საზოგადოებრივი თურქების წარმოშობა და გავრცელება 2021, 29 სექტემბერი, 8:44 პროტო-თურქული ურჰაიმატი ანუ პირველსამშობლო, ადგილი, სადაც პირველად გაჩნდა და წარმოიშვა თურქული ენობრივი ოჯახის ხალხი, არის აღმოსავლეთ რუსეთის სამხრეთ რეგიონში არსებული ტაიგა-სტეპის ზონა, რომელიც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილს და მონღოლეთის დასავლურ ნაწილს. ეს არის საიან-ალტაის რეგიონი - ტერიტორია, რომელიც განთავსებულია საიანის მთებსა და ალტაის მთებს შორის (Golden 2011, pp. 35-37). იუნუსბაიევის მიხედვით (Yunusbayev et. al. 2015) გენეტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ თურქების ჩამოყალიბება მოხდა სამხრეთ ციმბირსა და მონღოლეთის ნაწილში (Elena Balanovska, Oleg Balanovsky, 2015. "The Genetic legacy of the expansion of Turkic speaking nomads across Eurasia). ლინგვისტების ნაწილი, მაგალითად ისეთი ენათმეცნიერები, როგორიცაა იუჰა იანიუნენი (Juha Janhunen), როჯერ ბლენში და მეთიუ სფრიგსი მიიჩნევენ, რომ ადრეული თურქული ენა ჩამოყალიბდა დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორიაზე (Roger, Blech, Mattew Spriggs, 2003-09-02, Archaeology and language II: Archaeological data and linguistic hypotheses). რობითსის (Robeets) აზრით, თურქული ხალხი წარმოდგა, ჩამოყალიბდა იმ ხალხისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ციმბირის, მონღოლეთის და მანჯურიის ტერიტორიებზე. მანჯურია უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ტერიტორაა და უმეზობლდება კორეას (Transeurasian theory: A case of farming/language dispersal). გენეტიკოსებმა ჯო-იუპ ლიმ (Joo-Yup Lee) და შუნტუ კუანგმა (Shuntu Kuang), შეაჯამეს და გააანალიზეს მათი ათწლიანი გენეტიკური კვლევები ძველი და დღევანდელი თურქული ხალხების და განაცხადეს, რომ ადრეული და შუა საუკუნეების თურქული ხალხები არ იყვნენ ჰომოგენური, ერთგვაროვანი ანუ ერთი გენეტიკური წარმომავლობის ხალხი, არამედ მათი ერთობა განისაზღვრებოდა მხოლოდ ენობრივი ოჯახის ერთობით. ევრაზიის ნაწილი თურქიზაცია იყო ენის გავრცელების შედეგი და არა რაიმე ერთგვაროვანი და ერთნაირი თურქული გენეტიკურად ჰომოგენური მოსახლეობის გამრავლება-გავრცელებისა (Lee, 18 oct, 2017. Brill 19). თურქების ორიგინალი ჰაპლოჯგუფები, რაც მათ ჰქონდათ სამშობლო ტერიტორიებზე, ე.წ. ურჰაიმატში ყოფნისას იყო პროტო-თურქული Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი Q, მონღოლური C და ჩრდილოეთ ევრაზიელი მონღოლოიდების - N. პროტო-ალთაური ენა არის ჰიპოთეტური გადაშენებული ენა, რომელიც ენათმეცნიერების მიერ იქნა შემოთავაზებული მე-18 საუკუნეში, როგორც საერთო წინაპარი ალთაური ენებისა. თავად ალთაური ენების ოჯახის არსებობა მაინც საკამათო საკითხად რჩება, მაგრამ ბევრი გავლენიანი ენათმეცნიერი აღიარებს მის წარსულში არსებობას. პროტო-ალთაურ ენაზე საუბრობდა ის ხალხი, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ მანჯურიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონღოლეთის ტერიტორიებზე. ამ ენის სხვადასხვა ენობრივ ოჯახებად დაყოფა, რომლებიც დღეს გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მოხდა ძვ.წ. 6000 - ძვ.წ. 5000 წლების პერიოდში. პროტო-ალთაური ენობრივი ოჯახის თეორია რომ სიმართლე არ იყოს, მაინც დაახლოებით ასეთივე პროცესი განვითარდა რომელიღაც სხვა პროტო-ენიდან, რომელიც დაახლოებით ამავე ტერიტორიებზე არსებობდა ციმბირიდან კორეამდე. დანამდვილებით ამ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა თურქული ენობრივი ოჯახი. პროტო-ალთაური ენიდან ფორმირდა ამჟამად უკვე სხვადასხვა ენობრივ ოჯახებად დაშლილი - ალთაური ენა, რომელმაც შემდგომში წარმოშვა პროტო-თურქული, პროტო-მონღოლური და პროტო-ტუნგუსკური ენები, რომლებმაც თავის მხრივ, შემდგომ პერიოდში შესაბამისი ენობრივი ოჯახები წარმოქმნეს. პროტო-თურქული ენის ანუ ყველა დღევანდელი თურქიკული ენის წინაპარი საერთო ენის წარმოქმნა მოხდა დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. 500 წლისთვის. ამ პერიოდიდან, ძვ.წ. 500 წლიდან მოყოლებული თანდათან ეს წინარე თურქული ენა ანუ პროტო-თურქული ენა დაიშალა, ამ გზით წარმოშვა თურქული ენობრივი ოჯახი და ახ.წ. 21-ე საუკუნისთვის თურქულ ენობრივ ოჯახში შედის 30-მდე თურქიკული ენა, რომლებიც დაყოფილია 6 ჯგუფად, ესენია: ოღუზური ენები, კარლუკური, ყივჩაღური, ციმბირული, არღუნული და ოღური ენობრივი ჯგუფები. 1. თურქული ენობრივი ოჯახის ოღუზურ ჯგუფში შედის 8 ცოცხალი და 3 მკვდარი ენა. ცოცხალი ოღუზური ენებია: თანამედროვე თურქული, აზერბაიჯანული, თურქმენული, გაგაუზური, ქაშქაი, ჩაჰარმაჰალი, ხორასანი და სალარი. მკვდარი ოღუზური ენებია: ძველი ანატოლიური თურქული, ოსმალური თურქული და პეჩენეგური, იგივე პაჭანიკური. 2. თურქული ენობრივი ოჯახის კარლუკურ ჯგუფში შედის 4 ცოცხალი და 3 მკვარი ენა. ცოცხალი კარლუკური ენებია: უზბეკური, უიღურული, ლი თურქული და აინური. მკვდარი კარლუკური ენებია: ჩაღატაი, ყარახანიდი და ხორეზმული, იგივე ხვარაზმული. 3. თურქული ენობრივი ოჯახის ყივჩაღურ ჯგუფში შედის 12 ცოცხალი ენა: ყაზახური, თათრული, ყირგიზული, ბაშკირული, ყარაკალპაკური, ყირიმელი თათრების ენა, ყუმიხური, ყარაჩაი-ბალყარული, ციმბირელი თათრების ენა, ნოღაიური, კრიმჩაკული და ყარაიმული ანუ კარაიმული ენები. 4. თურქული ენობრივი ოჯახის ციმბირულ ჯგუფში შედის 9 ცოცხალი ენა: იაკუტური, ტუვური, სამხრეთ ალთაური, ჩრდილოეთ ალთაური, ხაკური, დასავლეთ უიღურული, შორული, კუმანდინური, ტელეუტური, ჩელკანური, დოლგანური, ფუიუ ყირგიზული, ტოფური, ჩულიმური და სოიოტური ენები. 5. თურქული ენობრივი ოჯახის არღუნულ ჯგუფში შედის 1 ცოცხალი ენა: ხალაჯური. 6. თურქული ენობრივი ოჯახის ოღურ ჯგუფში შედის 1 ცოცხალი და 6 მკვდარი ენა. ოღური ჯგუფის ცოცხალი ენაა ჩუვაშური. ოღური ჯგუფის მკვდარი ენებია: ბულგარული, საბირული, ხაზარული, ჰუნური, ტუობა და ავარული. აქვე წარმოგიდგენთ ისტორიაში არსებული, ამჟამად უკვე გადაშენებული თურქული ტომების და ხალხთა სრულ სიას: 1. აზები (Az) - ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე, ტანუ-ოლას მთებში. პირველად მოხსენიებულნი არიან მე-8 საუკუნეში. 2. დინგლინგები (Dingling) - ისინი პირველად მოხსენიებულნი არიან ძვ.წ. პირველი საუკუნის წყაროში. ცხოვრობდნენ ციმბირში. 3. ბულგარები (Bulgars) - პირველად ჩნდებიან ახ.წ. მე-7 საუკუნეში. ცხოვრობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, მდინარე ვოლგას რეგიონში. 4. ესეგელები (Esegel) - ჩნდებიან შუა საუკუნეებში. ცხოვრობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, მდ. ვოლგის რეგიონში. 5. ბარსილები, ბარსილტები, ბაგრასიკები (Barsils, Barsilts, Bagrasik) - ახ.წ. მე-6 საუკუნეში გადმოვიდნენ რუსეთის სტეპებიდან დაღსტანში და იქ დასახლდნენ. 6. ალათები, იგივე ხალაჯები. ასევე წოდებულნი, როგორც ალათები, ალაჩინები, ალაგჩინები, ალჩები, ულაიუნდუგი, ბომა, ჰელაი, ჰელანები, ბილა, დრუგუ ჰალაიუნლოგი (Alat, Alachin, Alagchin, Alchin, Alchi, Ulayundug, Boma, Helai, Helan, Bila, Drugu halayunlog) - შუა საუკუნეების ჩინურ ანალებში მოხსენიებული, ცენტრალურ აზიაში მცხოვრები ხალხი. 7. ბასმილები (Basmyl) - ახ.წ. მე-7 საუკუნიდან ჩინურ წყაროებში მოხსენიებული თურქული ტომი, ცხოვრობდა ჯუნგარიაში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის რეგიონში. 8. ონოღურები, ონოგურები, ოგურები (Onogurs, Ogurs) - ახ.წ. მე-5 - მე-7 საუკუნეებში რუსეთის ტერიტორიაზე, მდ. ვოლგას რეგიონში მცხოვრები ხალხი. 9. სარაღურები, სარაგურები (Saragurs) - ახ.წ. მე-5 - მე-6 საუკუნეებში ციმბრიში მცხოვრები ხალხი. შემდგომში გადავიდნენ ჯერ ყაზახეთის სტეპებში და შემდეგ საბირების მიერ გამოდევნილნი იქნენ ჩრდილოეთ კავკასიისკენ. 10. საბირები (Sabirs) - წამოვიდნენ დასავლეთ ციმბირის ტერიტორიიდან და უკვე ახ.წ. მე-5 - მე-7 საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ყუბანში. 11. შატუო (Shatuo) - ახ.წ. მე-9 - მე-10 საუკუნეებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ჩინეთის ტერიტორიაზე. 12. გოქთურქები (Gokturks) - წარმოშობით იყვნენ ჩრდილოეთ ჩინეთიდან. შემდგომში, ახ.წ. მე-4 საუკუნიდან მოედნენ შუა აზიას და პონტურ-კასპიურ სტეპს. 13. ოღუზი თურქები, ღუზი თურქები (Oghuz Turks, Ghuzz Turks) - მე-8 საუკუნეში, შუა აზიაში მცხოვრები ხალხი. 14. კანგლები (Kanglys) - ჩრდილოეთ ჩინეთის და აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი შუა საუკუნეებში. პირველად ჩნდებიან მე-7 საუკუნიდან. 15. ხაზარები (Khazars) - ისინი აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიიდან მოვიდნენ კავკასიაში პირველად ახ.წ. მე-6 საუკუნიდან, მიიღეს ებრაელების რელიგია - იუდაიზმი და დააარსეს დიდი სახელმწიფო უკრაინიდან ყაზახეთამდე. 16. ყივჩაღები, კიფჩაკები, პოლოვციელები (Kipchaks, Qipchaq, Polovtsians) - პირველად გამოჩნდნე ახ.წ. მე-8 საუკუნეში. ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ რუსეთში, ჩინეთის ჩრდილოეთით. შემდგომ გადმოინაცვლეს ჯერ შუა აზიაში და შემდეგ რუსეთის ევროპულ ნაწილშიც. მე-13 საუკუნეში დაპყრობილ იქნენ მონღოლების მიერ. 17. კუმანები, პოლოვციელები, პოლოვცები (Kumans, Polovtsians, Polovtsy) - ცხოვრობდნენ ჯერ აღმოსავლეთ და შემდეგ შუა საუკუნეებში გავრცელდნენ სამხრეთ რუსეთის ტერიტორიებზე. 18. პაჭანიკები, პეჩენიგები, პაცინაკები (Pechenegs, Patzinaks) - წარმოშობით ისინი შუა აზიის სტეპიდან იყვნენ, მაგრამ ახ.წ. მე-9 საუკუნიდან მიაღწიეს უკრაინის ტერიტორიამდე და მის სამხრეთ ტერიტორიებზე დასახლდნენ. 19. კარლუკები, გელუოლუ (Karluks, Geluolu) - ისინი ცხოვობდნენ მდინარე ირტიშის აუზის რეგიონში - ჩინეთის, ყაზახეთის და აღმ. რუსეთის ტერიტორიებზე, ტარბაგატაის მთებთან. ისინი პირველად ისტორიის სარბიელზე ახ.წ. 644 წელს გამოჩნდნენ, როგორც ცალკეული ტომი. 20. ტიელები, დილები, ჩილები, ჟილები, ტელები, გაოჩე, გაოჯუ (Tiele, Dili, Chile, Zhile, Tele, Gaoche, Gaoju) - ეს იყო თურქული ტომობრივი გაერთიანება, რომლებიც პირველად გაჩნდა ახ.წ. მე-4 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ჩინეთის და აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე. 21. ტურგეშები, ტურგიშები (Turgesh, Turgish) - ეს იყო თურქული ტომობრივი გაერთიანება, რომელიც პირველად გაჩნდა ახ.წ. მე-7 საუკუნეში. შუა აზიის დასავლეთში, უიღურების აღმოსავლეთით. 22. თუხსები (Tukhsi) - ეს ხალხი ცხოვრობდა სამხრეთ ყაზახეთში შუა საუკუნეებში. 23. ენისეელი ყირღიზები (Yenisei Kyrghiz) - ისინი პირველად გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. ცხოვრობდნენ მდინარე ენისეის გარშემო რეგიონში, აღმოსავლეთ რუსეთში, მონღოლეთის ჩრდილოეთით. 24. ჩიგილები (Chigils) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-7 საუკუნეში. ცხოვრობდნენ შუა აზიაში, ისიკ ყულის ტბის გარშემო რეგიონში, დღევანდელ ჩრდილოეთ ყირგიზეთში. 25. თოქუზ ოღუზები (Toquz Oghuz) - ცხოვრობდნენ შუა აზიაში, ახ.წ. მე-6 საუკუნიდან. 26. ორხონ უიღურები (Orkhon Uyghurs) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-8 საუკუნიდან. ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ რუსეთში და მონღოლეთში, ჩინეთის ჩრდილოეთით. 27. იაგმა, იაღმები (Yagma, Yaghmas) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-7 საუკუნიდან. ცხოვრობდნენ შუა აზიის სტეპში და სამხრეთ რუსეთის ნაწილში. 28. ნუშიბი (Nushibi) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-7 საუკუნეში, 651 წლიდან და გაუჩინარდნენ 766 წლისთვის. იყო 5 თურქული ტომის კავშირი. ცხოვრობდნენ შუა აზიისა და ჩრდ-დასავლეთ ჩინეთის ტერიტორიაზე. 29. დუოლუ (Duolu) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-7 - მე-8 საუკუნეში. ცხოვრობდნენ ბალხაშის ტბის გარშემო რეგიონში, ყაზახეთში და მცირე ნაწილი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. 30. კუტრიგურები (Kutrigurs) - გამოჩნდნენ პონტურ-კასპიურ სტეპში ახ.წ. მე-6 საუკუნეში. პონტურ-კასპიური სტეპი იტყება სამხრეთ უკრაინიდან, გადის ჩრდილოეთ კავკასიის და სამხრეთ რუსეთის ტერიტორიებზე ყაზახეთამდე. 31. უთიგურები (Utigurs) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-6 საუკუნეში პონტურ-კასპიურ სტეპში. იყო თითქმის იგივე ხალხი, რაც კუტრიგურები. 32. იაბაკუ (Yabaku) - იწყებენ გავრცელებას ჩინეთის ტერიტორიებიდან, აარსებენ თურქულ პოლიტიკურ ერთეულებს და ახ.წ. მე-11 საუკუნიდან აღწევენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის საზღვრებსაც კი. 33. იუებანი (Yueban) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-2 საუკუნიდან, 160 წლიდან და გაითქვიფნენ სხვა ხალხებში 490 წლისთვის. ცხოვრობდნენ ყაზახეთის და ნაწილობრივ მონღოლეთის ტერიტორიაზე. 34. ბულაქები (Bulaqs) - გამოჩნდნენ ახ.წ. მე-7 საუკუნიდან. ცხოვრობდნენ ალთაის მთებში და შემდგომში დაპყრობილნი იქნენ რუსების მიერ. 35. ქსუეიანტუო (Xueyantuo) - აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე და შუა აზიაში არსებული ხალხი. პირველად გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. 36. თორქები (Torks) - ისინი შუა აზიიდან გავრცელდნენ პონტურ-კასპიურ სტეპში და მიაღწიეს კიევის რუსეთს, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიას ახ.წ. მე-12 საუკუნის შუა პერიოდიდან. 37. ჩორნი კლობუკი (Chorni Klobuky) - შუა აზიიდან გავრცელდნენ სამხრეთ-რუსეთში და მიაღწიეს კიევის რუსეთამდე, უკრაინამდე მე-12 საუკუნისთვის. მათ რუსები უწოდებდნენ შავ-თავსაბურავიანებს, თურქულად "ყარაკალპაკ"-ებს ან ქარაქალფაქებს. შეიცავდნენ მრავალ სხვადასხვა თურქულ ტომს, როგორებიცაა ბერენდეი, თორქილები, კოვუი, ჩერმიჰივი, პაჭანიკები და სხვ. 38. ბერენდეი, ბერინდეი (Berendei, Berindei) - ჩორნი კლობუკის შემადგენელი ერთ-ერთი თურქული ტომი. წარმოშობით ყივჩაღური ჯგუფის. 39. იემეკები (Yemeks) - იგივე კიმეკები. ეს იყო 7 თურქული კლანის და ტომის კონფედერაცია, რომელიც არსებობდა მე-9 საუკუნიდან 1200 წლამდე. შემდეგ დაიპყრეს მონღოლებმა. ცხოვრობდნენ შუა აზიაში. 40. ნაიმანები (Naimans - ნაწილობრივ თურქები) - ეს იყო დასავლეთ მონღოლეთიდან წარმოშობილი ხალხი, რომელიც ახ.წ. მე-8 საუკუნიდან გამოჩნდნენ. 41. კერაიტები (Keraits - ნაწილობრივ თურქები) - ეს იყო მონღოლური ან თურქულ-მონღოლური ხალხი, რომელიც ცხოვრობდა მონღოლეთის ტერიტორიაზე მე-11 - მე-13 საუკუნეებში. 42. მერკიტები (Merkits - ნაწილობრივ თურქები) - თურქული ან მონღოლური ხალხი, რომელიც ახ.წ. მე-11 - მე-12 საუკუნეებში ცხოვრობდა მონღოლეთის ტერიტორიაზე. სხვა ტომები და ხალხები, რომლების თურქობაც ჯერ კიდევ სადავო და გაურკვეველია, თუმცა დიდწილად სავარაუდოა, რომ თურქები იყვნენ, არიან: 1. ქსიონგნუ (Xiongnu) - მონღოლური და თურქული ტომების მიერ შექმნილი ტომობრივი კონფედერაცია მონღოლეთის, აღმოსავლეთ რუსეთის და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ჩინეთის ტერიტორიებზე, არსებობდა ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან ახ.წ. პირველ საუკუნემდე. სწორედ აქ მოხდა პროტო-თურქული ენის წარმოშობა და აქედან დაიწყეს თურქებმა გავრცელება ჯერ შუა აზიისკენ და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით. 2. ჰუნები (Huns) - ეს ხალხი წარმოშობით იყო შუა აზიიდან, ესენი იყვნენ მომთაბარე მეომრები და ტომები, რომლებიც ახ.წ. მე-4 საუკუნეში გაერთიანდნენ და დაიძრნენ ევროპისკენ. მათ ევროპის კონტინენტს მიაღწიეს 370-იანი წლებიდან და ცეცხლითა და მახვილით ააოხრეს ევროპული მიწები. მათი წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველი და სადავოა. მათი საკუთარი სახელებიდან ზოგიერთი თურქული წარმოშობისაა, ამიტომ გაჩნდა ეჭვი მათი თურქული წარმოშობისა და ქსიონგნუს ხალხებთან კავშირის შესახებ. 3. პანონიელი ავარები, ფსევდო-ავარები, ობრები, ვარქონიტები, აბარები (Panonian Avars, Pseudo-Avars, Obri, Varchonitai, Abaroi) - იყვნენ შესულები სხვადასხვა ევრაზიელი მომთაბარე ხალხის ალიანსში. გამოჩნდნენ ახ.წ. მე-6 საუკუნის შუა ხანებიდან. მათი წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა შესაძლოა იყვნენ თურქული წარმოშობისაც. 4. ტუობა, ტაუგასტი, ტაბგაჩი (Tuoba, Taugast, Tabgach) - ეს იყო მონღოლური ან თურქული ხალხი. წარმოშობით ქსიანბეის კლანიდან, რომელიც არსებობდა ჩრდილოეთ ჩინეთში 16 სამეფოს პერიოდში, ახ.წ. მე-4 საუკუნიდან. 5. როურანი (Rouran) - სავარაუდოდ, სწორედ როურანების შთამომავლები არიან თათრები. მათი სახელმწიფო, სახაკანო არსებობდა ცენტრალურ აზიაში ახ.წ. 330 წლიდან. წარმოშობით როურანები იყვნენ დონღუს ტომობრივი კონფედერაციიდან, რომელიც ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან ჩამოყალიბდა დღევანდელი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ტერიტორიაზე. იყო მონღოლური და პროტო-თურქული ტომების ერთობა. აქვე წარმოგიდგენთ ისტორიაში არსებულ ყველაზე ძველ, პირველ თურქულ სახელმწიფოებს უძველესიდან უახლესამდე, ახ.წ. მე-12 საუკუნემდე: 1. ქსიონგნუ (Xiongnu) - ძვ.წ. მე-3 საუკუნე - ახ.წ. 1-ლი საუკუნე. ამ სახელმწიფოს, დიდი ტომობრივი კონფედერაციის საზღვრები ვრცელდებოდა მონღოლეთში, სამხრ. ციმბირში, ჩრდ. ჩინეთში, კერძოდ დღევანდელი ჩინეთის შემდეგ რეგიონებს: დასავლეთ მანჯურია, ქსინჯიანგი, განსუ და შიდა მონღოლეთი. ასევე მოიცავდა აღმოსავლეთ ყაზახეთის ნაწილს და აღმოსავლეთ ყირგიზეთის ნაწილს. აქ შერეულად ცხოვრობდა მონღოლური და თურქული ხალხები და სწორად აქ ჩამოყალიბდნენ პირველი თურქები, პროტო-თურქები ძვ.წ. მე-3 საუკუნეში. 2. პირველი თურქული სახაკანო, იგივე გოქთურქების სახაკანო (First Turkic khaganate) - ახ.წ. 552-603 წწ. გავრცელდა მონღოლეთიდან და ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილიდან უკრაინამდე შუა აზიისა და სამხრეთ რუსეთის გავლით. 3. დასავლეთ თურქული სახაკანო (Western Turkic Khaganate, შუა აზია, მეტწილად ყაზახეთი და სამხრეთ რუსეთის ნაწილი, ჩრდ. კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია უკრაინამდე) - ახ.წ. 581-657 წწ. 4. აღმოსავლეთ თურქული სახაკანო (Eastern Turkic Khaganate - ჩრდილოეთ ჩინეთი, მონთოლეთი, აღმ. რუსეთის ნაწილი) - ახ.წ. 581-650 წწ. 5. მეორე თურქული სახაკანო (Second Turkic khaganate - ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილი, მონღოლეთი, აღმ. რუსეთის ნაწილი) - 682-744 წწ. 6. ქსუეანტუო (Xueyantuo) - 628-646 წწ. მდებარეობდა ცენტრალურ აზიაში და აღმოსავლეთ რუსეთში. ტიელეს თურქულ ტომთა კავშირის სახელმწიფო. 7. კანგარის კავშირი (Kangar union - ყაზახეთი) - 659-750 წწ. 8. თურქ შაჰი (Turk Shahi) - 665-850 წწ. ეს თურქული დინასტია მართავდა ტერიტორიას ავღანეთის ქალაქ ქაბულიდან და კაპისადან ყანდაჰარამდე. 9. თურგეშის სახაკანო (Turgesh Khaganate) - 699-766 წწ. ცენტრალური აზია, ყირგიზეთი. 10. კიმეკის კონფედერაცია, იგივე კიმეკ-კიპჩაკური ან კიმეკ-ყივჩაღური კონფედერაცია (Kimek confederation, Kimek-Kipchak confederation) - 743-1035 წწ. მდებარეობდა ობის და ირტიშის მდინარეებს შორის, ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიებზე. 11. უიღურების სახაკანო (Uyghur khaganate) - 744-840 წწ. ამ თურქული იმპერიის საზღვრები მოიცავდა ჩრდილოეთ ჩინეთის და აღმოსავლეთ რუსეთის ნაწილს და მონღოლეთს. 12. ოღუზ იაბგუს სახელმწიფო (Oghuz yabgu state) - 750-1055 წწ. მოიცავდა დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, კასპიის და არალის ზღვებს შორის. 13. კარლუკ იაბგუს სახელმწიფო (Karluk Yabgu state) - 756-940 წწ. მდებარეობდა დღევანდელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე. 14. ყარა-ხანიდის სახანო (Kara-khanid khanate) - 840-1212 წწ. მისი გავრცელება მოიცავდა აღმოსავლეთ ჩინეთის მცირე ტერიტორიას, უმეტესი ნაწილი მდებარეობდა შუა აზიაში, კერძოდ ყირგიზეთის და უზბეკეთის ტერიტორიაზე. 15. განჭოუ უიღურის სამეფო, იგივე განსუ-უიღურის სამეფო (Ganzhou Uyghur kingdom) - 848-1036 წწ. მდებარეობდა დღევანდელი აღმოსავლეთ ჩინეთის ტერიტორიაზე, განის პრეფექტურაში. 16. ქოჩოს სამეფო (Qocho kingdom) - 856-1335 წწ. მისი ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი ჩინეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის შედარებით მცირე ტერიტორიას. 17. პაჭანიკების სახანო (Pecheneg khanates) - 860-1091 წწ. სახანოს ტერიტორია მოიცავდა სამხრეთ უკრაინის და რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ ტერიტორიების ნაწილს. 18. ღაზნევიდების იმპერია (Ghaznevid Empire) - 963-1186 წწ. სახელმწიფოს ტერიტორია მოიცავდა პაკისტანის, აღმოსავლეთ ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის და თურქმენეთის მიწებს. 19. სელჯუკთა იმპერია (Seljuk Empire) - 1037-1194 წწ. მოიცავდა ირანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, აღმოსავლეთ ერაყის, სირია-ლევანტის, სომხეთის, აზერბაიჯანის და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიებს. 20. რუმის სასულთო (Sultanate of Rum - ცენტრალური ანატოლია) - 1077-1308 წწ. 21. კუმან-ყივჩაღური კონფედერაცია (Cuman-Kipchak confederation) - 1067-1239 წწ. მოიცავდა ყაზახეთის, რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ და უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებს. 22. ხვარამზმული იმპერია (Khvarawmian Empire) - 1077-1231 წწ. მოიცავდა ირანის, ავღანეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის ტერიტორიებს. ასევე დღევანდელი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილს. 23. ქერაითის სახანო (Kerait khanate) - მე-11 - მე-13 საუკუნეები. მდებარეობდა მონღოლეთის და აღმოსავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე. პირველად სიტყვა "თურქი" გამოყენებული იქნა გოქთურქების მისამართით და მათ დასახელებაში. გოქთურქი ნიშნავს ცისფერ თურქს ან ციურ თურქებს, მათ ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც "თურუგ", "თოროქ". პირველად სიტყვა თურქი გამოიყენება ახ.წ. მე-6 საუკუნეში "ხუის თოლგოის" წარწერებში, რომელიც შესრულებულია დაახლოებით ახ.წ. 580-587 წელს. ასევე ეს სიტყვა გამოყენებულია ახ.წ. 585 წელს შესრულებულ იშბარა ქაღანის წარწერაში, სადაც სუის იმპერატორი ვეი მოხსენიებულია, როგორც "დიდი თურქი ხანი". სიტყვებს: "თურქი", "თურუქი" და "თურქუთი", ასევე ახსენებს ბუგუთის (ახ.წ. 584 წ.) და ორხონის (ახ.წ. 735) წარწერებში. "მე-7 საუკუნეში დაწერილი ჩინური წიგნი სახელწოდებით "ჭოუს წიგნი" (Book of Zhou) განმარტავს თუ რას ნიშნავს სიტყვა "თურქ". ამ სიტყვის ეტიმოლოგია მოდის მუზარადიდან, რომელსაც თურქული მოდგმის მეომრები ატარებდნენ და განმარტავს, რომ ეს სახელი მომდინარეობს მთის ფორმიდან, სადაც ისინი მუშაობდნენ ამ მუზარადების შექმნაზე ალთაის მთებში." (Sinor, Cambridge History, of Early Inner Asia, Page 295). პირველი თურქულად მოლაპარაკე ტომები, რომლებიც ისტორიაშია დაფიქსირებული, კერძოდ ჩინურ წერილობით წყაროებში არის გექუნი (Gekun) და ქსინლი (Xinli), რომლებიც ცხოვრობდნენ ციმბირის ტერიტორიაზე ძვ.წ. მე-3 - ძვ.წ. მე-2 საუკუნეებიდან. წყარო: Turkic peoples კრებულები:1) მეცნიერება 2) მეცნიერება II 3) მეცნიერება III 4) სხვადასხვა 5) სხვადასხვა II 6) ქართული მითოლოგია 7) რელიგია 8) საქართველო 9) საქართველო II 10) ქართული სახელმწიფოები 11) პროტო-ქართველები 12) კავკასიური კულტურები 13) პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე907 1-ს მოსწონს |
According to Yunusbayev et al. (2015), genetic evidence points to an origin in the region near South Siberia and Mongolia as the "Inner Asian Homeland" of the Turkic ethnicity (Balanovska, Elena; Balanovsky, Oleg (2015-04-21). "The Genetic Legacy of the Expansion of Turkic-Speaking Nomads across Eurasia").
Similarly several linguists, including Juha Janhunen, Roger Blench and Matthew Spriggs, suggest that Mongolia is the homeland of the early Turkic language (Blench, Roger; Spriggs, Matthew (2003-09-02). Archaeology and Language II: Archaeological Data and Linguistic Hypotheses).
According to Robbeets, the Turkic people descend from people who lived in a region extending from present-day South Siberia and Mongolia to the West Liao River Basin - modern Manchuria ("Transeurasian theory: A case of farming/language dispersal").
Authors Joo-Yup Lee and Shuntu Kuang analyzed 10 years of genetic research on Turkic people and compiled scholarly information about Turkic origins, and said that the early and medieval Turks were a heterogeneous group and that the Turkification of Eurasia was a result of language diffusion, not a migration of a homogeneous population (Lee (18 Oct 2017). Brill. 19).
From the Proto-Altaic language, then formed Altaic proposed language family, that would include the Turkic, Mongolic and Tungusic language families.
From Altaic language family, then formed Proto-Turkic language, Probably in Mongolia for about 500 BC. Proto-Turkic language was the common ancestor of all today's Turkic languages.
The first known mention of the term Turk applied to only one Turkic group, namely, the Göktürks, who were also mentioned, as türüg ~ török, in the 6th-century Khüis Tolgoi inscription, most likely not later than 587 AD.
A letter by Ishbara Qaghan to Emperor Wen of Sui in 585 described him as "the Great Turk Khan".
The Bugut (584 CE) and Orkhon inscriptions (735 CE) use the terms Türküt, Türk and Türük.
The Chinese Book of Zhou (7th century) presents an etymology of the name Turk as derived from 'helmet', explaining that this name comes from the shape of a mountain where they worked in the Altai Mountains ( Sinor, Cambridge History of Early Inner Asia, Page 295).
The earliest Turkic-speaking peoples identifiable in Chinese sources are the Gekun and Xinli, located in South Siberia.
The Xinli (Xueyantuo) tribe were first mentioned in 357 and 363 by chines sources. These were an ancient Tiele Turkic people and khaganate in Central Asia and Northern Asia who were at one point vassals of the Göktürks (552–745), later aligning with China's Tang Dynasty (318-907) against the Eastern Göktürks.
Another earlier people, the Dingling (mentioned in Chinese historiography in the context of the 1st century BC), are sometimes also assumed to be Proto-Turks, or are alternatively linked to Tungusic peoples or Na-Dené and Yeniseian peoples.
Turkish states from the beginning to the 12th century:
First Turkic Khaganate, Göktürk Khaganate - 552–603
Western Turkic Khaganate - 581–657
Eastern Turkic Khaganate - 581–650
Second Turkic Khaganate - 682–744
Khazar Khaganate - 618–1048
Xueyantuo - 628–646
Kangar union - 659–750
Turk Shahi - 665-850
Türgesh Khaganate - 699–766
Kimek confederation - 743–1035
Uyghur Khaganate - 744–840
Oghuz Yabgu State - 750–1055
Karluk Yabgu State - 756–940
Kara-Khanid Khanate - 840–1212
Ganzhou Uyghur Kingdom - 848–1036
Qocho - 856–1335
Pecheneg Khanates - 860–1091
Ghaznavid Empire - 963–1186
Seljuk Empire - 1037–1194
Sultanate of Rum - 1077–1308
Cuman–Kipchak confederation - 1067–1239
Khwarazmian Empire - 1077–1231
Kerait Khanate - 11th century–13th century