საზოგადოება როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ! 2021, 13 ოქტომბერი, 9:55 აქ მთელი სამყაროდან ჩამოდიან ტურისტები, საოცნებო ქვის პოვნის იმედით, და პოულობენ კიდეც! ახლახანს, წლის რეკორდსმენი აღმოაჩინეს - 4, 38 კარატიანი ალმასი. ალმასის ერთადერთი საბადო მსოფლიოში, სადაც მპოვნელს შეუძლია დაიტოვოს ნაპოვნი ძვირფასი ქვა, მდებარეობს ამერიკულ არკანზასში და მას "ალმასების კრატერი" ეწოდება. ამ უნიკალურ ადგილზე ალმასები მნახველების ფეხებთან ყრია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. "ალმასების კრატერი"განძთა მაძიებელნი ალმასების ძებნა ბევრი ამერიკელის საყვარელი ჰობია, განსაკუთრებით პენსიონერების. ისინი ჩამოდიან არკანზასში და საათობით, გულმოდგინედ ეძებენ პარკის უზარმაზარ ტერიტორიაზე (370 ჰექტარი). "ალმასების კრატერი" ცნობილია 1906 წლიდან, მაგრამ მაშინ ის არ იყო ყველასთვის ღია-ეკუთვნოდა კერძო კორპორაციას. 1972 წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნა სახელმწიფო პარკი და ამ ერთგვარმა "ალმასების სასაფლაომ" მიიზიდა ბრილიანტებზე მონადირეების მრავალრიცხოვანი ბრბო. პარკი "ალმასების კრატერი"ამ გადახურვის ქვეშ ალმასისმაძიებლები რეცხავენ ძირფასი ქვის შემცველ მიწას
ამჯერად, სხვებზე მეტად, ბედმა კალიფორნიელ ნორინ ვდენბერგს და მის მეუღლეს, მაიკლს გაუღიმა. პენსიონერი წყვილის წარმატებას ნაწილობრივ ხელი შეუწყო შესაფერისმა ამინდმაც. პარკის მუდმივმა მნახველებმა იციან, რომ ალმასების ძებნა საჭიროა დიდი წვიმის შემდეგ. "არკანზასში ჩვენი ჩამოსვლის წინ დიდი წვიმები იყო. პარკის მონახულების დღეს ნიადაგი უკვე შემშრალი იყო და მზეც ანათებდა, მზის სხივებზე კი ადვილად შეიძლება მოკაშკაშე ობიექტის დანახვა. "-ამბობენ მასმედიასთან ვდენბერგები. მოელვარე ქვის დანახვაზე წყვილს ნამდვილად არ ეგონა, რო მათი აღმოჩენა ბრილიანტი გამოდგებოდა. ქვა ფორმით მსხალს ჩამოჰგავს და მოყვითალო ფერი აქვს. ამ პარკში ყოვედღე შეიძლება ბავშვების ნახვა, რომლებიც მიწაში იქექებიან და მოზარდებისა, რომლებიც მიწას ცრიან. ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, "ალმასების კრატერის" მნახველების მიერ, 2021 წლის განმავლობაში აღმოჩენილია 258 ალმასი, საერთო წონით 46 კარატი. "ალმასის ციებ-ცხელების" რეკორდები არსებობს ბევრი ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ იქნა აღმოჩენილი პირველი ალმასები პარკის ნიადაგში. ყველაზე პოპულარული 1906 წლიდან იწყება, როცა ფერმერი ჰადლსტონი მიწას ამუშავებდა და შემთხვევით შენიშნა ორი უცნაური "შუშა". იგი მათ გახეხვას შეეცადა და შეამჩნია რომ კვალს ტოვებდნენ, ამიტომ იუველირთან გადამოწმება ამჯობინა. პარკის ტერიტორიის ფორმირება მოხდა მსხვილი გეოლოგიური ძვრებისა და ძლიერი ვულკანური აქტივობის შედეგად, რომელიც სამი მილიარდი წლის წინ დაიწყო. მაღალმა ტემპრატურამ და წნევამ, დედამიწის ქერქიდან 100-150 კმ.-ის სიღრმეზე ნახშირბადი ალმასის კრისტალებად აქცია. შემდგომ გაზების აფეთქებებმა ეს ქანები დედამიწის სიღრმიდან ზემოთ ამოიტანა. მოგვიანებით მიწა გაყიდეს და კომერციულ საბადოდ აქციეს. საბადოს შესახებ ცნობამ არკანზასში განძთა მაძიებლები მიიზიდა. ასობით ალმასი იქნა მოპოვებული, მათ შორის, 1924 წელს აშშ-ში აღმოჩენილი ყველაზე მსხვილი თეთრი ალმასი "ძია სემი", წონით 40, 23 კარატი. არკანზასის შტატის ალმასები ძირითადათ სამი ფერისაა: ყვითელი, ყავისფერი და ყველაზე ძვირფასი-თეთრიფოტოზე ტიპიური სამკარატიანი ალმასია
აღმოჩენილი ქვების რეგისტრაციის ცენტრი, რომელიც პარკში მდებარეობს, ნაპოვნი ქვების რეგისტრაციას აწარმოებს. მათი მონაცემების მიხედვით, რაც წლები გადის, ნაპოვნი ქვები ზომაში თანდათან მცირდება. უკანასკნელი შთამბეჭდავი აღმოჩენა, 20-დან 40 კარატამდე, დაფიქსირდა გასულ საუკუნეში. 2000 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მსხვილი ალმასი წონით 9, 07 კარატი ნაპოვნია გასულ წელს, ამერიკელი კევინ კინარდის მიერ. ეს საინტერესოა:როგორ ცხოვრობენ მესამე სქესის წარმომადგენლები ბანგლადეშში
ბაიკალის ტბის შვიდი იდუმალი მოვლენა
კუნძულ ოუკის წყევლა - ლეგენდარული "ფულის ორმოს" ისტორია (+ვიდეო)
ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)
Silver Islet - სუფთა ვერცხლის კუნძული
მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა
ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს
10 ფაქტი ასურეთის ძლევამოსილ, მაგრამ სასტიკ არმიაზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლო აღმოსავლეთს
860 4-ს მოსწონს |