x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მთვარის შეთქმულება» და უცხოპლანეტელების თემის დისკრედიტაციის მიზეზი

უცხოპლანეტელების და ამო–ს თემა ყოველთვის საგულდაგულოდ იყო გასაიდუმლოებული. ხოლო, ყოველი გაჟონილი ინფორმაცია საიმედოდ არის დისკრედიტირებული. ეჭვს იწვევს, საიდუმლო ანგარებში შენახული, «მფრინავი თეფშების» ნაშთების შესახებ ისტორიების საიმედოობაც. ხოლო, ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამო დაინეახეს ან უცხოპლანეტელებს შეხვედრილან, თანამედროვე საზოგადოებაში, ფსიქიკურად, არაჯანსაღად გამოიყურებიან.


image


ამერიკელები მთვარეზე


ამო–ს თემა, სხვადასხვა შარლატანების მიერ, განზრახ იყო დისკრედიტირებული. მათ შორის, ყველაზე ცნობილი ბილ კეისინგია. მან 1976 წ. წიგნი – «ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მთვარეზე» დაწერა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ამერიკელები მთვარეზე არასდროს ყოფილან. ხოლო, «აპოლონის» ყველა გაფრენა, – დადგმული იყო, რომელსაც ჰოლივუდში ამერიკელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი იღებდა.


image


ეს ასეც რომ იყოს, მაში გამოდის, რომ აშშ–სთან ერთად, მთვარის შეთქმულებაში, როგორც მინიმუმ, ყველა კოსმოსური სახელმწიფო მონაწილეობდა, მათ შორის სსრ კავშირიც. მაგრამ, იმ წლებში, საბჭოთა მეცნიერები ყურადღებით აკვირდებოდნენ ამერიკელების კოსმოსურ პროგრამას და მცირეოდენი ეჭვი რომ გასჩენოდათ, მთვარეზე ამერიკელების დასხდომასთან დაკავშირებით, სსრ კავშირი აუცილებლად გამოიყენებდა, იდეოლოგიურად ასეთ მომგებიან თემას.

ან იქნებ, ამერიკელებმა მთელი მსოფლიო მართლაც მოატყუეს, რომ მთვარეზე დაეშვნენ... მაგრამ, ყველაფერი ისე ოსტატურად მოახდინეს, რომ საბჭოთა მეცნიერებიც კი გაასულელეს. თუმცა, შესაძლოა, გაფრენა მართლაც შედგა, რადგან სიგნალები მთვარის მხრიდან მოდიოდა... მაგრამ, კოსმონავტები არ გადასულან მთვარის ზედაპირზე და ისინი მხოლოდ მთვარის ორბიტაზე მოძრაობდნენ. ხოლო, მთვარეზე, მხოლოდ ავტომატური აპარატი დაეშვა. მაგრამ, როგორ შეძლო ამ აპარატმა, მთვარის ზედაპირზე ადამიანის კვალის დატოვება? ან აშშ–ს დროშის აღმართვა? ასეთი რთული სამუშაოების ჩატარება, გასული საუკუნის 60–იან წლებში, ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. არა და, ამ კვალის ნახვა, მთვარის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების საშუალებით, დღესაც შეიძლება.


მთვარის საყოველთაო შეთქმულება


ამჟამად, საკუთარ კოსმოსურ პროგრამებს, ასე, თუ ისე, 70–ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს და უმრავლესობამ მთვარეზე თანამგზავრებიც გაუშვა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ჩინურმა თანამგზავრებმა მთვარის უკანა მხარის ფოტოგრაფირება შეძლეს. ჩინელებს შეეძლოთ, ამერიკელების მთვარის შეთქმულებაში დადანაშაულება, მაგრამ ეს არ გააკეთეს.



imageimageimageimageimageimage


მთვარის ზედაპირთან იყო იაპონური, ინდური, გერმანული, ფრანგული და სხვა ქვეყნის თანამგზავრებიც. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც მთვარის ზედაპირს მიუახლოვდა, მაგრამ ამერიკელები არ ამხილა, მთვარის მსოფლიო შეთქმულებას შეუერთდა. გამოდის რომ, მათ მთვარის შესახებ ისეთიო რამ გაიგეს, რაც კაცობრიობამ არ უნდა იცოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან არის მთვარის ზედაპირის ამდენი რეტუშირებული ფოტოსურათი? ხოლო, თუ ხელმისაწვდომი, ჩვენი თანამგზავრის, უცნაური ფოტო ხდება, მეცნიერების მიერ, მისი ნამდვილობის უარყოფა და ფოტომონტაჟად გამოცხადება ხდება.

ზემოთქმულის გაანალიზების შემდეგ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – ასე საფუძვლიანად, მხოლოდ სიმართლის დისკრედიტაცია შეიძლება. მაგრამ, სინამდვილეში, ის როგორია?


image

imageimageimageimage





0
811
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0