ფილმებში შიშველი სცენების დროს საზოგადოება ღიად განიხილავს ხოლმე ცნობილი ადამიანების ფიგურას, თუმცა ხანდახან წარმოდგენაც არ აქვთ, რომ სინამდვილეში ამა თუ იმ სცენაში მონაწილეობას დუბლიორი იღებდა:
1. როუზი მაკი- ემილია კლარკის დუბლიორი
ცნობილ სერიალში “სამეფო კარის თამაშები" დეინერის ტარგარიანის როლის შემსრულებელი ემილია კლარკი დიდხანს ორჭოფობდა შიშველი სცენების სიმრავლეზე პროექტში, ამიტომაც საჭირო გახდა დუბლიორი, რომელიც მის მაგივრად გაშიშვლდებოდა. ემილიამ უხერხულობა მხოლოდ მეექვსე სეზონში დასძლია და მეოთხე სერიაში უკვე თვითონ წარსდგა შიშველი.
2. ლორა გრეიდი-ჰელენა ბონემ კარტერის დუბლიორი
“მებრძოლთა კლუბი" ნამდვილად არ უჩივის თამამ სცენებს, სწორედ ამიტომ, ჰელენას დუბლიორი დასჭირდა მსგავსი სცენებისთვის. გრეიდიმ თავადაც აღიარა, რომ მიუხედავად გამოცდილებისა, ამ ფილმში მონაწილეობა მაინც ყველაზე მძიმედ და რთულად ახსენდება."
3. მონიკა კრუსი-პენელოპა კრუსის დუბლიორი და და
პენელოპა “კარიბის ზღვის მეკობრეები"-ს მეოთხე ნაწილში მონაწილეობის დროს ორსულად იყო, ამიტომ, ზოგიერთი სცენისთვის დუბლიორი დასჭირდათ. შემცვლლი კი დიდხანს არ უძებნიათ, დები ხომ ასე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
4. შერილ ფერნანდეს ვერსინი- ამელ ბერაბას დუბლიორი
მაროკოელმა მსახიობმა პროექტში გაშიშვლებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ საკუთარი სხეული კამერისთვის გამოუსადეგრად მიიჩნია. ამიტომ, შემცვლელად მოუძებნეს ცნობილი მომღერალი და მოდელი შერილი.
5. კეტრინ ბელი- იზაბელა როსელინის დუბლიორი
კეტრინ ბელს პოპულარობა სწორედ დუბლიორობამ მოუტანა. მან როსელინი შეცვალა ცნობილ ფილმში “სიკვდილი მას უხდება" და ჰოლივუდის კარიც გაიღო. ამას მოყვა უფრო სერიოზული როლები და მაყურებლის აღიარებაც.
6. შელი მიშელი- ჯულია რობერტსის დუბლიორი
თუკი გეგონათ, რომ ცნობილ “ლამაზმანში" თამამ სცენებს ჯულია ასრულებდა და კადრშიც მისი სხეული ჩანდა, ძალიან ცდებოდით. ამგვარ სცენებში მსახიობი მოცეკვავემ, შელი მიშელმა ჩაანაცვლა.