კულტურა ამ გოგონამ მილიონობით კაცის გული დაიპყრო 2021, 10 ოქტომბერი, 12:10 ![]() რომინე მალასპინე მხოლოდ 27 წლისაა, მაგრამ ამ ლამაზმანს უკვე შეუძლია დაიკვეხნოს მრავალი "ტიტულით" . ის არის მოდელი, რეალიტი შოუს სატელევიზიო ვარსკვლავი, მომღერალი, მოცეკვავე, ბიზნესმენი, მსახიობი და ბოლო დრომდე არგენტინაში "26-ე არხის" ახალი ამბების წამყვანი. გოგონა ამ თანამდებობას იკავებდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში. რომინას გარეგნობა იმდენად მიმზიდველია, რომ მათაც კი, ვისაც ნაკლებად აინტერესებდათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, დაიწყეს მისი "ახალი ამბების" ყურება. ტელეწამყვანის "ინსტაგრამ-გვერდი " 2, 6 მილიონ ადამიანს აქვს გამოწერილი, სადაც ის ხშირად აქვეყნებს ბიკინში გამოწყობილი ცხელ- ცხელ ფოტოებს. ![]() ამ გაზაფხულზე გოგონამ გამოაცხადა, რომ იგი ტოვებს სატელევიზიო ჟურნალისტიკას, რადგან მთლიანი დრო უნდა დაუთმოს საკუთარ შემოქმედებას, ასევე პროექტს, რომელიც კრიპტოვალუტასთან არის დაკავშირებული. ![]() რამდენიმე თვის წინ, რომინამ გამოუშვა თავისი პირველი სიმღერა, სახელწოდებით "Color"-ი.მას მოჰყვა მალევე მოჰყვა მეორე სინგლი "Todo Está Bien" ბლოგერი ასევე ზრუნავს თავის შინაურ ცხოველზე, კატა მიაზე, რომელიც მან აიყვანა. გოგონას ძალიან უყვარს თავის ფისუნია, მოდელმა ცალკე აკაუნტიც კი გაუხსნა სოციალურ ქსელში კატა მიას. ![]() 887 4-ს მოსწონს
|