ქანდაკება ცოცხალი ქანდაკებების გასაოცარი ფესტივალი ბელგიაში 2019, 26 ივლისი, 18:19 ბელგიის ქალაქ მარშ-ან-ფამენში გაიმართა ივლისის თვის ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობა:ცოცხალი სტატუების ყველაზე დიდი ფესტივალი ევროპაში.ეს უფასო ქუჩის ფესტივალი ქალაქის ხალხმრავალ ადგილზე ღია ცის ქვეშ მოწყობილი საოცარი მუზეუმია, სადაც ქვის სკულპტურების ნაცვლად ცოცხალი ადამიანები არიან, ხოლო გრიმი იმდენად პროფესიონალურ დონეზეა გაკეთებული, რომ ერთი შეხედვით ძნელად დასაჯერებელია, რომ ისინი ნამდვილი სტატუები არ არიან. თავად სტატუის "როლის შემსრულებლები" ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე საგანგებოდ ემზადებიან და ვარჯიშობენ, - რაც შეიძლება დიდხანს იდგნენ გაუნძრევლად, რომ მაქსიმალურად შექმნან ნამდვილი ქანდაკების ილუზია. ასევე იხილეთახალი რომანტიკული მუსიკალური კომედიის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 28 ივნისს შედგა, მთლიანად მსოფლიო ეკრანებზე ფილმის ნახვა სექტემბრის თვიდან იქნება შესაძლებელი. მოდით ასეთი რამ წარმოიდგინეთ:ერთ დღესაც, დილით იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ "ბიტლზის" სიმღერები მთელს მსოფლიოში არავინ იცის და არც არავის მო... 42 5-ს მოსწონს
|