x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138459
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
რომელი სასმელი არ შეიძლება მშიერ კუჭზე?

image


მედიკოსებმა უზმოზე მოხმარებისთვის საშიში სასმელები დაასახელეს. მათი თქმით, დილა უმჯობესია წყლით დავიწყოთ, ხოლო სხვა სასმელებისადმი, სასურველია, თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ და მათ მიღებაზე, მშიერ კუჭზე, განსაკუთრებული სიტუაციების გარდა, უარს ვიტყვით.

მავნებელი კი, როგორც აღმოჩნდა, შაქრის და რძის შემცველი სასმელებია: I. ტკბილი სასმელები მკვეთრად ამაღლებს სისხლში შაქრის დონეს. II. ხოლო, რძის შემცველი სასმელები, არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება აქვს. ლორწოსთან შეხებისას, მაგ., რძემ, შეიძლება, ტკივილი გამოიწვიოს და სპაზმების პროვოცირება მოახდინოს.

ჭამის შემდეგ, კუჭი უფრო დაცულია და სასმელებზე, მკვეთრად აღარ რეაგირებს. თუ კუჭი ჯანმრთელია, მაშინ დილის მწვანე ან შავი ჩაით დაწყება დასაშვებია, ზოგჯერ კი, ფინჯანი ყავაც შეიძლება.

და მაშინაც კი, თუ თქვენი დილა კოფეინის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, საყვარელი სასმელის მოხმარების წინ, სასურველია, თუნდაც, რამდენიმე ყლუპი წყლის დალევა.

image


imageimageimageimage




0
487
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0