საქართველო "ამას სიგარეტზე არ ჩააგზავნი კაცი და ლიდერიო, ვაა" - ვის ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი 2021, 21 სექტემბერი, 19:26 პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის მერობის კანდიდატის - ვასილ მახარაშვილის წინა საარჩევნო პლაკატს პირად გვერდზე აზიარებს და როგორც მისი სარკასტული პოსტიდან ირკვევა, აღნიშნული თანამდებობისთვის მას არაშესაფერის კანდიდატურად განიხილავს: "რეფერენდუმის ლიდერიო, ლიდერიო კაცოო, რეფერენდუმისო. ამას სიგარეტზე არ ჩააგზავნი კაცი და ლიდერიო, თან რეფერენდუმისო, ვაა" - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.როგორც ირკვევა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერად ის ნიგერიელ ბიზნესმენს - რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს ირჩევს: "რეფერენდუმი, პლებისციტი და აპოკალიფსი არ ვიცი მე. ამ კაცს ვაძლევ ხმას და ვიღაცის ხმა არ გავიგონო"- ვკითხულობთ პოსტში.შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. 2 ოქტომბერს მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ოლქში მერობის კანდიდატი უნდა აირჩეს. აქედან 5 თვითმმართველი ქალაქის, 59 კი - თვითმმართველი თემის მერად. დღეის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას უკვე ჰყავს დასახელებული მერობის კანდიდატები სასურველ ქალაქებსა და თემებში.615 შეფასება არ არის |