სხვა ყველაზე იდუმალებით მოსილი ტერაქტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში-როგორ ააფეთქეს ტუ-104 2021, 11 ოქტომბერი, 12:30
50 წლის წინ, 1971 წლის 10 ოქტომბერს, კვირას საღამოს, ჩამოვარდა საჰაერო ხომალდი Tu-104B-, რომელიც მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სიმფეროპოლში მიფრინავდა. ეს იყო მისი უკურეისი. ფრენამ სიმფეროპოლიდან მოსკოვამდე კარგად ჩაიარა, 19:02 წუთზე თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა ვნუკოვოში, შემდეგ ეკიპაჟი მოემზადა უკან დაბრუნებისთვის და გაფრინდა სიმფეროპოლში 20:16 წუთზე. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 7 წევრი და მხოლოდ 18 მგზავრი, თუმცა მანამდე თვითმფრინავი სავსე იყო ყირიმიდან დაბრუნებული მგზავრებით.
20:16:31 -ზე, თვითმფრინავის მეთაური, კონსტანტინ კლიუშნიკი დაუკავშირდა დისპეტჩერს და მოახსენა, რომ ის მიემართებოდა სოფელ ჩორნაია გრიაზისაკენ, რომელიც მდებარეობს ვნუკოვოდან 50 კილომეტრში. საპასუხოდ, დისპეტჩერმა ბრძანა 1500 მ სიმაღლეზე ასვლა და 20:16:44 -ზე მოითხოვა 1200 მ სიმაღლეზე ასვლისას, შეატყობინოს პილოტმა. თუმცა, თვითმფრინავიდან აღარავინ უპასუხა. დისპეტჩერმა, არაერთხელ მცდელობის მიუხედავად ეკიპაჟთან დაკავშირება ვეღარ შეძლო. თვითმფრინავი ჩამოვარდა პრაქტიკულად აფრებისთანავე აეროპორტიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით და მთლიანად განადგურდა. ამინდი იმ დროს მოღრუბლული იყო, ხილვადობა 6 კილომეტრი, მაგრამ ეს არ ითვლებოდა ისეთ ამინდათ, რომელსაც შეეძლო კატასტროფა გამოეწვია. ინსტრუქციის თანახმად, ბორტზე იმყოფებოდა თანმხლები მილიციელი, მაგრამ შემდეგ ანგარიშში ის მოხსენიებული იყო, როგორც მგზავრი.ტრადიციულად საბჭოთა მედიაში ამ კატასტროფის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ერთ -ერთი მსხვერპლი იყო ახალგაზრდა კინომსახიობი რაისა ზვერევა, რომელსაც არავინ იცნობდა: იმ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო და ერთადერთი ფილმი, რომელშიც მან ითამაშა მთავარი როლი, გამოვიდა მისი გარდაცვალების შემდეგ. ფილმს ერქვა "არბატის კუთხეში და ბუბულინას ქუჩაზე" (1972). თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ კატასტროფის მიზეზი იყო ტექნიკური გაუმართაობა, რადგან Tu-104 საკმაოდ არასაიმედო აღმოჩნდა და ხშირად ექმნებოდა პრობლემები. შეიქმნა 1950-იან წლებში, ბომბდამშენ ტუ-16-ის ბაზაზე და რეკორდულად მოკლე დროში. ეს არ იყო მხოლოდ პირველი საბჭოთა რეაქტიული თვითმფრიავი, ის იყო ერთ – ერთი პირველი მსოფლიოში - ბრიტანული De Havilland Comet– ის, კანადური Avro Jetliner– ის და ფრანგული Sud Aviation Caravelle– ის შემდეგ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას შემდეგ რაც 1956 წელს De Havilland Comet– მა შეწყვიტა არსებობა გახშირებული ავიაკატასტროფების გამო და სანამ Boeing 707-ი დაიწყებდა ფრენას 1958 წლის ოქტომბერში, Tu-104 იყო ფაქტობრივად ერთადერთი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავი . სულ დამზადდა 201 თვითმფრინავი, მაგრამ ისინი აღმოჩნდნენ საკმაოდ პრეტენზიული და ტექნიკურად რთულად მართვადი, უკვე 1960 წელს Tu-104 წარმოება შეწყდა, ხოლო არაერთი რეზონანსული ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყეს მათი თანდათანობით ჩამოწერა. შედეგად 37 თვითმფრინავი ჩამოვარდა, რამაც 1137 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის გარდა სამჯერ სცადეს ტუ -104-ის გატაცება, რასაც 84 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შედეგად მოდერნიზაციის შემდეგ, 100 ადგილიანი თვითმფრინავი გადაკეთდა 115 ადგილიანად, შეიცვალა სანავიგაციო და რადიო ტექნიკური აღჭურვილობა და მოდერნიზაციის შემდეგ მიიღო სახელი Tu-104B- ზუსტად ამ მოდიფიკაციის ხომალდი მიფრინავდა სიმფეროპოლში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების დროს, ექსპერტებმა აღმოაჩინეს დამწვრობის ნიშნები თვითმფრინავის იმ ნაწილებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ჰაერში მოძვრა მიწაზე დანარცხებამდე, ხოლო ბევრ ფრაგმენტზე ტროტილის ნაწილაკები იქნა აღმოჩენილია . ასე რომ, დადგინდა:კატასტროფა ბომბის აფეთქებამ გამოიწვია. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ასაფეთქებელი საბარგო განყოფილებაში იდო, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ პირდაპირ სამგზავრო სალონში იყო დამალული.-ბორტის მარცხენა მხარეს, მგზავრის სავარძელსა და ფუზელაჟის კედელს შორის, მისი წონა იყო 0.4-0.8 კგ ტროტილი . ბომბი აფეთქდა აფრენიდან რამდენიმე წამში, გაგლიჯა ფუზელაჟის მარცხენა მხარე და ფრთის ელემენტები.აეროპორტიდან სამიოდე კილომეტრის მანძილის დაფარვის შემდეგ თვითმფრინავი მიწისკენ გაქანდა 550-600 კმ / სთ სიჩქარით და დაეცა სოფელ ბარანოვოს სიახლოვეს, ვნუკოვოდან 10 კილომეტრში. ორწლიანი გამოძიების შედეგად კატასტროფის გამომწვევი დამნაშავე ვერ იქნა ნაპოვნი. ვერც დანაშაულის მოტივი დაგდინდა და ვერც მათი რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი. ავიაეკიპაჟებს შორის, რომლებმაც, რა თქმა უნდა, იცოდნენ ასეთ ინციდენტების შესახებ, რიგითი საბჭოთა მოქალაქეების უმრავლესობისგან განსხვავებით, ვრცელდებოდა ყველაზე უცნაური ვერსიები. ვიღაცას სჯეროდა, რომ კომისიის დასკვნები გაყალბდა იმიტომ, რომ მთლიანად არ დასამარებულიყო წამყვანი ლაინერის რეპუტაცია და სინამდვილეში აფეთქება არც მომხდარა. ვიღაცას სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩინელებმა მოაწყვეს - ზუსტად იმ პერიოდში კიდევ ერთხელ გამწვავდა ურთიერთობა სსრკ -სა და ჩსრ- ს შორის. ამასთანავე ძალზე უცნაური იყო ამავე დროს სრულიად უდანაშაულო მგზავრების დახოცვა თითქმის ცარიელ სალონში ყოველგვარი ულტიმატუმის და რაიმე გზავნილის გარეშე. ყველაზე ეგზოტიკური ვერსია მოიცავს ვარაუდს, რომ რაღაც არალეგალურ ტვირთი გააგზავნეს მოსკოვში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო სამართალდამცავი ორგანოების ხელში, ამიტომ ბომბი ე.წ. დამცავი მექანიზმი იყო, რატომღაც ადრესატმა ვერ აიღო ტვირთი მოსკოვში და დარჩა თვითმფრინავში. მეტ -ნაკლებად გონივრული, სიმართლესთან მიახლოებული ვერსია შეიძლება იყოს წინასწარ დაგეგმილი თვითმფრინავის გატაცების ვარიანტი რა დროსაც ტერორისტს შესაძალოა მოუხერხებელი მანევრით სრულად შემთხვევით აუფეთქდა ბომბი აფრენიდან რამდენიმე წამის შემდეგ . ყოველ შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ, 1973 წლის გაზაფხულზე, ტერორისტებმა ორჯერ ააფეთქეს Tu-104 მას შემდეგ, რაც ვერ მიიღეს სასურველი შედეგი კურსის შეცვლის შესახებ.23 აპრილს ლენინგრადი-მოსკოვის რეისი, რა დროსაც დაიღუპა თავად ტერორისტი ივან ბიდიუკი და ბორტმექანიკოსი ბიკენტი გრიაზნოვი, პილოტმა დაზიანებული თვითმფრინავი მშვიდობიანად დასვა პულკოვოს აეროპორტში .51 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი ყველა გადარჩა. და 17 მაისს ჩიტაში, იქ სამწუხაროდ 72 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი ყველა დაიღუპა, მოგვიანებით დადგინდა, რომ თვითმფრინავის გატაცების მცდელობა ჰქონდა 32 წლის ჩინგიზ -იუნუს ოღლი რზაევს. 434 5-ს მოსწონს
|