კულტურა 63 წლის მადონამ გიჟური შოუ მოუწყო ტელემაყურებლებს(ვიდეო) 2021, 8 ოქტომბერი, 19:38 ![]() ![]() უცნაური სეგმენტი დაიწყო მაშინ, როდესაც ჯიმიმ მადონას ჰკითხა, რისი იმედი აქვს და რას მიიღებს ფილმისგან, რაზეც პოპ-დივამ უპასუხა: „ხელოვნება მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში.მე არ ვფიქრობ, რომ ხალხი ამას საკმარისად აღიქვამს.მე ნამდვილად შთაგონებული ვარ მწერალი ჯეიმს ბოლდუინით. ” მადონამ განაგრძო: ”ის იყო შოუს შთაგონების შესანიშნავი წყარო და ერთ -ერთი ის რასაც შოუში ხშირად ისევ ვციტირებ არის ის, რომ არტისტები არსებობენ იმისათვის, რომ დაანგრიონ ეს სამყარო. " ”ასე რომ, მე ვიმედოვნებ, რომ დღეისთვის არა მხოლოდ თქვენ სამყაროს დავანგრევ, არამედ იმ ხალხის სამყაროსაც, რომლებიც ამ შოუს უყურებენ..ვგულისხმობ ამას საუკეთესო სანახობრივი კუთხით " ამის შემდეგ მადონა წამოხტა, მაგიდაზე გაიშხლართა და ფეხები აპლაკა, ამ დროს წამყვანი ჯიმი ფელონი ცდილობდა შეეჩერებინა მადონა: ![]() ამასობაში მადონა წამოდგა და მაყურებლებს კიდევ ერთი "სანახაობა" შესთავაზა, ქვედაბოლო წამოიხადა და დუნდულები დაანახვა საზოგადოებას. ![]() ამის გარდა 63 წლის მადონა ბოლო ხანებში სულ უფრო მეტად აოცებს თაყვანისმცემლებს ურცხვი და ვულგარული ფოტოებით. სექტებერის პირველ რიცხვებში პოპ დივა გამოეწყო ისეთ "სამოსში", რომელზეც უფრო სიმართლე იქნებოდა გვეთქვა, რომ ფაქტობრივად მთლიანად გაშიშვლდა.
1272 4-ს მოსწონს
|