x
image
intermedia.ge
Mediator image
Wolt თბილისში Wolt Market-ების გაშვებას აანონსებს
image


წლის ბოლომდე Wolt თბილისში რამდენიმე Wolt Market-ს გახსნის. Wolt Market სპეციალურად მიტანის სერვისისთვის შექმნილი სუპერმარკეტის კონცეფციაა, რომელიც ბაზრის მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა. Wolt Market-ის შექმნის მიზანი მომხმარებლისთვის სურსათის, სასმელის, ჰიგიენის პროდუქტებისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შეკვეთის მნიშვნელოვნად გამარტივება და ძალიან სწრაფი მიწოდებაა. Wolt Market მომხმარებელს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს, რაც გულისხმობს, რომ შეკვეთილი პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება ყველაზე სწრაფად და მარტივად სახლიდან გაუსვლელად.


“ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს ჩვენი მომსახურების და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისათვის. ბაზრის ტენდენციამ გვიჩვენა, რომ ამის მისაღწევად, ჩვენს პლატფორმაზე საცალო პროდუქტების დიდი არჩევანის არსებობა, მუდმივი ხელმისაწვდომობა და სწრაფი მიტანა გადამწყვეტია.“ - აღნიშნავს Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი - ნატალია ხიზანიშვილი. „Wolt Market საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ Wolt-ის მომხმარებელს ბევრად გავუმარტივოთ პროდუქტების შეკვეთა, და, რაც მთავარია, ეს პროცესი ძალიან კომფორტული გავხადოთ, მიტანა კი - ყველაზე სწრაფი“.


Wolt Market-ის საშუალებით მომხმარებელი Wolt-ის პლატფორმაზე 2, 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეკვეთას შეძლებს, რომელსაც სულ რაღაც 15-25 წუთში მიიღებს. Wolt Market თბილისის თითქმის ყველა უბანში უკვე წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო მომავალი წლიდან ის ბათუმსა და ქუთაისშიც გაეშვება.



Wolt-ის პირველი Wolt Market ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნა. ახლა უკვე Wolt Market წარმატებულად ფუნქციონირებს ფინეთის სხვა ქალაქებშიც. წლის ბოლომდე Wolt Market ოპერირების დაწყებას Wolt-ის თითქმის ყველა ბაზარზე გეგმავს.


Wolt Market საქართველო კი ტალანტებს ძიების პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს.


Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 200-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 25, 000-ზე მეტ რესტორანსა და 50, 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.


Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და წყნეთის 1, 000-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათეულ ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.


R

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0