x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
არჩევანი

image


ერთხელ მასწავლებელთან შეკითხვით მოსწავლე მივიდა:

— მითხარით, მასწავლებელო, რა არის არჩევანი?

— არჩევანი — ეს ცხოვრებაა, — უპასუხა მასწავლებელმა.

— მაგრამ, ჩვენ მას ვირჩევთ? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია სიკვდილის თავიდან აცილება?! მხოლოდ მისი მოოახლოება ან გადაწევა შეგვიძლია... ე. ი. ჩვენ, არჩევანის უფლება — მოვკვდეთ, თუ არა, ჩამორთმეული გვაქვს. არც იმის არჩევის უფლება გვაქვს, დავიბადოთ, თუ არა, ან როდის და სად დავიბადოთ... მაშინ რაღა გვრჩება? სიცოცხლის გახანგრძლივების და შემოკლების უფლება? ან მისი კომფორტულად, ან ნაკლებად კომფორტულად გატარების შესაძლებლობა? ასე, რომ, ჩვენ მთავარი არჩევანის გაკეთების უფლება არ გაგვაჩნია. ამიტომ, შეიძლება, რომ სიცოცხლე არჩევანი იყოს?

— ჯერ ახალგაზრდა ხარ და ბევრი რამ არ გესმის. მაგ., არჩევანი გააქვს, ბავშვობაში, მშობლები რომ გაცმევენ? მართალია, შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო და ამისთვის, დაისაჯო კიდეც... ან კარგად მოიქცე და ჯილდოც მიიღო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, შენ მაინც შემოსილი ივლი. როდესაც ეზოში ჩადიხარ, შენ შეგიძლია ითამაშო ან არა. ასე არ არის? ამიტომ, ცხოვრება — არჩევანია. შენი არჩევანი!.. შენ თავად ირჩევ, ღირს, თუ არა გაზრდა, დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაცმა, ან იმ სამოსით სიარული, რომელსაც მშობლები შეგირჩევენ. მანამდე კი, მხოლოდ იმას გასწავლიან, რაც სწორედ მიაჩნიათ და რა და როგორ უნდა გააკეთო, რომ შენი ქმედება, საზოგადოებაში დაწესებულ ქცევის ნორმებს შეესაბამებოდეს.

ნუ მოიქცევი განებივრებული ბავშვივით... და მაშინ, თავისუფალი არჩევანის უფლება, უფრო მეტი გექნება.


***


ბრძენი და მისი მოსწავლე ქალაქში შესასვლელ კარიბჭესთან ისხდნენ. მათ მოგზაური მიუახლოვდა და ჰკითხა:

— ამ ქალაქში როგორი ადამიანები ცხოვრობენ?
— შენ საიდანაც მოდიხარ, იქ როგორები იყვნენ? – კითხვაზე, კითხვითვე უპასუხა ბრძენმა.
— ოჰ, ნაძირალები და ქურდები, ბოროტები და გარყვნილები.
— აქაც იგივეა, – უპასუხა ბრძენმა.
ცოტა ხნის შემდეგ, მათ სხვა მოგზაური მიუახლოვდა. მან იგივე კითხვა დასვა და ბრძენმაც იგივე უპასუხა:
— საიდანაც მოდიხარ, იქ როგორები არიან? – ჰკითხა მან უცნობს.
— მშვენიერი, კეთილი და გულისხმიერი, – უპასუხა მოგზაურმა.
— აქაც იგივეა, – უპასუხა ბრძენმა.
— რატომ უთხარი ერთს, რომ აქ ცუდი ადამიანები ცხოვრობენ, ხოლო მეორეს, რომ კარგები არიან? – ჰკითხა ბრძენს გაკვირვებულმა მოსწავლემ.
— ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები, – უპასუხა ბრძენმა. – უბრალოდ, თითოეული იმას პოულობს, რისი მოძებნაც შეუძლია...

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში
2. XXI საუკუნის 10 საუკეთესო ისტორიული დრამა, რომელიც წარსულში დროის მანქანასავით გამოგზაურებთ
3. ელ–ტოროს არტიფაქტები — აცტლანის ცივილიზაციის კვალი

4. «ბუნებით ჯადოქრები» – ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლსაც ზებუნებრივი შესაძლებლობები გააჩნია

5. გჯერათ ბედისწერის?
6. ეს 7 პროდუქტი ორგანიზმს უკეთესად წმენდს, ვიდრე ნებისმიერი წამალი

0
58
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0