საზოგადოება „ვერ გაითვალისწინა, რომ მის მომხრეებზე მეტი ადამიანი მისი რეპრესიების და რეჟიმის მსხვერპლია" 2021, 9 ოქტომბერი, 18:51 სოციალური ქსელის მომხმარებელი, ბიბი გელაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მან რამდენიმე დეტალი ვერ გაითვალისწინა. როგორც თავად წერს, სააკაშვილის მომხრეებზე უფრო მეტი, მისი რეპრესიების და რეჟიმის მსხვერპლია. .
„და რას ელოდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისას?
. ალბათ ასი ათასობით ადამიანს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდოდნენ და მის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. მოსახლეობას, რომელიც სრულ ნდობას გამოუცხადებდა მას. , თანაპარტიელების თანადგომას, რომელთაც მოენატრათ იგი. გადატრიალებას და ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ რა ვერ გაითვალისწინა იმპულსურმა, ქარიზმატულმა, ენერგიულმა და მუდამ ნარკოტიკების და ფსიქოტროპული წამლების ქვეშ მყოფმა, ყოფილმა პრეზიდენტმა? ის, რომ ხალხს მისი უამრავი დიდებული საქმეების: აღმშენებლობისა, კორუფციის მოსპობის(დაბალ ფენებში), საქართველოდან ჯერ რუსეთის ჯარის გაყვანის და შემდეგ შემოყვანის, სამუშაო ადგილების შექმნის, ნატოსკენ სწრაფვის, ქართული ჯარის მოდერნიზების, სიღარიბის მაღალი დონის დაძლევის, პენსიების ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, კარგად ახსოვს აგრეთვე: . ძალადობა! დაშინება! უსამართლობა! ეკლესიის რეპრესია! ტერიტორიების დაკარგა! ფულის მითვისება! ციხეში წამება! განუკითხაობა! თავგადასულობა! მაღალ ფენებში მექრთამეობა! ბიზნესების ახევა! ქონების დახევა! ახალგაზრდების ქუჩაში მკვლელობა! ... და უამრავი სხვა რამაც კარგად ახსოვს. . ვერ გაითვალისწინა, რომ მის მომხრეებზე მეტი ადამიანი მისი რეპრესიების და რეჟიმის მსხვერპლია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის არ დაბრუნდეს. 9 წელი ქვეყანაში არ ყოფნის შემდეგ გამოჩნდა და ეგონა, რომ ხალხს მხოლოდ მისი გაკეთებული უამრავი სიქველე ახსოვდა. გამოგვეცხადა და დიდი სიამაყით გვამცნო, მასზე 23 წლით უმცროს, 30 წლის უმშვენიერეს გოგონასთან რომანის შესახებ. , რას ელოდა? ქართველ ერს უნდა გახარებოდა თავის დროზე მთელი ქვეყნისათვის უსაყვარლესი პირველი ლედის, 2 შვილის დედის, სანდრა რულოვსის დატოვების ამბავი?! და 30 წლის გოგოსთან მისი ოფიციალური რომანი? (ბოდიში მიშა მაგრამ მანდაც მაგარი შეცდი) , იმისდა მიუხედავად, რომ მმართველი პარტია სრულებით არ არის ის რაც გვინდა და ვერ არის ის ვინც გვინდა. იმისდა მიუხედავად, რომ ვიცით მექრთამეობა მძვინვარებს, თანამდებობებზე დილეტანტები და გაუნათლებლები სხედან. . ვიცით, რომ ქვეყანა ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება და ოცნება არ ასრულებს დაპირებებს (ვერ ასრულებს უფრო). იმისდა მიუხედავად, რომ ემიგრაციის დონე კატასტროფულს მაჩნებელს მიუახლოვდა და ინფლაციამ ისტორიულ მაქსიმუმს გადააბიჯა, პროდუქტი გაძვირდა, ცხოვრება გაძნელდა, მაინც ფაქტი ერთია: ქვეყნის უმრავლესობას კვლავ „ქართული ოცნების" მართული ქვეყანა ურჩევნია, ვიდრე ნაციონალების „აშენებული" და „აყვავებული" სახელმწიფო... , ხოლო ჩვენი ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონება გახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მრავალმხრივ ტანჯული, ოკუპირებული, ბედკრული საქართველო", - წერს ბიბი გოგოლაძე. 492 3-ს მოსწონს
|