x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კათოლიკე მღვდელი მრევლის ფულით გეი-ღრეობებს აწყობდა
image

ტოსკანის პოლიცია იძიებს 117, 000 აშშ დოლარის გაფლანგვის საქმეს, რომელიც კათოლიკე მრევლის ანგარიშიდან დაიკარგა. სამართალდამცავების განცხადებით, მორწმუნეთა მიერ შემოწირული და ღარიბთა დასახმარებლად განკუთვნილი ფული ადგილობრივმა მღვდელმა მოიპარა.


გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ 40 წლის ფრანჩესკო სპანეზი( Francesco Spagnesi) ბოლო ორი წლის განმავლობაში აფინანსებდა გეი წვეულებებს. ამის გარდა თანხები ხმარდებოდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შეძენას.



მღვდელი პოლიციის ყურადღების არეალში მოექცა მას შემდეგ, როდესაც მისი კარის მეზობელი ნიდერლანდებიდან ერთი ლიტრი ნატრიუმის ოქსიბუტირატის (ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს ეიფორიას მცირე დოზებით) იტალიაში შემოტანის დროს დააკავეს.


image

მღვდლის ბინაში ჩხრეკისას აღმოაჩინეს საშიში წამლის ბოთლები - ექსპერტების აზრით, ალკოჰოლთან შერეული ნატრიუმის ოქსიბუტირატის მიღება შეიძლება ადამიანისთვის ფატალური იყოს.


სპანეზი, რომელსაც "ბრწყინვალე მქადაგებელს" უწოდებენ, ამჟამად შინაპატიმრობაშია, ხოლო სამართალდამცავები ორგიებში მონაწილე მამაკაცების დაკითხვებს ახდენენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ მცირე 200 ადამიანი მაინც შეაგროვეს.


პოლიციამ განაცხადა, რომ თავიანთი გეი-ღრობებისთვის სტუმრებს მღვდელი და მისი მეგობარი გაცნობის სხვადასხვა საიტებზე პოულობდნენ, მოგვიანებით კი ნარკოტიკებს წვეულების მონაწილეებზე ყიდდნენ.


ცნობილია, რომ ერთ დროს სპანეზიმ მიატოვა სამედიცინო სკოლა, რათა თავი რელიგიისთვის მიეძღვნა.

2
276
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
276
  
2021, 27 სექტემბერი, 17:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 27 სექტემბერი, 12:45
ქართველი მღვდლები „პორშეებში“ ჩაიცინებენ და საყვარლებთან კურკურს გააგრძელებენ ამის წაკითხვის მერე (უმრაველსობა რათქმაუნდა, ეკლესიაში სუფთა ადამიანებიც არიან მაგრამ როგორც აქ იქაც დიდი სიბინძურე ტრიალებს)
0 1 2