ქანდაკება ეს ქანდაკება გულს აგიჩქარებს და თავბრუს დაგახვევთ 2021, 2 ოქტომბერი, 10:44 იტალიის ქალაქ სალერნოში დაიდგა ქალის სტატუა. მან სწრაფად მოიპოვა წარმოუდგენელი პოპულარობა როგორც თავად ქალაქი მაცხოვრებლებში, ასევე ინტერნეტში. ჩვეულებრივ, თუ რაიმე ქანდაკება "ვირუსული ხდება" ინტერნეტში, ამის მიზეზი, რაიმე სასაცილო ან კურიოზული შემთხვევაა. მაგრამ აქ უკვე სულ სხვა სიტუაციაა ... ამ ქალბატონის ქანდაკება ყველამ შეიყვარა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ძალიან სექსუალურია! აქ არის, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტე დაესწრო ქანდაკების ოფიციალურ გახსნას, რომელიც დაფუძნებულია ლუიჯი მერკანტინის 1857 წლის ლექსის-La Spigolatrice di Sapri-ის მოტივებზე. ისტორია მოგვითხრობს ქალზე, რომელსაც შეუყვარდება კარლო პისაკანე, ერთ – ერთი პირველი სოციალისტ-ანარქისტი და მოაზროვნე ფიგურა იტალიაში. პისაკანემ ვერ მოახერხა რევოლუციიის მოწყობა ნეაპოლის სამეფოს წინააღმდეგ, რის შემდეგაც მოკლეს.ქანდაკება ასახავს მის საყვარელს - თავთავების მკრეფავს ყანაში. ამასთან, შეუძლებელია არ შეამჩნიოთ, რომ უბრალო გლეხის გოგონას ნიმუში ბევრად უფრო სექსუალურია, ვიდრე მისი ისტორიული პროტოპიპი. სხვათა შორის ბევრი ადამიანმა გააპროტესტა სტატუა“ რადგან ის შორს არის რეალობისგან, არ ასახავს პოეტური ტექსტის სიმართლეს და ქალის ზედმეტად სექსუალიზირებას ახდენს. რასაკვირველია, ინტერნეტში მაშინვე დაიწყო ამ თემაზე ხუმრობებისა და მემების შექმნა, ზოგი ხუმრობდა, ზოგიც აღნიშნავდა, რომ მართლაც ამასთან შედარებით ბევრი ცუდი ქანდაკება გაკეთდა ბოლო წლებში - განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუს ბიუსტი, რომელიც მდებარეობს პორტუგალიაში, მადეირას აეროპორტში. რონალდუს ბიუსტისგან განსხვავებით, ეს ქანდაკება ბევრად მიმზიდველად გამოიყურება. უფრო მეტიც- ზედმეტად მიზიდველად. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართებული არაა "ქალის ზედმეტად სექსუალურიზაცია", თუმცა ეს სტატუა, რომ აღფრთოვანებას იმსახურებს ორი აზრი არ არსებობს. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად დიდი ძალისხმევა დასჭირდა მხატვარს იმისათვის, რომ ეს ქალი ასე რეალისტური გაეხადა. მან აშკარად სული და გული ჩადო ამ საქმეში. 611 2-ს მოსწონს
|