x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
11 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის (გემრიელი და ჩვენთვის ხელმისაწვდომი)

არაერთი დიეტოლოგის გამოკითხვის და ჩატარებული კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სია შეადგინეს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:


image


1. გარგარი


გარგარი დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურის რღვევის უფლებას არ აძლევს.


2. ავოკადო


შეიცავს დიდი რაოდენობით ოლეინის მჟავას (ომეგა-9) და უჯერ ცხიმებს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას ზრდის.


3. ჟოლო


ჟოლო მდიდარია ორგანული მჟავებით, რაც მას კიბოს უჯრედებთან ბრძოლოს საშუალებას აძლევს. გარდა ამისა ის დიდი რაოდენობით С ვიტამინსაც შეიცავს.



4. მანგო


მანგოს ერთი ნაყოფი 60 მილიგრამამდე С ვიტამინს შეისავს. ეს ხილი ხელს უშლის ართრიტის განვითარებას და აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.


5. კანტალუპას ნესვი


ნესვი დიდი რაოდენობით С ვიტამინს და ბეტა-კარიტინს შეიცავს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.


6. შტოშის წვენი


1 ჭიქა შტოშის წვენი 144 კალორიას შეიცავს. სამაგიეროდ, არ შეიცავს ცხიმებს და ნახშირწყლებს. კენკრა ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მას შეუძლია ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან ბრძოლა და ბაქტერიების გამრავლების შეჩერება.


7. პომიდორი


პომიდორი შეიცავს ლიკოპენს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ პომიდორი მნიშვნელოვნად ამცირებს შარდ-სასქესო, კუჭის და სხვა დაავადებების განვითარების რისკს. პომიდვრის ან ტომატით მომზადებული სადილის მირთმევა, - ყოველდღიურად არის რეკომენდირებული.


8. ქიშმიში


ქიშმიში რკინის მთავარი წყაროა. ხოლო, ეს უკანასკნელი, ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით უზრუნველყოფს.


9. ლეღვი


ლეღვი დიდი რაოდენობით კალიუმს, ნახშირწყლებს და ვიტამინ B6 შეიცავს, რომელიც სერატონინის გამომუშავების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია.


10. ლიმონი


ლიმონი მდიდარია ლიმონენით (С10H16) და შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. იცავს ორგანიზმს კიბის უჯრედების განვითარებისგან. ეს ციტრუსი დაბალკალორიულია და საერთოდ არ შეიცავს ცხიმებს და ნახშირწყლებს.


11. ბანანი


მხოლოდ ერთი ყვითელი ნაყოფი 467 მგ. კალიუმს შეიცავს, რომელიც ჯანმრთელი და ძლიერი კუნთების (განსაკუთრებით გულის) შესანარჩუნებლად არის საჭირო. ის, ასევე, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. გარდა ამისა, ბანანი ბოჭკოვანას წყაროა, რომელიც ხელს უშლის გულ–სისხლძარღვთა დაავადების განვითარებას, ანეიტრალებს მომატებულ მჟავიანობას და გულძმარვის დროს, საუკეთესესო სამკურნალო საშუალებაა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში
2. XXI საუკუნის 10 საუკეთესო ისტორიული დრამა, რომელიც წარსულში დროის მანქანასავით გამოგზაურებთ
3. ელ–ტოროს არტიფაქტები — აცტლანის ცივილიზაციის კვალი
4. ვამსხვრევთ მითებს ქალების შესახებ
5. არჩევანი

6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით?



0
464
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0