სხვა 15 საინტერესო ფაქტი სპილოების შესახებ 2021, 4 ოქტომბერი, 9:11 სპილოები — უდიდესი ცხოველები არიან. ბევრ ხალხებში, რომლებიც მათი ბინადრობის რეგიონებში ცხოვრობენ, ისინი სიბრძნესთან და გონიერებასთან ასოცირდებიან... და ეს გასაკვირი არც არის — მათი ინტელექტი მართლაც ძალიან მაღალია, რამაც თავისი ანასახი, ბევრ კულტურაში ჰპოვა. განსაკუთრებით კი, იმდოეთის უძველეს კულტურაში. სპილოები — ჭკვიანი და მშვიდი არსებები არიან, მაგრამ მათი გაბრაზება ნამდვილად არ ღირს, რადგან განრისხებული სპილო, ძალიან სახიფათოა. ამ ცხოველებს ბევრი საინტერესო ფაქტი უკავშირდება. აქ კი, 15 მათგანს წარმოგიდგენთ: I. სპილოები — ამჟამად, გადაშენებული მამონტების ახლო ნათესავები არიან. II. სიმართლეს არ შეესაბამება ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სპილოს თაგვის ეშინეა — ეს მხოლოდ მითია. III. სპილოებს წარმოუდგენლად კარგი მეხსიერება აქვთ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც სპილომ, მის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, შური წლების შემდეგ იძია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ არც სიკეთე ავიწყდებათ: როდესაც ცნობილი ბუნების დამცველი ლოურენს ენტონი (Lawrence Anthony) გარდაიცვალა, რომელმაც აფრიკაში სპილოებისთვის კერძო ნაკრძალი შექმნა, მის სახლთან სპილოების ჯოგი მივიდა და იქ 2 ღამით დარჩა. ასე მიაგეს სპილოებმა პატივი ადამიანს, რომელიც მათზე ზრუნავდა. IV. შუანიანი (ეშვი) სპილოების რაოდენობა თანდათანობით მცირდება, რადგან ბრაკონიერები დიდი ეშვების მქონე ცხოველებზე ნადირობენ. V. აფრიკულ სპილოს დღე–ღამეში მხოლოდ 2 საათი სძინავს. დღის მანძილზე, დრო და დრო, დღეში 4–5–ჯერ თვლემს და ამას ის, ფეხზე მდგომ მდგომარეობაში აკეთებს. VI. სპილოები კარგად ცურავენ. მათ 5–6 სთ–ში, დაახლოებით, 50 კმ–ს გაცურვა შეუძლიათ. ხოლო, თუ დაიღლებიან, კუნთებს ადუნებენ და პირდაპირ წყალში ისვენებენ. გარდა ამისა, მათ წყალში ჩაყვინთვაც შეუძლიათ, რა დროსაც ხორთუმს, როგორც აკვალანგის მილს ისე იყენებენ. VII. სპილოს ხორთუმი 40 000 კუნთისგან შედგება. შედარებისთვის – ადამიანის მთელს სხეულში 639–დან – 850–მდე კუნთია, გააჩნია რომელი სისტემით დათვლიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპილოს ხორთუმში 8 ლ–მდე წყალი ეტევა. VIII. მდედრ სპილოს შვილის ჩასახვისთვის წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს. ფეხმძიმობის პერიოდი კი, ყველაზე ხანგრძლივი აქვს, პლანეტაზე მცხოვრებ ცხოველებს შორის — მისი მაკობა 22 თვე გრძელდება. ხოლო, ახალშობილი სპილო (სპლიყვი) 100 კგ-ზე მეტს იწონის. IX. როგორც ადამიანებს, სპილოებსაც აქვთ სარძევე კბილები, რომლის ჩანაცვლება, მოგვიანებით, ფესვიანი კბილებით ხდება. ხოლო, ფესვიან კბილებს, ცხოვრების მანძილზე, 6-7–ჯერ იცვლიან, რადგან კარგი მადის გამო, ძალიან სწრაფად უცვდებათ. იმ შემთხვევაში, თუ სპილომ ხანდაზმულობის ასაკს მიაღწია და კბილები დასცვივდა, მას საჭმლის მიღებაში ჯოგი ეხმარება. ხოლო, თუ სპილო მარტოხელაა, კბილების დაკარგვის შემდეგ — შიმშილით იღუპება. X. ველურ ბუნებაში, სპილოები დღე–ღამის 20 ს–თს, საკვების ძებნაში ატარებენ და ერთ დღეში 100-დან – 200 ლიტრამდე წყალს სვამენ. XI. ზრდასრული სპილო მასა 5 ტონამდე აღწევს. ხოლო, მისი გული, შეიძლება, 25-30 კგ–ს იწონიდეს. XII. სპილოების სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 50 წელია. სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი — ლინ ვანს ეკუთვნის, სპილოს რომელმაც 86 წელი იცოცხლა. XIII. სპილოების ჯოგს ყოველთვის გამოცდილი მდედრი სპილო უძღვება. ლიდერის შეცვლა კი, მხოლოდ ძველი ლიდერის დაღუპვის შემთხვევაში ხდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჯოგში მხოლოდ მდედრი სპილოები და სპლიყვები არიან. ხოლო, მამრები უპირატესობას ცალკე ცხოვრებას ანიჭებენ. 974 4-ს მოსწონს
|