x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ანტიგმირების ეპოქა! სირცხვილი არ გაქვთ?
imageმოქალაქე ქეთევან ჯერვალიძე "დედა ენის" ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურის გახსნას მწვავე კრიტიკით ხვდება და ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:


"ანტიგმირების ეპოქა!

სირცხვილი არ გაქვთ? "დედაენის ბაღში" თუ ვინმე მომღერლის სკულპტურა უნდა
დაედგათ, ეს ჰამლეტ გონაშვილის. საუკუნეში ერთხელ რომ იბადებიან, ან -არა.
მოკლედ, ცალკე ნარკოტიკების ლეგალიზება, ცალკე მაგის ძეგლი. აი ამ
გამოთაყვანების გამო არ გვივარგა სამშობლო... იქვე ოპიუმის მცენარეც
მიუხატონ. მაგას პატრონი ჰყავს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მხარეს
იდგა მთელი მისი ოჯახი, ცოლმა ნარკოტიკით გარდაიცვალაო, ტელევიზიით
განაცხადა. აბა საწყალი და წესიერი გონაშვილი ვის სჭირდება? ღმერთო,
მეზიზღება ყველაფერი, ადამიანობა მეზიზღება, უძლურებისგან საკუთარი
თავიც... ამაზე მეტი ლეგალიზება ნარკოტიკების შეუძლებელია."-წერს ჯერვალიძე.


image

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანის 55 წლისთავთან დაკავშირებით „დედა ენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სამგანზომილებიანი სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.



სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ
ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის
მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, სკულპტურის ავტორები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.

სკულპტურის გახსნას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების
თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

image

0
154
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0