ქანდაკება სკულპტურები,რომელიც შეიძლება შეგიყვარდეთ 2017, 19 ოქტომბერი, 12:44 ქალის სილამაზეს უძველესი დროიდან უმღეროდნენ პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, მოქანდაკეები კი ყველაფერ ამასთან ერთად მშვენიერ სქესს, კაცობრიობის ამ ულამაზეს ნახევარს სკულპტურებში გამოკვეთილს წარმოგვიდგენდნენ...გრაციოზული ფიგურა, ამაღელვებელი ნაკვთებით, რომელიც ერთდროულად ქალის სინაზეს და სიძლიერეს გამოხატავს.
ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე ავტორის ნამუშევარს, რომლებიც არარეალურად მშვენივრად შეიძლება მოგეჩვენოთ ამ სასტიკი სამყაროს ფონზე და ყოვლად შეუძლებელია ამ ქანდაკებებს გულგრილად შეხედოთ. 1)ლო ლი რონგი(Luo Li Rong)-დაბ.1980 წელს, ჩინელი მოქანდაკე ქალი, რომელიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს, არარეალურად ქალური სინაზით და ჰაეროვნებით გაჯერებულ სკულპტურებს ქმნის. 2)სტეგლენოს სასაფლაო გენუაში, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასაფლაო მსოფლიოში, სადაც განისვენებენ გი დი მოპასანი, მარკ ტვენი და ფრიდრიხ ნიშცე და რომლის საფლავებიც დახუნძულია ხელოვნების ნამდვილი შედევრებით. 3)ვიტორიო ტესარო(Vittorio Tessaro)-(დაბ.1958წ)იტალიელი მოქანდაკე, რომელიც სკულპტურებს ძირითადად ბრინჯაოსგან ქმნის. 4)ბენჟამენ მეთიუ ვიქტორი(Benjamin Matthew Victor)-დაბ 1979 წ.-ამერიკელი სკულპტორი, "როდესაც ბრინჯაოს ეროტიულობა მასშტაბებს სცდება", ასე მოიხსენიებენ ამერიკელი სკულპტორის ნამუშევრებს კრიტიკოსები. 5)თომას ბროკი-(Thomas Brock) -(1847-1922)-წამყვანი ბრიტანელი მოქანდაკე, მხატვრული მიმართულების, "ახალი სკულპტურის" ფუძემდებელი, მისი ნამუშევრები მსოფლიოს უამრავ ქვეყანას ამშვენებს, მათ შორის ინდოეთი, ავსტრალია, კანადა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვა. ფოტოზე:სკულპტურა "ევა" 513 7-ს მოსწონს
|