი, კი ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავენ, სკოლიდან განდევნილები არიან. როგორც ჩანს, სკოლა სოციალურ ქსელსი აზრის თავისუფალ გამომხატველებს სჯის, რაც კომენტარებიდან ხდება ცნობილი. თამარი ავტორებისგან ნებართვით აქვეყნებს, რას წერენ მშობლები და მოსწავლეები ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან გოგონა ბრზოლის შეწყვეტას არ აპირებს და იუნისეფის წარმომადგენელის საქართველოში ღასან ხალილისა და სახალხო დამცვლის ჩართვალს ითხოვს სკოლაში ბავშვთა დისკრიმინაციისა და ფსიქოტერორის შესასწავლად. აი, რთ-ერთი კუსრდამთავრებულისგან მირებული მხარდაჭერა: ამავე სკოლის მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც "დასქრინვის" და გამოქვეყნების ნებართვას აძლევენ თამარს", აი, რას წერენ: უსამართლობების გასარკვევად, რამდენიმე მოსწავლემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც უპასუხეს, რომ სკოლის სიდა სტანდარტებში არ ერევიან. საჯარო სკოლაში რა ხდება, თუკი განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეს არ აინტერესებს, გამოდის, რომ ეს საჯარო სკოლა კი არა, როგორც მოსწავლები აღნიშნავენ კიდეც, დირექტორის ნუგზარ კედელაშვილის და სასწავლო ნაწილის გამგეების - მაკა ბიბილეიშვილისა და თემურ გაჩეჩილაძის პირადი კანტორაა! ამას ისიც ადასტურებს, რომ სკოლას აქვს "სტანდარტზედა საგანი", რომელშიც ძირითადად, არაფერს ასწავლიან (მხოლოდ მენეჯმენტის კურსია კარგი) და მშობლბმა არ იციან, რაში ყრიან წლის განმავლობაში 850 ლარს! ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გოგონას სოციალური ქსელის კედელზე გამოქვეყნებული პოსტების კითხვის შემდეგ დირექციამ, რომელიც აქამდე კლასში არასდროს შესულა და დაინტერესებულა, რა ხდება, იკადრა კლასებში შესვლა იმის გასარკვვად, ვინმეს რაიმე პრობლმა ხომ არ აქვს, ვინმეს რაიმე ხომ არ აწუხებს. გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე ს ! "ეს უკვე მე აღარ მეხება, ჩემთვის ეს აღარაფერს ცვლის, მაგრამ სკოლა რომ ცოტა მაინც გამოვაფხიზლე, ძალიან მემადლიერებიან ამისთვის ყოფილი სკოლელები პოირად მიმოწერაში, ჩუმჩუმად. რა ქნან? ხმამაღლა რომ გააპროტესტონ, იმ ტოტს ხომ ვერ მოიჭრიან, რომელზეც სხედან და მასწავლებლებს ხომ არ გადაიკიდებენ? ვის უნდა პირში სიმართლისმთქმელი მოსწავლე, რომელიც სკოლის ჩამპალ სიტუაციას სამზეოზე გამოიტანს?", - ამბობს თამარ ბერძენაძე, თუმცა როგორც ჩანს სკოლას ცოტა გამოფხიზლება კი არა, კომპლექსური შესწავლა სჭირდება, მათ შორის, სამართალდამცველებისა და ფსიქოსოციოლოგებისგან! 214 2-ს მოსწონს |
ინდივიდი,ინდივიდი და კიდევ მრავალჯერ ინდივიდი,ეს უნდა იყოს ამომავალი წერტილი ყველა სფეროში. ადამიანებს ვერ დაამსგავსებთ ერთმანეთს,რადგან ბუნების კანონია და ის განსხვავებული ინდევიდებისგან შედგება. არსებობს მხოლოდ ერთი თანასწორობა,კანონის წინაშე თანასწორობა და ადამიანმა უნდა იფიქროს ამაზე.
პ.ს. ჩრდ.კორეაში ტყავის ქურთუკები აუკრძალიათ და როგორ ფიქრობთ,შავბაზარზე იყიდება ტყავის ქურთუჯები? სსრკ დროს აკლძალული იყო ჯინსები და ინდივიდებმა შექმნეს "ჯინსების თაობა",ხოლო მალე იქაც იქნება "ტყავების თაობა"
იუნისეფის და სახალხო დამცველის აპარატის იმედი დიდად არ მექნებოდა,რადგან რაღაც სახის ბიუროკრატია და ერთმანეთის ტყავს არ დახევენ,არც არასოდეს დაუხევიათ. მოვლენ და მჭერმეტყველებას დაიწყებენ,რაღაცას შეცვლიან,მაგრამ სისტემის შესარემონტებლად ოღონ და არა ცვლილებისთვის.
რაც შეეხება ზიზღს და გმირობას,არანარი გმირობა არ არის,როცა საკუთარი უფლებები იცი და ამას იცავ,გმირობა ის არის,როცა სხვის უფლებებს იცავ,მაშინ როცა კომფორტის ზონაში ხარ. ისეთი დრო არის,რომ ყველას გმირს ეძახიან და თვითონ უნდა გაარკვიოს ადამიანმა გმირი არის თუ არა. ამიტომ კითხე საკუთარ თავს,რას გააკეთებდი შენ,როცა სხვას დაუდგა ეგ პრობლემა. მე არ მიპასუხო... ჩემს აზრს გეტყვი,რეაქცია რო მიგეცა და მართლა გმირობა ყოფილიყო,მაშინ ეგ პრობლემა არ მოვიდოდა შენამდე.