x
image
intermedia.ge
Mediator image
სიახლე! 11 ოქტომბრიდან - “ბიბლიის ენციკლოპედია“ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ერთად!
image


კვი­რის პა­ლიტ­რის” მკი­თხველს კი­დევ ერთ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” . 11 ოქ­ტომ­ბრი­დან თვე­ში ერთხელ “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის” პირ­ვე­ლი ტო­მის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად.


ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი.


– სულ ახ­ლა­ხანს დას­რულ­და სე­რია “ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით”, რო­მე­ლიც მიყ­ვე­ბო­და გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ რომ­ლის ავ­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რი ასე­ვე თქვენ იყა­ვით და რო­მე­ლიც ასე­ვე პა­ლიტ­რა L -ისა და “კა­რიბ­ჭის” სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფის მიერ მომ­ზად­და. დიდი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სე­რია „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ ამ­ჯე­რად ჟურ­ნალ „კა­ბიბ­ჭეს გაყ­ვე­ბა“ . რით გან­სხვავ­დე­ბა ”ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია” მის­გან?



– “ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით” გახ­ლდათ 26 ტო­მე­უ­ლი, მას­ში ბიბ­ლი­ის ყო­ვე­ლი წიგ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მუხ­ლის საღვთის­მე­ტყვე­ლო ში­ნა­არ­სის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას წა­ი­კი­თხავ­დით. ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი მოხმო­ბი­ლი და თარ­გმნი­ლი გახ­ლდათ წმინ­და მა­მა­თა ეკ­ზე­გე­ტი­კუ­რი ნაშ­რო­მე­ბი­დან და ამ 26 ტომ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბიბ­ლი­ის მთლი­ა­ნი ტექ­სტის გა­გე­ბი­სათ­ვის და მისი ში­ნა­არ­სის სწო­რად აღ­ქმი­სათ­ვის ძი­რი­თად და მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­მენ­ტა­რებს მო­ვუ­ყა­რეთ თავი.


რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრო­ექტს, მისი სა­ხელ­წო­დე­ბაა “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია” და მას­ზე იგი­ვე სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, რო­მელ­მაც “ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით” მო­ამ­ზა­და. ბიბ­ლია კა­ცობ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი წიგ­ნი გახ­ლავთ და მას­ში დევს დიდი ინ­ფორ­მა­ცია კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნეა, ბიბ­ლი­ის ტექ­სტის მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს პრო­ცე­სი ამო­უ­წუ­რა­ვია _ და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე, რო­გორც უსას­რუ­ლო და უკი­დე­გა­ნოა ის მად­ლი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბი­თაც ეს წიგნ­თა წიგ­ნი იწე­რე­ბო­და.


“ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია“ – ეს არის ვრცე­ლი ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უამ­რავ კი­თხვას სცემს პა­სუხს. ეს კი­თხვე­ბი ეხე­ბა ბიბ­ლი­ურ არ­ქე­ო­ლო­გი­ას, არ­ქი­ტექ­ტუ­რას, ას­ტრო­ნო­მი­ას, გე­ოგ­რა­ფი­ას, ბიბ­ლი­ურ მოღ­ვა­წე­თა ბი­ოგ­რა­ფი­ებს, ბო­ტა­ნი­კას, სამ­ხედ­რო ხე­ლოვ­ნე­ბას, ზო­ო­ლო­გი­ას, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას, ხე­ლოვ­ნე­ბას, მი­ნე­რა­ლო­გი­ას, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ას, მე­დი­ცი­ნას, მა­თე­მა­ტი­კას, ნუ­მიზ­მა­ტი­კას, პე­და­გო­გი­კას, ფი­ზი­კას, ეთ­ნოგ­რა­ფი­ას და სხვა.


ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის წყო­ბა და ში­ნა­არ­სი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გან­მარ­ტე­ბი­თი ბიბ­ლი­ის ტო­მე­უ­ლი­სა­გან. ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე ბიბ­ლი­ის ტექ­სტის გაც­ნო­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი დაგ­ვრჩეს.


– სულ რამ­დე­ნი ტო­მია და რო­გო­რი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი წიგ­ნის ში­ნა­არ­სი?


– “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია” ოთხტო­მე­უ­ლია. ამ ტო­მებ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია 7 500-მდე ტერ­მი­ნი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის წიგ­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს. შე­ვე­ცა­დეთ, რომ გან­მარ­ტე­ბა­ნი ყო­ფი­ლი­ყო სრუ­ლი, მარ­ტი­ვი, ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი. პირ­ველ ტომ­ში ა-დან ზ-მდე ან­ბა­ნუ­რად და­ლა­გე­ბულ ტერ­მინ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბია.


გან­სა­მარ­ტი ბიბ­ლი­უ­რი ტერ­მი­ნე­ბი მოგ­ვყავს ბიბ­ლი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი­დან. თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ის, რომ ყო­ვე­ლი ტერ­მი­ნის გან­მარ­ტე­ბის და­სა­წყის­ში ნა­ხავთ მათ ძველ­ქარ­თულ შე­სა­ტყვი­სებს, რომ­ლე­ბიც მოხმო­ბი­ლია ედი­შერ ჭე­ლი­ძის მიერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ტექ­სტი­დან და ასე­ვე _ ბერ­ძნულ შე­სა­ტყვი­სებს _ სეპ­ტუ­ა­გინ­ტა­დან.


– აც­ნო­ბეთ თუ არა პატ­რი­არ­ქს ამ მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ?


– ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ოთხტო­მე­უ­ლი გა­მო­ი­ცე­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით. პრო­ექ­ტი მომ­ზად­და თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­სა და სე­მი­ნა­რი­ის ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.


მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რის დოქ­ტო­რანტს, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პე­და­გოგს, გი­ორ­გი თო­დუ­ას, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ამ ორი პრო­ექ­ტის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში და სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბის არა­ერ­თი სირ­თუ­ლე სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით გა­დავ­ლა­ხეთ.


– “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია“ მხო­ლოდ ბიბ­ლი­ის მკვლე­ვარ­თათ­ვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო თუ მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვი­საც?


– “ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია“ გან­კუთ­ვნი­ლია ბიბ­ლი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველ­თა ფარ­თო წრი­სათ­ვის, ყვე­ლას­თვის, ვინც წმინ­და წე­რი­ლის ში­ნა­არ­სის გაც­ნო­ბას გა­და­წყვეტს.


მაშ ასე, “კვი­რის პა­ლიტ­რის“ მკი­თხველს ვურ­ჩევთ, არ გა­მო­ტო­ვონ ეს სე­რია.


წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად 15.50 ლარი. იკი­თხეთ ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში ან გა­მო­ი­წე­რეთ სა­ი­ტი­დან www.palitral.ge და ისარ­გებ­ლეთ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით.


R



0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0