x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„2 თვეში სულ მცირე 2000-ზე მეტი მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი!“ - ბიძინა კულუმბეგოვი
image


"ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი! შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი! პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ >1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინირებულებში >10X მცირდება სიკვდილის შანსი, აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის! - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

.
მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, ვაქცინაციის, პირბადის და სოციალური დისტანციის გარდა, ალტერნატიული რეცეპტი არ არსებობს.

.

"ძალიან ვაგვიანებთ კოვიდ-პასპორტების შემოღების თემას, სადაც საუბარი იქნება კოვიდის იმუნიტეტზე და არა მხოლოდ ვაქცინაციის სტატუსზე! ამდენი არა-იმუნური ადამიანი, რაც ბუნებრივად დაუსრულებელი კოვიდტალღებისკენ მიგვაქანებს, სერიოზული პროპლემაა ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ნუ გახდით ადამიანების და სახელმწიფოს ბედს პოლიტიკური პროცესის მძევლად!", - ამბობს ალერგოლოგი.

.

კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება.

.

"სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.

.

წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ ხუთჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა ათჯერ შევამციროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია", - აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

1
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
2021, 13 ოქტომბერი, 9:17
,,ექიმი'' რომ იტყვის, 2000 კაცს სიკვდილი ელოდებაო, ხომ არის ვან დამის მოქნეული ფეხის ღირსი)
0 1 1