x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოვალეობების განაწილება (შავი იუმორი)

image


— ასე აღარ შემიძლია! ჩემი მოვალეობა, ლამის მთების გადაადგილება არის, რომლებსაც უკვე ადგილიდანაც კი ვეღარ ვძრავ: დილით საუზმე უნდა მოვამზადო, სახლი დავალაგო, მაღაზიაში წავიდე, ბავშვებს ყურადღება მივაქციო, საღამოსთვის, შენი საყვარელი კერძი მოვამზადო და ღამეც უნდა გასიამოვნო... – დაიწუწუნა ერთ საღამოს მეუღლესთან ქალმა.

ქმარმა გაზეთი გვერდით გადადო და ჰკითხა:

— და ამაში განსაკუთრებული რა არის, ამას ხომ ყველა ქალი აკეთებს? ვიდრე მე ვმუშაობ, შენ სახლში ზიხარ!

ასეა, ხომ?! — გააგრძელა წუწუნი ქალმა, — რა იქნება ცოტა რომ დამეხმარო?

ბოლოს, მან ქმარი დაიყოლია და ერთმანეთთან ასეთი შეთანხმება დადეს: ქალი ყველაფერზე იქნებოდა პასუხისმგებელი, რაც სახლში ხდებოდა. ხოლო, ქმარი – იმაზე, რაც სახლის გარეთ იყო...

მოვალეობების ასე გადანაწილების შემდეგ, მეუღლეები დიდ ხანს ცხოვრობდნენ მშვიდად და ჰარმონიულად. ერთხელ ქმარი, სამუშაოდან გამოსვლის და მაღაზიებში, ცოლის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, პროდუქტების შეძენის შემდეგ, ყავახანაში იჯდა მეგობრებთან ერთად და ჩილიმს ეწეოდა. უეცრად იქ ახალგაზრდა კაცი შევარდა და აღელვებულმა, მამაკაცს უთხრა:

— შენმა ცოლმა გამომგზავნა... ჩქარა გაიქეცი, შენს სახლში ხანძარია...

კაცმა კი, ისე რომ არც განძრეულა, ბიჭს უპასუხა:

— თუ ძმა ხარ, ჩემს ცოლს გადაეცი, რომ ბოლოს და ბოლოს, ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც სახლში ხდება. ხოლო მე – სახლის გარეთ მიმდინარე პროცესებზე ვაგებ პასუხს.

imageimageimageimageimageimageimage







0
74
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0